საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ყოფილი პილოტის მეუღლე დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს
პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ყოფილი პილოტის მეუღლე დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს

პა­ტი­მარ ტა­რი­ელ აბა­ში­ძის მე­უღ­ლე, ცი­ცი­ნო აბა­ში­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტებს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

რო­გორც გლ­და­ნის N8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ცი­ცი­ნო აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი მე­უღ­ლე პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი პი­რა­დი პი­ლო­ტია. მისი თქმით, ტა­რი­ელ აბა­ში­ძე უსა­მარ­თლოდ, სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის მო­ტი­ვით ზის ცი­ხე­ში. მისი თქმით, ეში­ნია მე­უღ­ლეს­თან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პა­ე­მან­ზე შეს­ვლა, რად­გან არის საფრ­თხე, სწო­რედ ამ ვი­ზი­ტის შემ­დეგ და­უ­შა­ონ რამე პა­ტი­მარს.

ცი­ცი­ნო აბა­ში­ძე მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს და ამ თხოვ­ნის პრე­ზი­დენ­ტამ­დე მი­ტა­ნა­ში დახ­მა­რე­ბას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სთხოვს. მისი თქმით, ტა­რი­ელ აბა­ში­ძე არის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, წმინ­და გი­ორ­გის ორ­დე­ნო­სა­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა და ის უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლია.

"ორი პა­ტა­რა შვი­ლი მყავს და მა­მის გა­რე­შე მათი გაზ­რდა ძა­ლი­ან მი­ჭირს. ჩემი მე­უღ­ლე მო­ღა­ლა­ტე არ არის, ის ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტია და გა­უ­გებ­რო­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში. გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ, რო­გორც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებს და­ეხ­მა­რეთ და გა­მო­მაყ­ვა­ნი­ნოთ პა­ტი­მა­რი სა­პყრო­ბი­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და ცი­ცი­ნო აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ყოფილი პილოტის მეუღლე დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ყოფილი პილოტის მეუღლე დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს

პატიმარ ტარიელ აბაშიძის მეუღლე, ციცინო აბაშიძე, ჟურნალისტებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ციცინო აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე პრეზიდენტის ყოფილი პირადი პილოტია. მისი თქმით, ტარიელ აბაშიძე უსამართლოდ, სამშობლოს ღალატის მოტივით ზის ციხეში. მისი თქმით, ეშინია მეუღლესთან მოკლევადიანი პაემანზე შესვლა, რადგან არის საფრთხე, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დაუშაონ რამე პატიმარს.

ციცინო აბაშიძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს და ამ თხოვნის პრეზიდენტამდე მიტანაში დახმარებას მედიის წარმომადგენლებს სთხოვს. მისი თქმით, ტარიელ აბაშიძე არის აგვისტოს ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენოსანი და შესაბამისად, ქვეყნის მოღალატე ვერანაირად ვერ იქნება და ის უსამართლობის მსხვერპლია.

"ორი პატარა შვილი მყავს და მამის გარეშე მათი გაზრდა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლე მოღალატე არ არის, ის ნამდვილი პატრიოტია და გაუგებრობის გამო აღმოჩნდა ციხეში. გთხოვთ, დამეხმაროთ, როგორც ფოტორეპორტიორებს დაეხმარეთ და გამომაყვანინოთ პატიმარი საპყრობილიდან", - განაცხადა ციცინო აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"