გლდანის ციხესთან ვითარება დაიძაბა

გლდანის ციხესთან ვითარება დაიძაბა

გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ვითარება დაიძაბა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამომავალ მანქანას პატიმრების ოჯახის წევრებმა გზა გადაუკეტეს. მანქანა უკან შებრუნდა, თუმცა პატიმრების ოჯახის წევრებმა დაიწყეს კარზე ბრახუნი. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომლებმა ტერიტორია გაამაგრეს.

როგორც პატიმრების ახლობლები აცხადებენ, მათ აქვთ ეჭვი, რომ მანქანებით შესაძლოა, ნაცემი პატიმრები სხვა ციხეებში გადაიყვანონ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"