საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკო ებრალიძის იავნანა და იტალიური ეზოს ხიბლი
მარიკო ებრალიძის იავნანა და იტალიური ეზოს ხიბლი

ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ კი ფრან­კფურ­ტში, ერ­ნესტ ბარ­ლა­ხის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმულ სპექ­ტაკლში - "კარ­გი დრო­ე­ბა" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­იწ­ვი­ეს. მა­რი­კოს ორი სიმ­ღე­რის: ედიტ პი­ა­ფის Non, je ne regrette rien და გერ­მა­ნუ­ლი იავ­ნა­ნას - "ვი­გა­ლა" შეს­რუ­ლე­ბა და­ე­ვა­ლა. მა­რი­კომ და­კის­რე­ბულ მი­სი­ას თურ­მე, იმ­დე­ნად კარ­გად გა­არ­თვა თავი, რომ მისი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნი­სას, გერ­მა­ნე­ლებს გული აუ­ჩუყ­დათ და ატირ­დნენ.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, აქ­ტი­უ­რი ზა­ფხუ­ლი მქონ­და: ჯგუფ "ფინ­გერსთან" ერ­თად, ჯერ კავ­კა­სი­ის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, შემ­დეგ გავ­ხსე­ნით შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი, მერე კი გერ­მა­ნი­ა­ში მო­მიხ­და გამ­გზავ­რე­ბა. ახლა თბი­ლი­სის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. და­გეგ­მი­ლია გას­ვლი­თი კონ­ცერ­ტე­ბიც.

- გერ­მა­ნი­ა­ში ვინ მი­გიწ­ვია? რო­გორც ვიცი, იქ თავი გა­მო­ი­ჩი­ნე...

- გერ­მა­ნულ სპექ­ტაკლში პრო­დი­უ­სე­რის, თეო ჯორ­ბე­ნა­ძის წყა­ლო­ბით მი­მიწ­ვი­ეს. სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის დროს, როცა გერ­მა­ნუ­ლი იავ­ნა­ნას ტექ­სტიც კი არ ვი­ცო­დი, სიმ­ღე­რას მოვ­რჩი თუ არა, შევ­ნიშ­ნე, გერ­მა­ნე­ლე­ბი ტი­როდ­ნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მო­მი­ახ­ლოვ­და და მად­ლო­ბა ქარ­თუ­ლად გა­და­მი­ხა­და.

- იტა­ლი­ურ ეზო­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ხარ. ალ­ბათ, ამ ეზოს­თან კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­კავ­ში­რებს.

- ნამ­დვი­ლად ასეა! აქ მე­ზობ­ლებს შო­რის დიდი სით­ბოა. თით­ქოს, ერთი ოჯა­ხი ვართ. ასე მგო­ნია, ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ვარ და ახ­ლაც შე­მიძ­ლია, ეზო­ში ჩა­ვი­დე, ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­თა­მა­შო. ცეკ­ვა, გარ­თო­ბა სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს... იტა­ლი­ურ ეზო­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ერ­თმა­ნეთ­ზე.

- და ალ­ბათ, სწო­რედ ეს არის იტა­ლი­უ­რი ეზოს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბო­და ჩემი მყუდ­რო კუ­თხე, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს. თუმ­ცა, იმა­შიც გე­თან­ხმე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა არ იყოს, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. ჩვენ გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვეძ­ლე­ვა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გარ­და­ტე­ხის ასა­კია.

- ეს მო­საზ­რე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, იმ პე­რი­ოდ­ში უჟ­მუ­რი, ჯი­უ­ტი გავ­ხდი, არას­დროს არა­ფე­რი მომ­წონ­და. მერე ყვე­ლა­ფერ­მა თა­ვის­თა­ვად გა­და­მი­ა­რა, ნელ-ნელა "დავ­ლაგ­დი". ახლა ის პე­რი­ო­დი ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა.

- რით გან­სხვავ­დე­ბი­ან შენი თა­ო­ბის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ახ­ლან­დე­ლე­ბის­გან?

- ახალ­მა თა­ო­ბამ უფრო კარ­გად იცის, რა უნდა ანუ უფრო მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. პი­რა­დად მე, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში ძა­ლი­ან მორ­ცხვი, მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თუ ვინ­მე მთხოვ­და, - იმ­ღე­რეო, რა­ტომ­ღაც, "მე­კე­ტე­ბო­და", ხმა აღარ ამომ­დი­ო­და. თუ რა­ი­მე წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და სამ­ღე­რად მი­მიწ­ვევ­დნენ, ისე ვიბ­ნე­ო­დი, რომ სცე­ნა­ზე გა­სულს ხან თეფ­ში მე­ჭი­რა ხელ­ში, ხან - ჭიქა ან ჩან­გა­ლი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და, და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის ხარ­ჯზე. ხალ­ხის და­ნახ­ვი­სას გული ლა­მის მიმ­დი­ო­და, ახლა კი პი­რი­ქით, აუ­დი­ტო­რია მჭირ­დე­ბა. ხალ­ხის წი­ნა­შე სიმ­ღე­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. ამ თა­ო­ბას კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად აქვს. ლა­მის 3 წლი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან... ახლა შვი­ლე­ბის მი­მართ მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა. მახ­სოვს, ადრე პა­ტა­რებს გა­მუდ­მე­ბით გვა­ჩუ­მებ­დნენ. გვი­ჩი­ჩი­ნებ­დნენ: სირ­ცხვი­ლია, ნუ იცი­ნი, ამ­დენს ნუ ლა­პა­რა­კო­ბო. ახლა კი ბავ­შვებს არა­ფერს უკ­რძა­ლა­ვენ, შე­ნიშ­ვნას არ აძ­ლე­ვენ.

- როცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­დე­ქი, მშობ­ლებ­მა რა რჩე­ვა მოგ­ცეს?

- დე­დას ძა­ლი­ან უნ­დო­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სულ იმას მე­უბ­ნე­ბო­და, - სიმ­ღე­რა კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე პრო­ფე­სი­აც თუ გექ­ნე­ბა, ამით არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. თუ ერთი არ გა­გი­მარ­თლებს, მე­ო­რე პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით გა­ი­ტან თავ­სო. რა­ტომ­ღაც, მა­შინ ვი­ზარ­მა­ცე და გა­დავ­წყვი­ტე, ერთი პრო­ფე­სია მქო­ნო­და; მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა ამე­წყო. დედა ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და გა­გე­ბით მო­ე­კი­და.

- ბევ­რი მომ­ღერ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი. და მა­ინც, უნდა გკი­თხო: ხომ არ ნა­ნობ, მე­ო­რე პრო­ფე­სია რომ არ გაქვს? ამ­ბო­ბენ, დღეს მომ­ღერ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ვერ გა­ი­ტან, შო­უ­ბიზ­ნე­სი მოკ­ვდაო...

- ჯვა­რი მწე­რია, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც, აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი მაქვს... ალ­ბათ ამი­ტო­მაც, არა­ფერს ვნა­ნობ. ვემ­სა­ხუ­რე­ბი საქ­მეს, რომ­ლიც მიყ­ვარს, მაქვს და­ფა­სე­ბა ხალ­ხის­გან და აბა, მომ­ღე­რალ­მა სხვა რა უნდა ინატ­როს?!

- ბავ­შვო­ბა­ში რაზე ოც­ნე­ბობ­დი?

- ალ­ბათ, დე­დის გავ­ლე­ნა იყო, რომ მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ჩემს ოც­ნე­ბებ­ში ყო­ველ­თვის იყო სცე­ნა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ტაშს მიკ­რავ­დნენ - ანუ ყო­ველ­თვის რა­ღაც მას­შტა­ბურ­ზე ვფიქ­რობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოც­ნე­ბე­ბი უკვე ამიხ­და. ჰოდა, ამი­ტო­მაც, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, - იოც­ნე­ბეთ! მერ­წმუ­ნეთ, ოც­ნე­ბე­ბი ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად ახ­დე­ბა.

- ადა­მი­ა­ნებს კომ­პლექ­სი ბევრ რა­მე­ში, თუნ­დაც, ასე­თი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში უშ­ლის ხელს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მეც კომ­პლექ­სი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, თუ სა­კუ­თა­რი საქ­მე გიყ­ვარს და თუ იცი, ამ ყვე­ლა­ფერს რის­თვის აკე­თებ, საით მი­დი­ხარ, აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვას. პა­ტა­რა­ო­ბი­სას ყო­ველ­თვის იმის გამო ვწუ­წუ­ნებ­დი, რომ რა­ღაც არ მიხ­დე­ბო­და; ამის გამო ხა­სი­ათ­საც ვი­ფუ­ჭებ­დი და სას­ცე­ნო ნო­მერ­საც "ვაგ­დებ­დი". წლე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს კომ­პლექ­სი მო­მავ­ლის გეგ­მებს ჩა­მიშ­ლი­და და შე­ვე­ცა­დე, გამ­ბე­და­ო­ბა მო­მეკ­რი­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­მეხ­მა­რა პრო­ექ­ტი - "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია"... უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლას გვაქვს რა­ღაც და­დე­ბი­თიც და უარ­ყო­ფი­თიც. პი­რა­დად მე, ბევ­რი მი­ნუ­სი მაქვს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, უარ­ყო­ფით­მა თვი­სე­ბებ­მა საქ­მე­ში არ შე­მი­შა­ლოს ხელი და ეს გა­მომ­დის კი­დეც.

- შე­გიძ­ლია გაგ­ვიმ­ხი­ლო, რა მი­ნუ­სებ­ზე ლა­პა­რა­კობ?

- თუნ­დაც იმა­ზე, რომ ვარ ზარ­მა­ცი, გულ­მა­ვი­წყი და ცოტა არ იყოს, უყუ­რა­დღე­ბო, მაგ­რამ როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ, ამ თვი­სე­ბებს თა­ვის­თა­ვად ვი­ვი­წყებ.

- და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ზარ­მა­ცი ხარ....

- ეს იმი­ტომ, რომ შენ იც­ნობ მა­რი­კოს საქ­მე­ში, სცე­ნა­ზე, რე­პე­ტი­ა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ არ იცი, რა ხდე­ბა მა­შინ, როცა შინ ვარ. ვა­ღი­ა­რებ, ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა მე­ზა­რე­ბა.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან ბე­ჯი­თი ვი­ყა­ვი. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი მხო­ლოდ იმ საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც მომ­წონ­და. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ის­ტო­რია, ბი­ო­ლო­გია... ისე, სკო­ლა­ში ორი­ა­ნიც მი­მი­ღია, სა­კონ­ტრო­ლო წე­რაც გა­მიც­დე­ნია და მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მოც­დებ­ზეც არ მივ­სულ­ვარ.

- რის გამო?

- რა ვიცი... როცა გარ­თო­ბა გვინ­დო­და ან "შა­ტა­ლო­ზე" მივ­დი­ო­დით, სწავ­ლა და კარ­გი მოს­წავ­ლის სა­ხე­ლი აბა, ვის აინ­ტე­რე­სებ­და?! მახ­სოვს, ერთხელ გო­გო­ნებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, "შა­ტა­ლო­ზე" ბი­ჭე­ბის გა­რე­შე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­მა დაგ­ვი­ჭი­რეს და უკან მოგ­ვაბ­რუ­ნეს. მერე ბი­ჭე­ბი ლა­მის მთე­ლი წელი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ...

- "შა­ტა­ლოს" ინი­ცი­ა­ტო­რი შენ იყა­ვი ხოლ­მე?

- არა, ინი­ცი­ა­ტო­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. თუმ­ცა, თუ სი­ტუ­ა­ცი­ას ლი­დე­რი აკ­ლდა და სჭირ­დე­ბო­და, ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც ვი­ჩენ­დი ხოლ­მე. "ბან­დის თავი" არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. თუ ვხვდე­ბი, რომ ჯგუფს რა­ღაც ნა­პერ­წკა­ლი აკ­ლია, ვცდი­ლობ, ის ნა­პერ­წკა­ლი შევ­მა­ტო. მირ­ჩევ­ნია, ჩემ ირ­გვლივ ჩემ­ზე ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ.

- ალ­ბათ, ძლი­ერ მა­მა­კაცს ეძებ...

- რა თქმა უნდა! აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მა­მა­კა­ცი ყვე­ლა გა­გე­ბით, ქალ­ზე ძლი­ე­რი იყოს...

- ზოგს ურ­ჩევ­ნია, თა­ვად იყოს ოჯახ­ში ლი­დე­რი და არა - ქმა­რი...

- ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია! მინ­და, ჩემ გვერ­დით ისე­თი მა­მა­კა­ცი იყოს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩემ­ზე ძლი­ე­რი, ჩემ­ზე ჭკვი­ა­ნი, შორ­სმჭვრე­ტე­ლი და ა.შ.

- ალ­ბათ, ასე­თი მა­მა­კა­ცის პოვ­ნა გა­გი­ჭირ­დე­ბა...

- ჰო, არა? ჰოდა, დავ­რჩე­ნილ­ვარ გა­უ­თხო­ვა­რი და ეგ არის (იცი­ნის). თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სა­სურ­ველ საქმროს მა­ინც ვი­პო­ვი.

- იყო თა­ო­ბა, რო­მელ­საც ამ ასაკ­ში "ძვე­ლი ბი­ჭე­ბი" მოს­წონ­და, მომ­დევ­ნო თა­ო­ბას - ნარ­კო­მა­ნე­ბი და ა.შ. შენი თა­ო­ბის გო­გო­ნებს და პი­რა­დად შენ, რო­გო­რი ბი­ჭე­ბი მოგ­წონ­დათ?

- მე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო ჭკვი­ა­ნი, რო­მელ­საც ეს­მო­და ქუ­ჩაც და სახ­ლიც; ჰქონ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა; იცო­და, თუ რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ქალ­თან, ბავ­შვთან. ე.წ. ბი­ჭუ­კე­ბი არას­დროს მი­ზი­დავ­და. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ არას­დროს მომ­წონ­და ცუდი გა­გე­ბით "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და ნარ­კო­მა­ნე­ბი. და­ლა­გე­ბუ­ლი, "დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი", ოღონდ - არა "დე­დი­კოს ბი­ჭე­ბი" მომ­წონ­და.

- თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში ვისი ფანი იყა­ვი?

- ჯექ­სო­ნი მიყ­ვარ­და 3 წლის ასა­კი­დან. მარ­თა­ლია, ვერ ვხვდე­ბო­დი, ვინ იყო, რა ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარ­და...

- და ეს სიყ­ვა­რუ­ლი რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- მშობ­ლებს გა­მუდ­მე­ბით იმას ვთხოვ­დი, რომ ჯექ­სო­ნის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­ერ­თოთ, რად­გან მისი ხმა ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მახ­სოვს, ერთი პე­რი­ო­დი მო­და­ში ფეხ­საც­მე­ლი "ჯექ­სო­ნე­ბი" შე­მო­ვი­და. ჰოდა, მეც არ დამ­წყვი­ტეს გული და მი­ყი­დეს. მაგ­რამ ჩემ­მა დამ მო­მა­ტყუა, - ეს ფეხ­საც­მე­ლი ჯექ­სონ­მა გა­მო­გიგ­ზავ­ნაო. ვერ აგ­ღი­წერთ, მისი სი­ტყვე­ბი ჩემ­თვის რას ნიშ­ნავ­და. "ჯექ­სო­ნებ­თან" ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ვი­ძი­ნებ­დი და ვიღ­ვი­ძებ­დი, ჩა­საც­მე­ლად ვერ ვი­მე­ტებ­დი. დას ვე­უბ­ნე­ბო­დი: შენი ფეხ­საც­მე­ლი მალე გაცვდე­ბა, რად­გან გაც­ვია, მე კი სულ მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. მი­ხა­რო­და, რომ ვი­ნა­ხავ­დი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- რო­დის მიხ­ვდი, რომ მო­გა­ტყუ­ეს?

- ეგ მო­მენ­ტი არ მახ­სოვს, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ გული დამ­წყდე­ბო­და... მერე ჯაზი შე­მიყ­ვარ­და. 16-17 წლის ასაკ­ში ჩემი ფა­ვო­რი­ტი იყო პი­ა­ნის­ტი ჩი­კო­რეა. დღემ­დე შე­მომ­რჩა მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. მომ­წონ­და და­ი­ა­ნა რივ­ზი, მი­შელ პეტ­რუ­ჩი­ა­ნი, ოს­კარ პი­ტერ­სო­ნი და ა.შ. არა­ფერს ვამ­ბობ ელა ფი­ცჯე­რალ­დზე, რო­მე­ლიც ისე­თი მუ­სი­კო­სია, რომ გინ­და თუ არა, ერთხელ მა­ინც უნდა მო­უს­მი­ნო. თუ არ მო­უს­მენ, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას და­აკ­ლებ სა­კუ­თარ თავს... თუმ­ცა, პლა­კა­ტე­ბი არა­ვი­სი მქო­ნია. თუ არ ჩავ­თვლით "ბექ­სტრიტ ბო­ისს". ამ ჯგუ­ფის სიმ­ღე­რე­ბი იმ­დე­ნად არ მომ­წონ­და, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად ბი­ჭე­ბი. ცეკ­ვა მიყ­ვარს და ჯგუ­ფის წევ­რე­ბი რომ ცეკ­ვავ­დნენ, ეს ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

- ხარ თუ არა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ზე?

- ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ჩემ­თვის ერ­თგვა­რი გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მელ­მაც ზო­მა­ზე მე­ტად, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჩა­გით­რი­ოს. როცა ადა­მი­ა­ნი და­საქ­მე­ბუ­ლია, ის თა­ვის­თა­ვად, "ვირტზე" და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ხში­რად ვამ­ბობ: იმ მშობ­ლებ­მა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნონ, რა თქმა უნდა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ სურთ, რომ მათი შვი­ლი ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში ჩა­ი­ძი­როს.

- და­საქ­მე­ბა­ში რას გუ­ლის­ხმობ?

- მა­ინ­ცდა­მა­ინც სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ. არის რა­ღაც წრე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის, ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის, ხატ­ვის და ა.შ. სა­დაც შე­უძ­ლი­ათ, ბავ­შვი მი­იყ­ვა­ნონ. სხვა თუ არა­ფე­რი, მო­ზარ­დე­ბი ასე სუ­ლი­ერ საზ­რდოს მი­ი­ღე­ბენ. თუ ბავ­შვი უკვე ინ­ტერ­ნეტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მის დახ­მა­რე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ახერ­ხე­ბენ, და­სახ­მა­რებ­ლად ფსი­ქო­ლოგს უნდა მი­მარ­თონ.

- არის თუ არა სა­ჭი­რო მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლის მე­გობ­რო­ბა? პი­რა­დად შენ, დე­დას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და და გაქვს?

- ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ თე­მას, რო­მელ­ზეც დე­დას­თან ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. მშობ­ლის იქით თით­ქოს, გზაც არ მაქვს. ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა მა­გა­ლი­თებ­მა და­მა­ნახ­ვა, რომ დე­დის რჩე­ვა-და­რი­გე­ბა ყო­ველ­თვის ამარ­თლებს და ეს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა.

- რამ­დე­ნად მკაც­რად გზრდი­და? გიკ­რძა­ლავ­და თუ არა რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას?

- სად­მე ჩემი გაშ­ვე­ბა თუ არ უნ­დო­და, ამას კი არ მიკ­რძა­ლავ­და, არა­მედ მიხ­სნი­და: დედა, მოდი, რა, იქ არ წახ­ვი­დე, გული კარ­გს არ მე­უბ­ნე­ბაო. მე თუ მა­ინც ჩემ­სას გა­ვი­ტან­დი და წა­ვი­დო­დი, ცოტა ხან­ში ვფიქ­რობ­დი: რა მინ­დო­და, აქ რას მოვ­დი­ო­დი, დე­დას რა­ტომ არ და­ვუ­ჯე­რე-მეთ­ქი?! ანუ მშობ­ლის სი­ტყვა ამარ­თლებ­და. ჰოდა, ასე­თი ფაქ­ტის წი­ნა­შე რამ­დენ­ჯერ­მე რომ დავ­დე­ქი, მერე მივ­ხვდი, დე­დის წინ მორ­ბე­ნალ კვიცს ნამ­დვი­ლად შე­ჭამს მგე­ლი. ზოგ­ჯერ პი­რი­ქი­თაც ხდე­ბო­და, ანუ თა­ვად მი­ბიძ­გებ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ასეთ დროს მე­უბ­ნე­ბო­და: წადი, რა და თუ სი­ტუ­ა­ცია არ მო­გე­წო­ნე­ბა, შინ მერე დაბ­რუნ­დიო. ის სა­კუ­თარ აზრს თავ­ზე არ მახ­ვევს... ბავ­შვო­ბა­ში უფრო მე­ტად ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ამ თვი­სე­ბას "რქე­ბი მო­ვა­ტე­ხე", რად­გა­ნაც ბევრ რა­მე­ში მიშ­ლი­და ხელს.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მათ ინ­ტერ­ნე­ტით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი ხოლ­მე. როცა რა­ი­მეს მწე­რენ, პა­სუხს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, თი­თო­ე­ულ მათ­განს ვუბ­რუ­ნებ; უკ­ვირთ და თან - უხა­რი­ათ: შენ ნამ­დვი­ლი მა­რი­კო ხარო? ერ­თა­დერ­თი, მათ­თან ტე­ლე­ფო­ნით ლა­პა­რაკს ვა­რი­დებ თავს.

- ამ რუბ­რი­კის რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში "გზის" მკი­თხვე­ლი მო­ზარ­დე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. ინ­ტერ­ვი­უს და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლი­მე მათ­განს შენ მი­მართ კი­თხვა გა­უჩ­ნდეს ან სუ­ლაც, შენ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­ღე­ბა გვთხო­ვოს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) პრობ­ლე­მა არ არის. გპირ­დე­ბით, მათ შე­კი­თხვებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუ­პა­სუ­ხებ და თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, მას­თან ერ­თად თქვენს რე­დაქ­ცი­ა­ში ფო­ტო­საც გა­და­ვი­ღებ.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მარიკო ებრალიძის იავნანა და იტალიური ეზოს ხიბლი

მარიკო ებრალიძის იავნანა და იტალიური ეზოს ხიბლი

ცოტა ხნის წინ მომღერალი მარიკო ებრალიძე გერმანიაში, კერძოდ კი ფრანკფურტში, ერნესტ ბარლახის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - "კარგი დროება" მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. მარიკოს ორი სიმღერის: ედიტ პიაფის Non, je ne regrette rien და გერმანული იავნანას - "ვიგალა" შესრულება დაევალა. მარიკომ დაკისრებულ მისიას თურმე, იმდენად კარგად გაართვა თავი, რომ მისი სიმღერის მოსმენისას, გერმანელებს გული აუჩუყდათ და ატირდნენ.

- შემოქმედებითი თვალსაზრისით, აქტიური ზაფხული მქონდა: ჯგუფ "ფინგერსთან" ერთად, ჯერ კავკასიის ჯაზფესტივალში ვმონაწილეობდი, შემდეგ გავხსენით შავი ზღვის ჯაზფესტივალი, მერე კი გერმანიაში მომიხდა გამგზავრება. ახლა თბილისის ჯაზფესტივალისთვის ვემზადებით. დაგეგმილია გასვლითი კონცერტებიც.

- გერმანიაში ვინ მიგიწვია? როგორც ვიცი, იქ თავი გამოიჩინე...

- გერმანულ სპექტაკლში პროდიუსერის, თეო ჯორბენაძის წყალობით მიმიწვიეს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ პირველი რეპეტიციის დროს, როცა გერმანული იავნანას ტექსტიც კი არ ვიცოდი, სიმღერას მოვრჩი თუ არა, შევნიშნე, გერმანელები ტიროდნენ. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და მადლობა ქართულად გადამიხადა.

- იტალიურ ეზოში დაბადებულ-გაზრდილი ხარ. ალბათ, ამ ეზოსთან კარგი მოგონებები გაკავშირებს.

- ნამდვილად ასეა! აქ მეზობლებს შორის დიდი სითბოა. თითქოს, ერთი ოჯახი ვართ. ასე მგონია, ჯერ კიდევ პატარა ვარ და ახლაც შემიძლია, ეზოში ჩავიდე, ბავშვებთან ერთად ვითამაშო. ცეკვა, გართობა სიგიჟემდე მიყვარს... იტალიურ ეზოში ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე.

- და ალბათ, სწორედ ეს არის იტალიური ეზოს უარყოფითი მხარე...

- სიამოვნებით მექნებოდა ჩემი მყუდრო კუთხე, მაგრამ აქაურობასაც თავისებური ხიბლი აქვს. თუმცა, იმაშიც გეთანხმები, რომ ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელია. ჩვენ განმარტოების საშუალება არ გვეძლევა.

- ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული გარდატეხის ასაკია.

- ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება. გარდატეხის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ ფაქტია, იმ პერიოდში უჟმური, ჯიუტი გავხდი, არასდროს არაფერი მომწონდა. მერე ყველაფერმა თავისთავად გადამიარა, ნელ-ნელა "დავლაგდი". ახლა ის პერიოდი ცუდად მახსენდება.

- რით განსხვავდებიან შენი თაობის თინეიჯერები ახლანდელებისგან?

- ახალმა თაობამ უფრო კარგად იცის, რა უნდა ანუ უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან. პირადად მე, თინეიჯერობის ასაკში ძალიან მორცხვი, მორიდებული ვიყავი. თუ ვინმე მთხოვდა, - იმღერეო, რატომღაც, "მეკეტებოდა", ხმა აღარ ამომდიოდა. თუ რაიმე წვეულებაზე ვიყავით და სამღერად მიმიწვევდნენ, ისე ვიბნეოდი, რომ სცენაზე გასულს ხან თეფში მეჭირა ხელში, ხან - ჭიქა ან ჩანგალი. მოკლედ, ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა, დავიწყებას მიეცა გამოცდილების ხარჯზე. ხალხის დანახვისას გული ლამის მიმდიოდა, ახლა კი პირიქით, აუდიტორია მჭირდება. ხალხის წინაშე სიმღერის მოთხოვნილება გამიჩნდა. ამ თაობას კი ეს ყველაფერი ბუნებრივად აქვს. ლამის 3 წლიდან დამოუკიდებლები არიან... ახლა შვილების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაც შეიცვალა. მახსოვს, ადრე პატარებს გამუდმებით გვაჩუმებდნენ. გვიჩიჩინებდნენ: სირცხვილია, ნუ იცინი, ამდენს ნუ ლაპარაკობო. ახლა კი ბავშვებს არაფერს უკრძალავენ, შენიშვნას არ აძლევენ.

- როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დადექი, მშობლებმა რა რჩევა მოგცეს?

- დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და სულ იმას მეუბნებოდა, - სიმღერა კარგია, მაგრამ მეორე პროფესიაც თუ გექნება, ამით არაფერი დაშავდება. თუ ერთი არ გაგიმართლებს, მეორე პროფესიის წყალობით გაიტან თავსო. რატომღაც, მაშინ ვიზარმაცე და გადავწყვიტე, ერთი პროფესია მქონოდა; მომღერლის კარიერა ამეწყო. დედა ჩემს ამ გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით მოეკიდა.

- ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, აქტიურობით გამოირჩევი. და მაინც, უნდა გკითხო: ხომ არ ნანობ, მეორე პროფესია რომ არ გაქვს? ამბობენ, დღეს მომღერლობით საქართველოში თავს ვერ გაიტან, შოუბიზნესი მოკვდაო...

- ჯვარი მწერია, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით მართლაც, აქტიური პერიოდი მაქვს... ალბათ ამიტომაც, არაფერს ვნანობ. ვემსახურები საქმეს, რომლიც მიყვარს, მაქვს დაფასება ხალხისგან და აბა, მომღერალმა სხვა რა უნდა ინატროს?!

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ალბათ, დედის გავლენა იყო, რომ მომღერლობაზე ვოცნებობდი. ჩემს ოცნებებში ყოველთვის იყო სცენა და უამრავი ადამიანი, რომლებიც ტაშს მიკრავდნენ - ანუ ყოველთვის რაღაც მასშტაბურზე ვფიქრობდი. შეიძლება ითქვას, რომ ოცნებები უკვე ამიხდა. ჰოდა, ამიტომაც, ყველას მოვუწოდებ, - იოცნებეთ! მერწმუნეთ, ოცნებები ოდესმე აუცილებლად ახდება.

- ადამიანებს კომპლექსი ბევრ რამეში, თუნდაც, ასეთი ოცნებების ახდენაში უშლის ხელს...

- (მაწყვეტინებს) მეც კომპლექსიანი ვიყავი, მაგრამ მერწმუნე, თუ საკუთარი საქმე გიყვარს და თუ იცი, ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ, საით მიდიხარ, აუცილებლად შეძლებ კომპლექსების დაძლევას. პატარაობისას ყოველთვის იმის გამო ვწუწუნებდი, რომ რაღაც არ მიხდებოდა; ამის გამო ხასიათსაც ვიფუჭებდი და სასცენო ნომერსაც "ვაგდებდი". წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს კომპლექსი მომავლის გეგმებს ჩამიშლიდა და შევეცადე, გამბედაობა მომეკრიბა. სხვათა შორის, ამ კომპლექსების დაძლევაში დამეხმარა პროექტი - "ვარსკვლავების აკადემია"... უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს რაღაც დადებითიც და უარყოფითიც. პირადად მე, ბევრი მინუსი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, უარყოფითმა თვისებებმა საქმეში არ შემიშალოს ხელი და ეს გამომდის კიდეც.

- შეგიძლია გაგვიმხილო, რა მინუსებზე ლაპარაკობ?

- თუნდაც იმაზე, რომ ვარ ზარმაცი, გულმავიწყი და ცოტა არ იყოს, უყურადღებო, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ამ თვისებებს თავისთავად ვივიწყებ.

- დაუჯერებელია, რომ ზარმაცი ხარ....

- ეს იმიტომ, რომ შენ იცნობ მარიკოს საქმეში, სცენაზე, რეპეტიაციაზე, მაგრამ არ იცი, რა ხდება მაშინ, როცა შინ ვარ. ვაღიარებ, ოჯახური საქმეების კეთება მეზარება.

- როგორი მოსწავლე იყავი?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბეჯითი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც მომწონდა. მაგალითად, ქართული ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია... ისე, სკოლაში ორიანიც მიმიღია, საკონტროლო წერაც გამიცდენია და მუსიკალურ სასწავლებელში გამოცდებზეც არ მივსულვარ.

- რის გამო?

- რა ვიცი... როცა გართობა გვინდოდა ან "შატალოზე" მივდიოდით, სწავლა და კარგი მოსწავლის სახელი აბა, ვის აინტერესებდა?! მახსოვს, ერთხელ გოგონებმა გადავწყვიტეთ, "შატალოზე" ბიჭების გარეშე წავსულიყავით, მაგრამ მასწავლებლებმა დაგვიჭირეს და უკან მოგვაბრუნეს. მერე ბიჭები ლამის მთელი წელი დაგვცინოდნენ...

- "შატალოს" ინიციატორი შენ იყავი ხოლმე?

- არა, ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, თუ სიტუაციას ლიდერი აკლდა და სჭირდებოდა, ინიციატივასაც ვიჩენდი ხოლმე. "ბანდის თავი" არასდროს ვყოფილვარ. თუ ვხვდები, რომ ჯგუფს რაღაც ნაპერწკალი აკლია, ვცდილობ, ის ნაპერწკალი შევმატო. მირჩევნია, ჩემ ირგვლივ ჩემზე ძლიერები იყვნენ.

- ალბათ, ძლიერ მამაკაცს ეძებ...

- რა თქმა უნდა! აუცილებელია, რომ მამაკაცი ყველა გაგებით, ქალზე ძლიერი იყოს...

- ზოგს ურჩევნია, თავად იყოს ოჯახში ლიდერი და არა - ქმარი...

- ეს ჩემთვის მიუღებელია! მინდა, ჩემ გვერდით ისეთი მამაკაცი იყოს, რომელიც იქნება ჩემზე ძლიერი, ჩემზე ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და ა.შ.

- ალბათ, ასეთი მამაკაცის პოვნა გაგიჭირდება...

- ჰო, არა? ჰოდა, დავრჩენილვარ გაუთხოვარი და ეგ არის (იცინის). თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ სასურველ საქმროს მაინც ვიპოვი.

- იყო თაობა, რომელსაც ამ ასაკში "ძველი ბიჭები" მოსწონდა, მომდევნო თაობას - ნარკომანები და ა.შ. შენი თაობის გოგონებს და პირადად შენ, როგორი ბიჭები მოგწონდათ?

- მე ყოველთვის მომწონდა ადამიანი, რომელიც იყო ჭკვიანი, რომელსაც ესმოდა ქუჩაც და სახლიც; ჰქონდა ოჯახის წევრების და ზოგადად, ადამიანების მიმართ პატივისცემა; იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ქალთან, ბავშვთან. ე.წ. ბიჭუკები არასდროს მიზიდავდა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ არასდროს მომწონდა ცუდი გაგებით "ქუჩის ბიჭები" და ნარკომანები. დალაგებული, "დაღვინებული", ოღონდ - არა "დედიკოს ბიჭები" მომწონდა.

- თინეიჯერულ ასაკში ვისი ფანი იყავი?

- ჯექსონი მიყვარდა 3 წლის ასაკიდან. მართალია, ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო, რა ადამიანი გახლდათ, მაგრამ მაინც მიყვარდა...

- და ეს სიყვარული რაში გამოიხატებოდა?

- მშობლებს გამუდმებით იმას ვთხოვდი, რომ ჯექსონის სიმღერები ჩაერთოთ, რადგან მისი ხმა ძალიან მომწონდა. მახსოვს, ერთი პერიოდი მოდაში ფეხსაცმელი "ჯექსონები" შემოვიდა. ჰოდა, მეც არ დამწყვიტეს გული და მიყიდეს. მაგრამ ჩემმა დამ მომატყუა, - ეს ფეხსაცმელი ჯექსონმა გამოგიგზავნაო. ვერ აგღიწერთ, მისი სიტყვები ჩემთვის რას ნიშნავდა. "ჯექსონებთან" ჩახუტებული ვიძინებდი და ვიღვიძებდი, ჩასაცმელად ვერ ვიმეტებდი. დას ვეუბნებოდი: შენი ფეხსაცმელი მალე გაცვდება, რადგან გაცვია, მე კი სულ მექნება-მეთქი. მიხაროდა, რომ ვინახავდი. უბედნიერესი ვიყავი.

- როდის მიხვდი, რომ მოგატყუეს?

- ეგ მომენტი არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გული დამწყდებოდა... მერე ჯაზი შემიყვარდა. 16-17 წლის ასაკში ჩემი ფავორიტი იყო პიანისტი ჩიკორეა. დღემდე შემომრჩა მის მიმართ სიყვარული. მომწონდა დაიანა რივზი, მიშელ პეტრუჩიანი, ოსკარ პიტერსონი და ა.შ. არაფერს ვამბობ ელა ფიცჯერალდზე, რომელიც ისეთი მუსიკოსია, რომ გინდა თუ არა, ერთხელ მაინც უნდა მოუსმინო. თუ არ მოუსმენ, დიდ სიამოვნებას დააკლებ საკუთარ თავს... თუმცა, პლაკატები არავისი მქონია. თუ არ ჩავთვლით "ბექსტრიტ ბოისს". ამ ჯგუფის სიმღერები იმდენად არ მომწონდა, რამდენადაც თავად ბიჭები. ცეკვა მიყვარს და ჯგუფის წევრები რომ ცეკვავდნენ, ეს ძალიან მომწონდა.

- ხარ თუ არა დამოკიდებული ვირტუალურ სამყაროზე?

- ვირტუალური სამყარო ჩემთვის ერთგვარი გასართობი საშუალებაა, რომელმაც ზომაზე მეტად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგითრიოს. როცა ადამიანი დასაქმებულია, ის თავისთავად, "ვირტზე" დამოკიდებული ვერ იქნება. ამიტომაცაა, რომ ხშირად ვამბობ: იმ მშობლებმა თინეიჯერების დასაქმებაზე უნდა იზრუნონ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ არ სურთ, რომ მათი შვილი ინტერნეტსამყაროში ჩაიძიროს.

- დასაქმებაში რას გულისხმობ?

- მაინცდამაინც სამსახურის შოვნაზე არ ვლაპარაკობ. არის რაღაც წრეები, მაგალითად, მხატვრული კითხვის, ცეკვის, სიმღერის, ხატვის და ა.შ. სადაც შეუძლიათ, ბავშვი მიიყვანონ. სხვა თუ არაფერი, მოზარდები ასე სულიერ საზრდოს მიიღებენ. თუ ბავშვი უკვე ინტერნეტზეა დამოკიდებული და მის დახმარებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ, დასახმარებლად ფსიქოლოგს უნდა მიმართონ.

- არის თუ არა საჭირო მშობლებისა და შვილის მეგობრობა? პირადად შენ, დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდა და გაქვს?

- ვერ დაგისახელებთ თემას, რომელზეც დედასთან ვერ ვილაპარაკებ. მშობლის იქით თითქოს, გზაც არ მაქვს. ცხოვრებისეულმა მაგალითებმა დამანახვა, რომ დედის რჩევა-დარიგება ყოველთვის ამართლებს და ეს ძალიან მჭირდება.

- რამდენად მკაცრად გზრდიდა? გიკრძალავდა თუ არა რაიმეს გაკეთებას?

- სადმე ჩემი გაშვება თუ არ უნდოდა, ამას კი არ მიკრძალავდა, არამედ მიხსნიდა: დედა, მოდი, რა, იქ არ წახვიდე, გული კარგს არ მეუბნებაო. მე თუ მაინც ჩემსას გავიტანდი და წავიდოდი, ცოტა ხანში ვფიქრობდი: რა მინდოდა, აქ რას მოვდიოდი, დედას რატომ არ დავუჯერე-მეთქი?! ანუ მშობლის სიტყვა ამართლებდა. ჰოდა, ასეთი ფაქტის წინაშე რამდენჯერმე რომ დავდექი, მერე მივხვდი, დედის წინ მორბენალ კვიცს ნამდვილად შეჭამს მგელი. ზოგჯერ პირიქითაც ხდებოდა, ანუ თავად მიბიძგებდა, მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი. ასეთ დროს მეუბნებოდა: წადი, რა და თუ სიტუაცია არ მოგეწონება, შინ მერე დაბრუნდიო. ის საკუთარ აზრს თავზე არ მახვევს... ბავშვობაში უფრო მეტად ჯიუტი ვიყავი, დროთა განმავლობაში კი ამ თვისებას "რქები მოვატეხე", რადგანაც ბევრ რამეში მიშლიდა ხელს.

- თაყვანისმცემლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მათ ინტერნეტით ვეკონტაქტები ხოლმე. როცა რაიმეს მწერენ, პასუხს შეძლებისდაგვარად, თითოეულ მათგანს ვუბრუნებ; უკვირთ და თან - უხარიათ: შენ ნამდვილი მარიკო ხარო? ერთადერთი, მათთან ტელეფონით ლაპარაკს ვარიდებ თავს.

- ამ რუბრიკის რესპონდენტების შერჩევაში "გზის" მკითხველი მოზარდები გვეხმარებიან. ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ შესაძლებელია, რომელიმე მათგანს შენ მიმართ კითხვა გაუჩნდეს ან სულაც, შენთან ერთად ფოტოს გადაღება გვთხოვოს...

- (მაწყვეტინებს) პრობლემა არ არის. გპირდებით, მათ შეკითხვებს შეძლებისდაგვარად ვუპასუხებ და თუ რომელიმე მათგანი სურვილს გამოთქვამს, მასთან ერთად თქვენს რედაქციაში ფოტოსაც გადავიღებ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება