პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"
ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"

რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის შვი­ლი, ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა ჟურ­ნალ InStyle-ის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა.

ნა­დეჟ­დამ ჟურ­ნა­ლის ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნალ­თან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თულ ქორ­წილ­ზე, მე­უღ­ლე რე­ვაზ გი­გი­ნე­იშ­ვილ­ზე და კა­რი­ე­რა­ზე.

ქორ­წი­ლი

"ჩვენ, მოს­კო­ვე­ლებს ვე­რაფ­რით გაგ­ვა­ო­ცებ. სულ ვე­ჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, ვინ უფრო კარგ სუფ­რას გაშ­ლის, ვის უფრო ძვირ­ფა­სი კაბა ეც­მე­ვა, ვინ უფრო კარგ მუ­სი­კო­სებს მო­იწ­ვევს. ამა­სო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი უკან გვრჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში - პი­რი­ქი­თაა. რით გან­სხვავ­დე­ბა რუ­სე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის ქორ­წი­ლი? რუ­სებს დიდი ხანი სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ გამ­ხი­ა­რულ­დნენ, კარ­გად უნდა და­ათ­რო. ქარ­თვე­ლე­ბი კი მა­შინ­ვე იწყე­ბენ მხი­ა­რუ­ლე­ბას, ქმნი­ან ატ­მოს­ფე­როს. ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გარ­შე­მო მე­გობ­რე­ბი ჰყავთ, თავ­ზე ცა აქვთ და ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ბედს უკავ­ში­რებს. ჩვენს ქორ­წილს დიდი სი­ნა­ზით ვიხ­სე­ნებ. სი­მარ­თლე გი­თხრათ მინ­და, რომ გა­ვი­მე­ო­რო!"

სა­ქარ­თვე­ლო

ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა, მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" ერთ-ერთი როლი შე­ას­რუ­ლა, ყვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს სულ სა­დღაც მი­დი­ოდ­ნენ. რე­ჟი­სორს სურ­და, რომ ნა­დეჟ­დას ქვე­ყა­ნა ენა­ხა და გა­მუდ­მე­ბით ხუმ­რობ­და: "მინ­და, რომ და­გა­ნა­ხო, რამ­დე­ნად დი­დია სა­ქარ­თვე­ლო".

ყაზ­ბეგ­ში სტუმ­რო­ბი­სას მი­ხალ­კო­ვამ ხინ­კლის მოხ­ვე­ვაც კი ის­წა­ვა­ლა. მზა­რე­უ­ლო­ბა არ გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ოჯა­ხის ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად ხინ­კა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა. მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოხ­ვე­უ­ლი ხინ­კა­ლი გა­მო­ი­ტა­ნა, მას აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შეხ­ვდნენ.

ნა­ძეჟ­და მი­ხალ­კო­ვამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ისა­უბ­რამე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი

"მე და რეზო იშ­ვი­ა­თად ვშორ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ვართ, მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყოთ. რო­დე­საც ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ჩა­ვე­დი, რე­ზოს უკვე ყვე­ლა­ფე­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩვენ­თვის. იყო სა­ბავ­შვო ოთა­ხი, სა­წო­ლი, ქი­ლე­ბის გა­სათ­ბო­ბი აპა­რა­ტი - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი მზად ჰქონ­და. მა­მა­მისს, და­თოს ჩვენ­თვის ყო­ველ­დღე მოჰ­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მე არა­ფე­რი მჭირ­დე­ბო­და, ნი­ნოს ბევ­რი არც არა­ფე­რი უნ­დო­და. რძე დე­დას ჰქონ­და, სხვა რა იყო სა­ჭი­რო? გო­გო­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და არ უყ­ვარს, რო­დე­საც ეფე­რე­ბი­ან. ერთი სული აქვს, ვინ­მეს ცხვირ­ში ხელი ჩა­ავ­ლოს".

კა­რი­ე­რა

"არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი ისე­თი ქა­ლე­ბის რი­ცხვს, რომ­ლე­ბიც ქმრე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ: მე ცოლი ვარ და მე უნდა გა­და­მი­ღო. სი­მარ­თლე, რომ ვთქვა, ამის დრო არც მქო­ნია. ვსწავ­ლობ­დი სკო­ლა­ში, შემ­დეგ ინ­სტი­ტუ­ტში, პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თა­მა­შე მა­მა­ჩე­მის ფილმში. ამან მთე­ლი 4 წელი მო­იც­ვა, რაც ჩემი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რია. შემ­დეგ ვი­თა­მა­შე ფილმში "კა­ცე­ბის გა­რე­შე", შემ­დეგ მოხ­და კრი­ზი­სი, ამის შემ­დეგ კი უკვე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია InStyle-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"

ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"

რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის შვილი, ნადეჟდა მიხალკოვა ჟურნალ InStyle-ის გარეკანზე მოხვდა.

ნადეჟდამ ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა ჟურნალთან ისაუბრა საქართველოზე, ქართულ ქორწილზე, მეუღლე რევაზ გიგინეიშვილზე და კარიერაზე.

ქორწილი

"ჩვენ, მოსკოველებს ვერაფრით გაგვაოცებ. სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო კარგ სუფრას გაშლის, ვის უფრო ძვირფასი კაბა ეცმევა, ვინ უფრო კარგ მუსიკოსებს მოიწვევს. ამასობაში ყველაფერი  ადამიანური უკან გვრჩება. საქართველოში - პირიქითაა. რით განსხვავდება რუსებისა და ქართველების ქორწილი? რუსებს დიდი ხანი სჭირდებათ იმისთვის, რომ გამხიარულდნენ, კარგად უნდა დაათრო. ქართველები კი მაშინვე იწყებენ მხიარულებას, ქმნიან ატმოსფეროს. ისინი თავს კარგად გრძნობენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემო მეგობრები ჰყავთ, თავზე ცა აქვთ და ორი ადამიანი ერთმანეთს ბედს უკავშირებს. ჩვენს ქორწილს დიდი სინაზით ვიხსენებ. სიმართლე გითხრათ მინდა, რომ გავიმეორო!"

საქართველო

ნადეჟდა მიხალკოვა, მსახიობი, რომელმაც ფილმში "სიყვარული აქცენტით" ერთ-ერთი როლი შეასრულა, ყვება, რომ საქართველოში მეუღლესთან ერთად პირველი ვიზიტის დროს სულ სადღაც მიდიოდნენ. რეჟისორს სურდა, რომ ნადეჟდას ქვეყანა ენახა და გამუდმებით ხუმრობდა: "მინდა, რომ დაგანახო, რამდენად დიდია საქართველო".

ყაზბეგში სტუმრობისას მიხალკოვამ ხინკლის მოხვევაც კი ისწავალა. მზარეულობა არ გამოვიდა, თუმცა ოჯახის ღირსების დასაცავად ხინკალი აუცილებლად უნდა მოემზადებინა. მისივე თქმით, როდესაც საკუთარი ხელით მოხვეული ხინკალი გამოიტანა, მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ნაძეჟდა მიხალკოვამ საქართველოზე ისაუბრამეუღლე და ქალიშვილი

"მე და რეზო იშვიათად ვშორდებით ერთმანეთს - არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, მთავარია, რომ ერთად ვიყოთ. როდესაც ქალიშვილთან ერთად თბილისში ჩავედი, რეზოს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდა ჩვენთვის. იყო საბავშვო ოთახი, საწოლი, ქილების გასათბობი აპარატი - აბსოლუტურად ყველაფერი მზად ჰქონდა. მამამისს, დათოს ჩვენთვის ყოველდღე მოჰქონდა ყველაფერი აუცილებელი. მე არაფერი მჭირდებოდა, ნინოს ბევრი არც არაფერი უნდოდა. რძე დედას ჰქონდა, სხვა რა იყო საჭირო? გოგონას ძალიან უყვარს აპლოდისმენტები და არ უყვარს, როდესაც ეფერებიან. ერთი სული აქვს, ვინმეს ცხვირში ხელი ჩაავლოს".

კარიერა

"არ მივეკუთვნები ისეთი ქალების რიცხვს, რომლებიც ქმრებით მანიპულირებენ: მე ცოლი ვარ და მე უნდა გადამიღო. სიმართლე, რომ ვთქვა, ამის დრო არც მქონია. ვსწავლობდი სკოლაში, შემდეგ ინსტიტუტში, პარალელურად ვითამაშე მამაჩემის ფილმში. ამან მთელი 4 წელი მოიცვა, რაც ჩემი ზრდასრული ცხოვრების ნახევარია. შემდეგ ვითამაშე ფილმში "კაცების გარეშე", შემდეგ მოხდა კრიზისი, ამის შემდეგ კი უკვე ორსულად ვიყავი".

მომზადებულია InStyle-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება