სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში
პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

პო­ლი­ტი­კა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი და პა­ტა­რა, და­უ­ღა­ლა­ვად ლა­პა­რა­კობს. რო­გორც ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან და­პი­რე­ბე­ბი არც ამ­ჯე­რად გვაკ­ლია. ყვე­ლა პარ­ტია ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის გა­რან­ტად გვევ­ლი­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კოს­თა გვერ­დით დგა­ნან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. მარ­თა­ლია, ისი­ნი ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მაგ­რამ სი­ტყვის - "პო­ლი­ტი­კა" ხსე­ნე­ბაც არ უნ­დათ; მით უმე­ტეს - ამ თე­მა­ზე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა. სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს არა­ერთ მომ­ღე­რალ­სა და მსა­ხი­ობს და­ვუ­კავ­შირ­დი. უმ­რავ­ლე­სო­ბამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა. რა თქმა უნდა, ამის მი­ზე­ზი გუ­ლახ­დი­ლად არა­ვის უთ­ქვამს. ვე­ღარ გა­ი­გებ, ვინ ვის და რა­ტომ უმ­ღე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს იდე­ო­ლო­გი­ის გა­ზი­ა­რე­ბაა, ზოგ­ჯერ - ჰო­ნო­რა­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. პო­ლი­ტი­კა შო­უ­ბიზ­ნეს­ში და შო­უ­ბიზ­ნე­სი პო­ლი­ტი­კა­ში - ის თე­მაა, რო­მელ­საც უკვე არა­ერ­თი სტა­ტია მი­ე­ძღვნა, მაგ­რამ მარ­ტი­ვი კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ამ­ჯე­რად ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის მო­ვამ­ზა­დეთ, მათ­თვის საკ­მა­ოდ ძნე­ლად პა­სუ­ხგა­სა­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა.

- იმ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, თვალ­ყურს ადევ­ნებ, არა?

გია ნი­კო­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- რა თქმა უნდა! მე ქრის­ტი­ა­ნიც ვარ და დე­მოკ­რა­ტიც, ამი­ტომ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს" ვუ­ჭერ მხარს.

- თუ იცი, იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ხმას აძ­ლევ, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ვინ არი­ან?

- ასე ღრმად ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ. გა­ვარ­კვევ, ეგ ად­ვი­ლია... გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ინ­გაც "ჯი­გა­რია" (მა­პა­ტიე ამ ჟარ­გო­ნის­თვის). ყვე­ლა­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- ახლა შენ გვერ­დით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ იყოს, რას ჰკი­თხავ­დი?

- ჯონ ლე­ნონ­მა "ბითლზის" კონ­ცერ­ტზე ასე­თი რამ თქვა: ქვე­მოთ, პარ­ტერ­ში ვინც სხედ­ხართ, ტაში და­უ­კა­რით და ზე­მოთ, ლო­ჟა­ში ვინც ხართ, ჯინ­ჯი­ლე­ბი გა­აჟღა­რუ­ნე­თო, - იქ მდიდ­რე­ბი ის­ხდნენ. მე სა­ა­კაშ­ვილს ვკი­თხავ­დი: მსოფ­ლი­ოს დიდ ქვეყ­ნებს წყა­ლი რომ შე­უდ­გე­ბათ და გან­საც­დე­ლი და­ა­ტყდე­ბათ თავს, ჯინ­ჯი­ლე­ბი­ა­ნი უცხო­ე­ლი ბი­ძე­ბი აქ ხომ არ აპი­რე­ბენ ჩა­მო­სახ­ლე­ბას?.. აე­როდ­რო­მე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის ხომ არ კეთ­დე­ბა?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რას ჰკი­თხავ­დი?

- მას­წავ­ლე, ბევ­რი ფული რო­გორ "გა­ვა­კე­თო"?!. სხვა რა ვკი­თხო, არ ვიცი.

- შენი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რო­მელ სიმ­ღე­რას მი­უ­ძღვნი­დი?

- ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­სა და პო­ლი­ტი­კოსს ერთ სიმ­ღე­რას მი­ვუ­ძღვნი: "იქ წა­ვი­დეთ, სა­დაც ღმერ­თმა ქნას..."

- ორი სი­ტყვით პრე­ზი­დენ­ტის და­ხა­სი­ა­თე­ბა შე­გიძ­ლია?

- მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად ერთი სი­ტყვაც საკ­მა­რი­სია. ეს სი­ტყვა "გე­ნი­ო­სია", მაგ­რამ საით "უბე­რავს", ვერ გა­ვი­გე. ვერც იმა­ში გა­ვერ­კვიე, ბო­რო­ტია თუ კე­თი­ლი.

- გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე საით "უბე­რავს", იცი?

- კი, ჭკვი­ა­ნია.

- სა­ა­კაშ­ვი­ლიც ჭკვი­ა­ნია.

- (იცი­ნის) მე საით "ვუ­ბე­რავ", ისიც ვერ გა­მი­გია.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- კე­თი­ლი კა­ცია... სხვა რა უნდა ვთქვა? ჰო, კარ­გი მე­ცე­ნა­ტია.

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- მინ­და თუ არა, პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ. ტე­ლე­ვი­ზორ­შიც სულ პო­ლი­ტი­კა­ზეა ლა­პა­რა­კი.

- უკვე იცი, არ­ჩე­ვანს რო­მელ პარ­ტი­ა­ზე გა­ა­კე­თებ?

- დიახ.

- რას ჰკი­თხავ­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს?

- ერთი კი­თხვა უნდა დავ­სვა? ო, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ყვე­ლა ლი­დერს ვკი­თხავ­დი, რას აპი­რებს მო­მა­ვალ­ში, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი?

- ეს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში უწე­რი­ათ.

- მარ­თა­ლია, მაგ­რამ მე ბევ­რი სხვა რა­ღა­ცაც მა­ინ­ტე­რე­სებს.

- ვინ არი­ან მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ხმას აძ­ლევ?

- პლა­კა­ტე­ბი ყველ­გან გაკ­რუ­ლია, მაგ­რამ იმ­დე­ნად არა­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს სა­ხე­ლე­ბით, გვა­რე­ბი­თა და ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ.

- პრე­ზი­დენტს 2 სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- კარ­გი პი­არ­ში­კია.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს?

- ჭკვი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია.

- მას რას ურ­ჩევ­დი?

- რთუ­ლი კი­თხვაა. არ ვიცი, რა უნდა ვურ­ჩიო. ჩემი აზ­რით, პი­არს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, ვიდ­რე სა­ჭი­როა. მგო­ნი, ეს მისი ყვე­ლა­ზე სუს­ტი წერ­ტი­ლია. ახლა "პი­ა­რის ომი" მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- პრე­ზი­დენტს რას ურ­ჩევ­დი?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით - კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბას უფრო მეტი ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა. თუ აქ უცხო­ე­ლებს შე­მო­იყ­ვან და ფილ­მს გა­და­ა­ღე­ბი­ნებ, ეს ქვე­ყა­ნას დიდ შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტანს; მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც. ამის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვის დრო­ზე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო იყო. მათ წა­მო­წყე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი.

- პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს თვალს თუ ადევ­ნებთ?

ეთერ კა­კუ­ლია, მომ­ღე­რა­ლი:

- რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მეც აზ­რზე ვარ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

- იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ხმას აძ­ლევთ, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ვინ არი­ან?

- სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ და აქ ან­დრია ურუ­შა­ძე იყ­რის კენ­ჭს.

- სხვა მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ვინ არი­ან, არ იცით?

- ყვე­ლა უნდა ვი­ცო­დე? მე ურუ­შა­ძის ამომ­რჩე­ვე­ლი ვარ.

- ახლა თქვენ გვერ­დით პრე­ზი­დენ­ტი რომ იყოს, რას ჰკი­თხავ­დით?

- მან იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლია. შე­კი­თხვა არ მაქვს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რას ჰკი­თხავ­დით?

- მგო­ნია, რომ კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა, მას არ ვიც­ნობ. დღეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუს­მენ­დი. რამ­დე­ნი რამ გა­უ­კე­თე­ბია! ეს მარ­თა­ლია? რა კარ­გი კაცი ყო­ფი­ლა! ჯობ­და, ისევ მე­ცე­ნა­ტო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ის მე­ტის გა­კე­თე­ბას პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლით აპი­რებს.

- მე­ცე­ნა­ტი ყო­ველ­თვის მე­ცე­ნა­ტი უნდა იყოს, არა?..

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2 სი­ტყვით და­ა­ხა­სი­ა­თეთ.

- პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ეს თქვე­ნი გან­წყო­ბაა და არა მისი და­ხა­სი­ა­თე­ბა.

- და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რო­გო­რია?

- მას ჯერ არ ვიც­ნობ; რომ გა­ვიც­ნობ, მერე და­მი­რე­კეთ და გე­ტყვით, რო­გორ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ, არა?

- დიახ, დიახ.

- ჰო­ნო­რა­რით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- ჰო­ნო­რარს სა­ერ­თოდ არ გვაძ­ლე­ვენ, ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვით.

- ვიცი, რომ ცუდი ანა­ზღა­უ­რე­ბა არ გაქვთ. იმ­დენს გიხ­დი­ან, რამ­დენ­საც სა­ა­ხალ­წლო და სხვა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ში იღებთ.

- ტყუ­ი­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს უხ­დი­ან, არ ვიცი.

- სხვას თუ უხ­დი­ან, თქვენ რა­ტომ დაგ­ჩაგ­რეს?

- და­ჩაგ­რუ­ლი არ ვარ, მომ­წონს ეს პარ­ტია და მათ გვერ­დით ვდგა­ვარ.

- სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან რო­მელ სიმ­ღე­რას მი­უ­ძღვნი­დით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას"?

- ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ერთ სიმ­ღე­რას ვუ­ძღვნი (მღე­რის): "ისე, რო­გორც არა­სო­დეს, ახლა უფრო გვწა­დია, ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი შე­ვიყ­ვა­როთ ძა­ლი­ან".

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი რომ იყოთ, რას ურ­ჩევ­დით?

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი:

- დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ჯგუფს, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად მუ­შა­ობს და მო­მა­ვალ­შიც იმუ­შა­ვებს.

- პრე­ზი­დენტს რას ურ­ჩევ­დით?

- მიხ­ვდეს, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. სა­ჭი­როა, ახალ ძა­ლას და­უთ­მოს ად­გი­ლი.

- ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 2 ჯგუ­ფად არი­ან და­ყო­ფი­ლე­ბი. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ხე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას და პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას კი არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. ჩემ­თვის ხე­ლო­ვა­ნე­ბის ასე და­ყო­ფა მი­უ­ღე­ბე­ლია.

- მათ და­მორ­ჩი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ...

- რო­გორც კი მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი და ა.შ. ვინ­მეს ემორ­ჩი­ლე­ბა, ის რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი კვდე­ბა. ის უკვე ბა­ტო­ნის სურ­ვი­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­ნაა.

- ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი­დან რო­მე­ლი­მე, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ან ფილ­მის გმირს ხომ არ გა­გო­ნებთ?

- კონ­კრე­ტუ­ლი გმი­რის და­სა­ხე­ლე­ბა ძნე­ლია. ასე სწრა­ფად შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მსგავ­სე­ბის ელე­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, ამას ჩაღ­რმა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა. "დათა თუ­თაშ­ხია" გა­ვიხ­სე­ნოთ: ამ ნა­წარ­მო­ებ­ში იპო­ვით გმი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ახ­ლოს დგა­ნან. წარ­სუ­ლის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ჰიტ­ლე­რი გა­ვიხ­სე­ნოთ; მის ქმე­დე­ბებს ძა­ლი­ან უახ­ლოვ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ნა­ბი­ჯე­ბი. გა­ვიხ­სე­ნოთ ჰიტ­ლე­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ვი­თომ­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ გერ­მა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. მისი ძა­ლა­დო­ბა­სა და ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე შექ­მნი­ლი სის­ტე­მა 12 წელ­ში კრა­ხით დამ­თავ­რდა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 2 სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- მის­და­მი უზარ­მა­ზა­რი ნდო­ბა მაქვს. წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ა­კე­თა. რაც კარ­გი კეთ­დე­ბო­და, მის გვარ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მწამს, რომ ის ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც ბიზ­ნეს­ში. მან გა­აღ­ვი­ძა ნა­ხევ­რად მი­ძი­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, აქ­ტი­უ­რი გა­ხა­და პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი. ის შეძ­ლებს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნას, ეს კი ქყეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

- სა­ა­კაშ­ვილს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- ნი­ჭი­ე­რი, ზე­და­პი­რუ­ლი, ხში­რად ბავ­შვუ­რი, უაღ­რე­სად ქმე­დი­თი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაც, თუ და­ი­ვი­წყებს, რომ ქვე­ყა­ნა­ზე ერ­თა­დერ­თია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

პოლიტიკა არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, რომელზეც საქართველოში დიდი და პატარა, დაუღალავად ლაპარაკობს. როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსთა მხრიდან დაპირებები არც ამჯერად გვაკლია. ყველა პარტია ბედნიერი მომავლის გარანტად გვევლინება. პოლიტიკოსთა გვერდით დგანან ცნობილი სახეები. მართალია, ისინი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ, მაგრამ სიტყვის - "პოლიტიკა" ხსენებაც არ უნდათ; მით უმეტეს - ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა. სტატიაზე მუშაობის დროს არაერთ მომღერალსა და მსახიობს დავუკავშირდი. უმრავლესობამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი გულახდილად არავის უთქვამს. ვეღარ გაიგებ, ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იდეოლოგიის გაზიარებაა, ზოგჯერ - ჰონორარით დაინტერესება. პოლიტიკა შოუბიზნესში და შოუბიზნესი პოლიტიკაში - ის თემაა, რომელსაც უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა, მაგრამ მარტივი კითხვები, რომლებიც ჩვენ ამჯერად ხელოვანებისთვის მოვამზადეთ, მათთვის საკმაოდ ძნელად პასუხგასაცემი აღმოჩნდა.

- იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება, თვალყურს ადევნებ, არა?

გია ნიკოლაძე, მომღერალი:

- რა თქმა უნდა! მე ქრისტიანიც ვარ და დემოკრატიც, ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატებს" ვუჭერ მხარს.

- თუ იცი, იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვინ არიან?

- ასე ღრმად ჩახედული არ ვარ. გავარკვევ, ეგ ადვილია... გიორგი თარგამაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. ინგაც "ჯიგარია" (მაპატიე ამ ჟარგონისთვის). ყველანი ნიჭიერი ადამიანები არიან.

- ახლა შენ გვერდით მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, რას ჰკითხავდი?

- ჯონ ლენონმა "ბითლზის" კონცერტზე ასეთი რამ თქვა: ქვემოთ, პარტერში ვინც სხედხართ, ტაში დაუკარით და ზემოთ, ლოჟაში ვინც ხართ, ჯინჯილები გააჟღარუნეთო, - იქ მდიდრები ისხდნენ. მე სააკაშვილს ვკითხავდი: მსოფლიოს დიდ ქვეყნებს წყალი რომ შეუდგებათ და განსაცდელი დაატყდებათ თავს, ჯინჯილებიანი უცხოელი ბიძები აქ ხომ არ აპირებენ ჩამოსახლებას?.. აეროდრომები, სასტუმროები და ა.შ. ყველაფერი მათთვის ხომ არ კეთდება?

- ბიძინა ივანიშვილს რას ჰკითხავდი?

- მასწავლე, ბევრი ფული როგორ "გავაკეთო"?!. სხვა რა ვკითხო, არ ვიცი.

- შენი რეპერტუარიდან "ნაციონალურ მოძრაობას" რომელ სიმღერას მიუძღვნიდი?

- ყველა პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს ერთ სიმღერას მივუძღვნი: "იქ წავიდეთ, სადაც ღმერთმა ქნას..."

- ორი სიტყვით პრეზიდენტის დახასიათება შეგიძლია?

- მის დასახასიათებლად ერთი სიტყვაც საკმარისია. ეს სიტყვა "გენიოსია", მაგრამ საით "უბერავს", ვერ გავიგე. ვერც იმაში გავერკვიე, ბოროტია თუ კეთილი.

- გიორგი თარგამაძე საით "უბერავს", იცი?

- კი, ჭკვიანია.

- სააკაშვილიც ჭკვიანია.

- (იცინის) მე საით "ვუბერავ", ისიც ვერ გამიგია.

- ბიძინა ივანიშვილს როგორ დაახასიათებ?

- კეთილი კაცია... სხვა რა უნდა ვთქვა? ჰო, კარგი მეცენატია.

ეკა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:

- მინდა თუ არა, პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს ვადევნებ. ტელევიზორშიც სულ პოლიტიკაზეა ლაპარაკი.

- უკვე იცი, არჩევანს რომელ პარტიაზე გააკეთებ?

- დიახ.

- რას ჰკითხავდი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს?

- ერთი კითხვა უნდა დავსვა? ო, ძალიან ძნელია. ყველა ლიდერს ვკითხავდი, რას აპირებს მომავალში, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი?

- ეს საარჩევნო პროგრამაში უწერიათ.

- მართალია, მაგრამ მე ბევრი სხვა რაღაცაც მაინტერესებს.

- ვინ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევ?

- პლაკატები ყველგან გაკრულია, მაგრამ იმდენად არაპოლიტიზებული ადამიანი ვარ, რომ პოლიტიკოსებს სახელებით, გვარებითა და ბიოგრაფიებით ნაკლებად ვიცნობ.

- პრეზიდენტს 2 სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- კარგი პიარშიკია.

- ბიძინა ივანიშვილს?

- ჭკვიანი ბიზნესმენია.

- მას რას ურჩევდი?

- რთული კითხვაა. არ ვიცი, რა უნდა ვურჩიო. ჩემი აზრით, პიარს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ვიდრე საჭიროა. მგონი, ეს მისი ყველაზე სუსტი წერტილია. ახლა "პიარის ომი" მიმდინარეობს.

- პრეზიდენტს რას ურჩევდი?

- კარგი იქნება, თუ ქვეყანაში კულტურის, განსაკუთრებით - კინოს განვითარებას უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება. თუ აქ უცხოელებს შემოიყვან და ფილმს გადააღებინებ, ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს; მომგებიანი იქნება როგორც პიარის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურადაც. ამის ინიციატორი თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრო იყო. მათ წამოწყებას მივესალმები.

- პოლიტიკურ მოვლენებს თვალს თუ ადევნებთ?

ეთერ კაკულია, მომღერალი:

- როგორც ყველა ადამიანი, მეც აზრზე ვარ, რა ხდება ქვეყანაში.

- იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევთ, მაჟორიტარობის კანდიდატები ვინ არიან?

- საბურთალოზე ვცხოვრობ და აქ ანდრია ურუშაძე იყრის კენჭს.

- სხვა მაჟორიტარები ვინ არიან, არ იცით?

- ყველა უნდა ვიცოდე? მე ურუშაძის ამომრჩეველი ვარ.

- ახლა თქვენ გვერდით პრეზიდენტი რომ იყოს, რას ჰკითხავდით?

- მან იმდენი რამ გააკეთა, გაოგნებული ვარ. მთელი საქართველო გალამაზებულია. შეკითხვა არ მაქვს.

- ბიძინა ივანიშვილს რას ჰკითხავდით?

- მგონია, რომ კარგი პიროვნებაა, მას არ ვიცნობ. დღეს ტელევიზორში ვუსმენდი. რამდენი რამ გაუკეთებია! ეს მართალია? რა კარგი კაცი ყოფილა! ჯობდა, ისევ მეცენატობა გაეგრძელებინა.

- ის მეტის გაკეთებას პოლიტიკაში მოსვლით აპირებს.

- მეცენატი ყოველთვის მეცენატი უნდა იყოს, არა?..

- თუ შეგიძლიათ, მიხეილ სააკაშვილი 2 სიტყვით დაახასიათეთ.

- პრეზიდენტი ძალიან მიყვარს.

- ეს თქვენი განწყობაა და არა მისი დახასიათება.

- დადებითი პიროვნებაა.

- ბიძინა ივანიშვილი როგორია?

- მას ჯერ არ ვიცნობ; რომ გავიცნობ, მერე დამირეკეთ და გეტყვით, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს.

- "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობთ, არა?

- დიახ, დიახ.

- ჰონორარით კმაყოფილი ხართ?

- ჰონორარს საერთოდ არ გვაძლევენ, ქველმოქმედებას ვეწევით.

- ვიცი, რომ ცუდი ანაზღაურება არ გაქვთ. იმდენს გიხდიან, რამდენსაც საახალწლო და სხვა სამთავრობო კონცერტებში იღებთ.

- ტყუილია. შეიძლება, ვინმეს უხდიან, არ ვიცი.

- სხვას თუ უხდიან, თქვენ რატომ დაგჩაგრეს?

- დაჩაგრული არ ვარ, მომწონს ეს პარტია და მათ გვერდით ვდგავარ.

- საკუთარი რეპერტუარიდან რომელ სიმღერას მიუძღვნიდით "ქართულ ოცნებას"?

- ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ სიმღერას ვუძღვნი (მღერის): "ისე, როგორც არასოდეს, ახლა უფრო გვწადია, ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან".

- ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი რომ იყოთ, რას ურჩევდით?

მერაბ კოკოჩაშვილი, კინორეჟისორი:

- დიდი ყურადღება მიაქციოს ჯგუფს, რომელიც მასთან ერთად მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს.

- პრეზიდენტს რას ურჩევდით?

- მიხვდეს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. საჭიროა, ახალ ძალას დაუთმოს ადგილი.

- ხელოვნების წარმომადგენლები 2 ჯგუფად არიან დაყოფილები. ამაზე რას გვეტყვით?

- ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს, რომელიმე პარტიას და პოლიტიკურ ძალას კი არა, საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ჩემთვის ხელოვანების ასე დაყოფა მიუღებელია.

- მათ დამორჩილებას პოლიტიკოსები ცდილობენ...

- როგორც კი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და ა.შ. ვინმეს ემორჩილება, ის როგორც ხელოვანი კვდება. ის უკვე ბატონის სურვილების შემსრულებელი მონაა.

- ჩვენი პოლიტიკური ლიდერებიდან რომელიმე, ლიტერატურულ ან ფილმის გმირს ხომ არ გაგონებთ?

- კონკრეტული გმირის დასახელება ძნელია. ასე სწრაფად შეფასების გაკეთება რთულია, მაგრამ მსგავსების ელემენტები შეიძლება არსებობდეს, ამას ჩაღრმავება სჭირდება. "დათა თუთაშხია" გავიხსენოთ: ამ ნაწარმოებში იპოვით გმირებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკოსებთან ახლოს დგანან. წარსულის პოლიტიკოსებიდან ჰიტლერი გავიხსენოთ; მის ქმედებებს ძალიან უახლოვდება პრეზიდენტის ნაბიჯები. გავიხსენოთ ჰიტლერის ურთიერთობა ვითომდა აღფრთოვანებულ გერმანიის საზოგადოებასთან. მისი ძალადობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე შექმნილი სისტემა 12 წელში კრახით დამთავრდა.

- ბიძინა ივანიშვილს 2 სიტყვით როგორ დაახასიათებთ?

- მისდამი უზარმაზარი ნდობა მაქვს. წლების მანძილზე საქართველოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. რაც კარგი კეთდებოდა, მის გვართან არის დაკავშირებული. მწამს, რომ ის ისეთივე წარმატებული იქნება სახელმწიფო საქმიანობაში, როგორც ბიზნესში. მან გააღვიძა ნახევრად მიძინებული საზოგადოება, აქტიური გახადა პოლიტიკური სპექტრი. ის შეძლებს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას, ეს კი ქყეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- სააკაშვილს როგორ დაახასიათებთ?

- ნიჭიერი, ზედაპირული, ხშირად ბავშვური, უაღრესად ქმედითი, რომელსაც შეუძლია კარგი საქმეების კეთებაც, თუ დაივიწყებს, რომ ქვეყანაზე ერთადერთია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება