მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ტუღუში - მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია
გიორგი ტუღუში - მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია

მზად ვარ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა ახალ­მა მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან უჭირს იმ უწყე­ბის და­ტო­ვე­ბა, რო­მელ­საც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­მა ბევ­რი რამ შეძ­ლო, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მხო­ლოდ პრობ­ლე­მე­ბის ასახ­ვა შევ­ძე­ლით. აქამ­დე მე არ მქონ­და კომ­პე­ტენ­ცია, რა­ღაც გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა. ჩემი თან­ხმო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი ის არის, რომ სის­ტე­მა­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა და ყვე­ლა პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბებს და­ვი­ცავ. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა და ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია, ხელი შე­ვუ­წყო ისე­თი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დე დავა პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ტუ­ღუშ­მა.

ახა­ლი მი­ნის­ტრის თქმით, პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა სის­ტე­მა­ში ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა არ არის. რო­გორც გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჯან­დაც­ვა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც.

"მთლი­ა­ნად აღ­მოვ­ფხვრი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას და ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას და­ვი­წყებ. ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა სის­ტე­მის გა­და­ხა­ლი­სე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლას­თან, ვინც ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რია. მინ­და, მი­ვი­ღოთ სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დე­ბა. ის უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს პირ­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას და არა მათი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრავ­მი­რე­ბულ დაბ­რუ­ნე­ბას. პრე­ზი­დენ­ტი სის­ტე­მა­ში სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას დამ­პირ­და, დამ­ჭირ­დე­ბა არა­ერ­თი ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და მზად ვარ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მზად ვარ, ჩე­მი­ვე და­წე­რი­ლი თვი­თონ­ვე შე­ვას­რუ­ლო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტთან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია ექ­ნე­ბა, რათა ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად მოგ­ვარ­დეს.

ახალ­მა მი­ნის­ტრმა ხაზი სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც გა­უს­ვა.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბა გა­ი­ზარ­დოს და მოხ­დეს და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა. ვიზ­რუ­ნებ, რომ გა­ი­ზარ­დოს პრო­ბა­ცი­ის სერ­ვი­სის მუ­შა­ო­ბა და პა­ტიმ­რე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­დეს. მინ­და და­ვა­ი­მე­დო მშობ­ლე­ბი, რომ მათი პა­ტიმ­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბი­ან. ბევ­რი გან­ცვიფ­რდა ალ­ბათ, რა­ტომ დავ­თან­ხმდი ამ პოსტს. აქამ­დე პრობ­ლე­მებ­ზე ვწერ­დი. ბევ­რი ჩემი რე­კო­მენ­და­ცია მო­წო­დე­ბად დარ­ჩა. ახლა კი მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ვაგ­ვა­რო ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც აქამ­დე ვსა­უბ­რობ­დი", - აღ­ნიშ­ნა ტუ­ღუშ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ტუღუში - მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია

გიორგი ტუღუში - მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია

მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისგან მინისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ძალიან უჭირს იმ უწყების დატოვება, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

"ომბუდსმენის აპარატმა ბევრი რამ შეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ პრობლემების ასახვა შევძელით. აქამდე მე არ მქონდა კომპეტენცია, რაღაც გამომესწორებინა. ჩემი თანხმობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ სისტემაში რადიკალური ცვლილებების საშუალება მომეცემა და ყველა პატიმრის უფლებებს დავიცავ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, ხელი შევუწყო ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მინიმუმამდე დავა პატიმრების პრობლემები", - განაცხადა ტუღუშმა.

ახალი მინისტრის თქმით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა სისტემაში ერთადერთი პრობლემა არ არის. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, არასახარბიელო მდგომარეობაშია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაც.

"მთლიანად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობას და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დავიწყებ. ჩემი პრიორიტეტი იქნება სისტემის გადახალისება და თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამ სფეროში აქტიურია. მინდა, მივიღოთ სისტემა, რომელზეც საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ის უნდა ემსახურებოდეს პირთა რესოციალიზაციას და არა მათი ღირსების შელახვას და საზოგადოებაში ტრავმირებულ დაბრუნებას. პრეზიდენტი სისტემაში სრულ თავისუფლებას დამპირდა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული. მზად ვარ, ჩემივე დაწერილი თვითონვე შევასრულო", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან პირადი კომუნიკაცია ექნება, რათა ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდეს.

ახალმა მინისტრმა ხაზი სფეროს დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა.

"აუცილებელია, სისტემის დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს დამატებითი რესურსების მოზიდვა. ვიზრუნებ, რომ გაიზარდოს პრობაციის სერვისის მუშაობა და პატიმრების რიცხვი შემცირდეს. მინდა დავაიმედო მშობლები, რომ მათი პატიმრები მაქსიმალურად დაცული იქნებიან. ბევრი განცვიფრდა ალბათ, რატომ დავთანხმდი ამ პოსტს. აქამდე პრობლემებზე ვწერდი. ბევრი ჩემი რეკომენდაცია მოწოდებად დარჩა. ახლა კი მომეცემა საშუალება მოვაგვარო ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი", - აღნიშნა ტუღუშმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა