თუ გიორგი ტუღუშს აქვს უნარი, ითანამშრომლოს ამ სადისტების გუნდთან, მაშინ მართლები ყოფილან ისინი, ვინც მას აქამდე უმოქმედობისთვის აკრიტიკებდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.
"როგორ აპირებს თანამშრომლობას იმ ხალხთან, რომელიც 3-4 წელი ყურს არ იბერტყავდა მის ანგარიშებზე. რატომ ჰგონია, რომ ახლა გაითვალისწინებენ მის აზრს ან ვინმე რამეს კითხავს სისტემაზე, სადაც სპეცრაზმია პატიმრებთან შეშვებული. ეს სრულიად წარმოუდგენელია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისგან ნიჭის გაელვებაა, როცა ასეთ კადრს იბირებს, "თუმცა გაკვირვებული ვარ წარდგენისას ტუღუშის პრეზიდენტის გვერდით ყოფნით, რადგან გავრცელებული იფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში სახალხო დამცველი ავადმყოფობის გამო შეუძლოდ იმყოფებოდა და მედიასთან არ ჩნდებოდა",-აღნიშნა ცისკარიშვილმა.
სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუში დღეს დაინიშნა.