მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოუ, გოუ, გოუ, ბილი!
გოუ, გოუ, გოუ, ბილი!

"მარი, გა­გი­მარ­ჯოს, ჩემო საყ­ვა­რე­ლო. დღეს შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი ჟურ­ნალს მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, ერთ ოჯახ­ში და თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. ავ­წრი­ალ­დი და ავ­ფო­რი­აქ­დი. ძვე­ლი დრო გა­მახ­სენ­და. თან ძვე­ლი სა­ხე­ე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. ჩემი კრი­ტი­კო­სიც, მუ­დამ ად­გი­ლი რომ არ ჰყოფ­ნი­და... :) შენ იცი, რომ პრე­ტენ­ზია გა­მი­ჩი­ნე გა­ცი­ლე­ბით მე­ტის და ჩემი თავი მა­პოვ­ნი­ნე ხე­ლახ­ლა. ახლა ამას გიგ­ზავ­ნი და არ ვიცი, რა­ტომ... დღეს და­ი­ბა­და... მოკ­ლედ, შენ იცი: მდიდ­რუ­ლი ვი­ლის ვე­რან­და­ზე იდგა და იქი­დან გას­ცქე­რო­და ბუ­ნე­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბას. ნაწ­ვი­მარ­ზეც კი სა­ოც­რად ლა­მა­ზი და მშობ­ლი­უ­რი იყო ნი­უ­ჯერ­სის ეს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ქოლტსნე­კი. შო­რი­ახ­ლო მდი­ნა­რე ნე­ვა­სინ­ქი კოხ­ტა კა­ლა­პოტს მო­უყ­ვე­ბო­და. უცებ ცი­ე­ბი­ა­ნი­ვით გა­აჟ­რჟო­ლა, თა­ვი­სი ბავ­შვო­ბა და ოზურ­გეთ­ში ბჟუ­ჟი მო­ა­გონ­და, გუ­ბა­ზო­უ­ლიც და სუფ­საც, ენ­გუ­რიც მო­ა­გონ­და და ტე­ხუ­რიც, თერ­გი, არაგ­ვი და ყვი­რი­ლა მო­ა­გონ­და, მტკვა­რი და ალა­ზა­ნი, მო­ა­გონ­და რი­ო­ნი, რა­საც მოჰ­ყვა "შოთა, ილია, აკა­კი, ვაჟა და..." სა­ქარ­თვე­ლო მო­ა­გონ­და და გული მო­ე­წუ­რა... ეზო­ში კო­ინ­დარ­ზე შვე­ლი და მისი ნუკ­რე­ბი წიწ­კნიდ­ნენ ბა­ლახს. იცო­და, ახ­ლოს არ მი­ი­კა­რებ­დნენ, მხო­ლოდ უღვთოდ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით შეს­ცქე­როდ­ნენ და ასე გა­უნ­ძრევ­ლად კარ­გა ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რია ამ და­ლოც­ვილ კუ­თხე­ში, შვე­ლიც არის და ნუკ­რიც, ფიჭვნა­რიც და ნაძვნა­რიც, თხემ­ლა, რცხი­ლა და წი­ფე­ლაც იზ­რდე­ბა და ხმე­ბა კი­დე­ვაც, მაგ­რამ აბა სცა­დე და ან ამ შვლის ნუკრს აამ­ბო­ბი­ნე და ან წი­ფე­ლი აა­ლა­პა­რა­კე... მარ­ტო ეს არ ყო­ფი­ლა საკ­მა­რი­სი. ამ ხის ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­რო და ამ ბა­ლა­ხის ცვა­რი უნდა გქონ­დეს სის­ხლად და ცრემ­ლად. გენი და ნიჭი სჭირ­დე­ბა ამ საქ­მეს. მარ­ტო ნი­ჭით ვე­რას გახ­დე­ბი... გე­ნი­ო­სი უნდა იშ­ვას ამ ხალ­ხში...

- ჰე­ელფ, ფლი­იზ! - ფიქ­რე­ბი­დან ბა­ბუ­ას ხმამ გა­მო­იყ­ვა­ნა. დიდი ხანი არ იყო, რაც ბა­ბუ­ას მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და. ატყობ­და, რომ ბა­ბუ­აც (მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მო­ხუ­ცი ბილი) და მისი შვი­ლე­ბიც პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიმ­პა­თი­ით ეპყრო­ბოდ­ნენ. არც უკ­ვირ­და, რად­გან მარ­თლა სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ა­სა­ვით უვ­ლი­და. ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს სა­კუ­თა­რი ბა­ბუა ედგა თვალ­წინ და მო­ხუც ბილ­საც მო­ფე­რე­ბით მიშა ბა­ბუს ეძახ­და. ახ­ლაც, ბილს ვე­რან­დის კარ­თან მო­ე­გო­რე­ბი­ნა სა­ვარ­ძე­ლი და მოთ­მი­ნე­ბით ელო­და, რო­დის მი­აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. უხა­ლი­სოდ მოტ­რი­ალ­და და ბა­ბუა აბა­ზა­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნა. სა­ღა­მოს რვა სა­ა­თი­სათ­ვის და­აწ­ვი­ნა და თვი­თო­ნაც გან­მარ­ტოვ­და თა­ვის ოთახ­ში. ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი ჰქონ­და, გან­ცხრო­მი­თაც უნდა ეცხოვ­რა, მაგ­რამ ყვე­ლა ემიგ­რან­ტის ტკი­ვი­ლი გულს უწიწ­კნი­და და მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და. მო­ნატ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და მისი უკა­ნას­კნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მისი მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა მაკ­ვა­რან­ცხი, რო­მე­ლიც ბე­დის ანა­ბა­რად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიდ­ხანს იწ­რი­ა­ლა ფარ­თო სა­წოლ­ზე, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ი­ძი­ნა. გამ­თე­ნი­ი­სას ჩათ­ვლი­მა და ისევ ნაც­ნობ­მა ხმამ წა­მო­აგ­დო ზეზე. სა­ათს და­ა­ხე­და, ხუ­თის ნა­ხე­ვა­რი იყო.

- ჰე­ელფ, ჰე­ელფ, ფლი­იზ! აი ნიიდ რესტრუმ! - ბა­ბუა მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რო­და.

შორ­ტი ამო­იც­ვა და მო­ხუცს მი­უ­ახ­ლოვ­და. ერთი კი და­უგ­დო - "მორ­ნინგ" და მერე ხმის ამო­უ­ღებ­ლად ჩა­მო­უ­წია ფე­ხე­ბი, მხრებ­ზე ღო­ნი­ე­რი მკლა­ვე­ბი შე­მოხ­ვია, წა­მო­ა­ყე­ნა და "ვოლ­ქე­რი" და­უდ­გა. მას უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყე­ნე­ბენ ყა­ვარ­ჯნე­ბის მა­გივ­რად, პა­ცი­ენ­ტი უფრო თა­მა­მად გა­და­ად­გილ­დე­ბა. ბილი-მიშა ბა­ბუა თვა­ლებ­ში შეს­ცქე­რო­და, სურ­და მის სა­ხე­ზე პა­ტი­ე­ბა და ღი­მი­ლი და­ე­ნა­ხა.

- მრცხვე­ნია შენი, მაგ­რამ უფრო იმის მე­რი­დე­ბა, რომ შენ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არ მნა­ხო და არ შე­გა­წუ­ხო. ამი­ტომ გა­გაღ­ვი­ძე ასე ადრე... - სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ას­წრო მო­ხუც­მა, ერ­თი­ა­ნად შე­ქან­და, თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და მთე­ლი სიმ­ძი­მით იწყო და­ცე­მა. ახალ­გაზ­რდა კაცი უმალ შე­ეშ­ვე­ლა, მკერ­დზე მი­იყრდნო მო­ხუ­ცის მძი­მე სხე­უ­ლი, თუმ­ცა წა­მო­ყე­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ნელ-ნელა დას­ვა რბილ ხა­ლი­ჩა­ზე. ორი­ვე ხელი იღ­ლი­ებ­ში ამოს­დო და ას­წია, მაგ­რამ მო­ხუ­ცი ფე­ხებს ვერ იმორ­ჩი­ლებ­და, მისი სხე­უ­ლი საყ­რდენს ვერ პო­უ­ლობ­და. 10-15 წუთი წვა­ლობ­დნენ. ბა­ბუ­ას წელი ას­ტკივ­და და სიმ­წრი­სა­გან ხან კბი­ლებს აღრჭი­ა­ლებ­და, ხა­ნაც მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რო­და. მომ­ვლე­ლი ერ­თი­ა­ნად ოფლში გახ­ვით­ქუ­ლი­ყო და თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე სვე­ლი იყო. სიკ­ვდი­ლი­ვით არ უნ­დო­და ვინ­მეს­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­ბუ­ას შვი­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ხე­დავ­და. ხე­ლის კან­კა­ლით აკ­რი­ფა ნო­მე­რი და რა­ტომ­ღაც შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა, როცა ავ­ტო­მო­პა­სუ­ხე ჩა­ირ­თო. ოთხი შვი­ლი­დან არც ერ­თმა არ უპა­სუ­ხა.

- თუ­დეი იზ ლე­ი­ბორ­დეი, - დას­ვე­ნე­ბის დღეა დღე­სო, შე­ახ­სე­ნა მო­ხუც­მა, ალ­ბათ ყვე­ლას სძი­ნავს და შუ­ა­დღემ­დე ტე­ლე­ფო­ნებს არც ჩარ­თა­ვე­ნო.

- არ ინერ­ვი­უ­ლო, ცხრა-თერ­თმეტ­ზე დავ­რე­კავ.

მო­ხუც­მა ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა, - შენ ხომ არა­ლე­გა­ლი ხარ, პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბა და არ მინ­და. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ...

ახალ­გაზ­რდა კაცს ეს სი­ტყვე­ბი გულ­ში თბი­ლად ჩა­ეღ­ვენ­თა და სა­ო­ცა­რი შვე­ბა იგ­რძნო. სწრა­ფად აკ­რი­ფა ციფ­რე­ბი, ვი­ღა­ცას მი­სა­მარ­თი უკარ­ნა­ხა, ტე­ლე­ფო­ნი მა­გი­და­ზე მი­აგ­დო და მო­ხუ­ცის გა­და­სა­ად­გი­ლე­ბელ ეტ­ლში ჩა­ეს­ვე­ნა. მო­ხუ­ცი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი შეს­ცქე­რო­და. არა­ლე­გა­ლი მომ­ვლე­ლი კი ში­ნა­გა­ნად ემ­ზა­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის (კო­პე­ბის) მიერ მის აყ­ვა­ნას და სა­ი­მიგ­რა­ციო ცი­ხე­ში გა­დაგ­ზავ­ნას... ქუ­ჩი­დან სი­რე­ნის ხმა მო­ის­მა. სახ­ლს ჯერ სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა მო­ად­გა, მალე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ "ემერ­ჯენ­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად... ასე­თი წესი აქვთ აქ, ნე­ბის­მი­ერ უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­ხან­ძროც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. შე­მო­სას­ვლელ კარ­ზე მკვეთ­რად და­აბ­რა­ხუ­ნეს. ემიგ­რან­ტი მომ­ვლე­ლის ტვი­ნი გა­მა­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, სა­ვარ­ძლი­დან არც წა­მომ­დგა­რა, ისე გა­ა­გო­რა მო­ხუ­ცე­ბუ­ლის ეტლი კა­რის გა­სა­ღე­ბად, მაგ­რამ მო­ხუცს მა­ინც მი­ა­ძა­ხა:

- და­ი­მახ­სოვ­რე, ბი­ძა­ჩე­მი ხარ.

- კარ­გი, - არ და­ა­ყოვ­ნა პა­სუ­ხი ბი­ლიმ, რო­მელ­საც თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად უე­ლავ­და.

მა­სი­უ­რი კარი ფარ­თოდ რომ გა­ა­ღო, ორი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი და ერთი ინ­დი­ე­ლი ოთახ­ში კუშ­ტი სა­ხე­ე­ბით შე­მო­ლაგ­დნენ. ეტ­ლში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი, ერ­თი­ა­ნად სვე­ლი მომ­ვლე­ლი ეჭ­ვი­ა­ნი მზე­რით შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს და შე­უ­ვა­ლი ტო­ნით მი­ა­ყა­რეს კი­თხვე­ბი: - ვინ ხართ? აქ რას აკე­თებთ? რა ხდე­ბა აქ სა­ერ­თოდ? სად არის პა­ცი­ენ­ტი? ემიგ­რან­ტმა თავი გვერ­დზე გა­და­ხა­რა, თვა­ლე­ბი უაზ­როდ და­ა­ცე­ცა და ნა­ხევ­რად გა­პარ­ჭყუ­ლი თი­თე­ბი ხა­ლი­ჩა­ზე მწო­ლი­ა­რე ბა­ბუ­ა­სა­კენ გა­იშ­ვი­რა.

- ბი­ძია, ბი­ძია, - ბლუ­ყუ­ნებ­და გა­უ­თა­ვებ­ლად და თა­ვის უსა­სო­ო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და.

შავ­კა­ნი­ა­ნი ოფიც­რე­ბი ბილს თავ­თით და­უდ­გნენ და ახლა ის გახ­ვი­ეს შე­კი­თხვე­ბის კო­რი­ან­ტელ­ში. მათი სა­უბ­რის გა­გე­ბა ბილ­საც კი გა­უ­ჭირ­და, არა­თუ ამე­რი­კა­ში გა­დახ­ვე­წილ ქარ­თველს. მო­ხუ­ცი ბო­დი­შის მოხ­დით, ნათ­ქვამს რამ­დენ­ჯერ­მე ამე­ო­რე­ბი­ნებ­და. მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დნენ, რომ მო­ხუცს არა­ფე­რი ჰქონ­და ნატ­კე­ნი და და­შა­ვე­ბუ­ლი, ბილი ბა­ბუა სა­ნიტ­რებ­მა ციმ­ციმ აი­ტა­ცეს და სა­წოლ­ზე და­აწ­ვი­ნეს. ხელი მომ­ვლე­ლის­კენ გა­იშ­ვი­რეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ, ვინ არის ეს კაცი და რა­ტო­მაა თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე სვე­ლიო. ბილი ერთხანს შე­ყოვ­ნდა, არ იცო­და, რა ეპა­სუ­ხა. მერე სწრა­ფად მი­ა­ყა­რა რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა ზე­დი­ზედ და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, - და­ვი­ღა­ლე და მომ­წყდით ახლა თა­ვი­და­ნო. ემიგ­რან­ტმა მომ­ვლელ­მა მო­ხუ­ცის ნათ­ქვა­მი­დან ის აზრი გა­მო­ი­ტა­ნა, რომ - ეს ჩემი "კუ­ზე­ნის" ავად­მყო­ფი ვა­ჟია, სა­ხე­ლად ვინ­სენ­ტი და სვე­ლია, რად­გან როცა ნერ­ვი­უ­ლობს, სწყუ­რია, მაგ­რამ წყალს ვერ სვამს, ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებს და თავ­ზე ის­ხამ­სო.

ერთი გა­და­ხარ­ხა­რე­ბა ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია ვინ­სენ­ტად ქცე­ულ ქარ­თველს და რომ არ გას­ცი­ნე­ბო­და, ენა­ზე მწა­რედ იკ­ბი­ნა. ამე­რი­კელ­მა ოფიც­რებ­მა პა­სუ­ხი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ჩათ­ვა­ლეს, თუმ­ცა მომ­ვლელს თვალს არ აცი­ლებ­დნენ, - ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მაგ­რამ ახლა თქვენ ვინ მოგ­ხე­დავთ, სა­უზ­მე­ზე სენდვი­ჩებ­სა და რძი­ან ყა­ვას ვინ მო­გიმ­ზა­დებ­თო?

- ბი­ცო­ლა, ბი­ცო­ლა, - აბ­ლუ­ყუნ­და ეტ­ლში აქამ­დე მდუ­მა­რედ მჯდო­მი ემიგ­რან­ტი, რო­მელ­საც კი­დევ ერთი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბამ მო­უ­წია. ერთ-ერ­თმა ზან­გმა პო­ლი­ცი­ელ­მა ერთჯე­რად ჭი­ქა­ში წყა­ლი ჩა­ას­ხა და ხელ­ში მი­ა­წო­და. მომ­ვლელს ცოტა მარ­თლა უკან­კა­ლებ­და ხელი, ცო­ტაც თვი­თონ­ვე გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, ჭიქა ჯერ პირ­თან მი­ი­ტა­ნა, ვე­რაფ­რით ვერ მოს­ვა და ხე­ლის თით­ქოს­და უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბით ზედ გა­და­ის­ხა.

ემერ­ჯენ­სის ბრი­გა­და სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლე­ბი გა­იკ­რიფ­ნენ სახ­ლი­დან.

- ოოო, ვინ­სენტ, იუ არ მი­რაქლ მენ, - ხე­ლებს იფ­შვნეტ­და ბა­ბუა და ამ უწყი­ნარ ოინ­ზე გუ­ლი­ა­ნად ხი­თხი­თებ­და, თან გულ-მუ­ცე­ლი ერ­თი­ა­ნად უთახ­თა­ხებ­და.

გული შე­ე­კუმ­შა. ასე მხო­ლოდ თა­ვი­სი "მაკ­ვა­რან­ცხი" მი­მარ­თავ­და...

ვინ­სენ­ტი კარ­გა ხანს თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი იჯდა. მერე ფიქ­რე­ბი ხე­ლით გა­ფან­ტა და მო­ხუ­ცი ჩვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის სხვა ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა. ბილი მთე­ლი დილა ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე იყო და ღი­ღი­ნებ­და კი­დეც, ქარ­თვე­ლის მიერ ნას­წავლ მე­ლო­დი­ას - დოუ, ნანა, დოუ, დოუ, დოუ, ნანა... ოღონდ ბგე­რე­ბი ჰქონ­დათ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი: გოუ, ბილი, გოუ, გოუ, გოუ, ბილი... ამ ღი­ღი­ნით თავ­საც იმ­ხნე­ვებ­და და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის გა­ხა­ლი­სე­ბა­საც ცდი­ლობ­და. მისი მომ­ვლე­ლი და ფა­ვო­რი­ტი კი სევ­და­ნა­რევ, სა­ა­მურ მო­გო­ნე­ბებს მი­ნებ­და და ბედ­ნი­ერ დროს იხ­სე­ნებ­და, როცა "მაკ­ვა­რან­ცხი" სი­ცი­ლით ეუბ­ნე­ბო­და - "ავან­ტი­უ­რისტ ი აფე­რისტ ტი, ა ნე ჩუდო ჩე­ლო­ვეკ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გოუ, გოუ, გოუ, ბილი!

გოუ, გოუ, გოუ, ბილი!

"მარი, გაგიმარჯოს, ჩემო საყვარელო. დღეს შემთხვევით გადავაწყდი ჟურნალს მანჰეტენზე, ერთ ოჯახში და თვალებს არ ვუჯერებდი. ავწრიალდი და ავფორიაქდი. ძველი დრო გამახსენდა. თან ძველი სახეებიც გამოჩნდნენ. ჩემი კრიტიკოსიც, მუდამ ადგილი რომ არ ჰყოფნიდა... :) შენ იცი, რომ პრეტენზია გამიჩინე გაცილებით მეტის და ჩემი თავი მაპოვნინე ხელახლა. ახლა ამას გიგზავნი და არ ვიცი, რატომ... დღეს დაიბადა... მოკლედ, შენ იცი: მდიდრული ვილის ვერანდაზე იდგა და იქიდან გასცქეროდა ბუნების მშვენიერებას. ნაწვიმარზეც კი საოცრად ლამაზი და მშობლიური იყო ნიუჯერსის ეს პატარა ქალაქი ქოლტსნეკი. შორიახლო მდინარე ნევასინქი კოხტა კალაპოტს მოუყვებოდა. უცებ ციებიანივით გააჟრჟოლა, თავისი ბავშვობა და ოზურგეთში ბჟუჟი მოაგონდა, გუბაზოულიც და სუფსაც, ენგურიც მოაგონდა და ტეხურიც, თერგი, არაგვი და ყვირილა მოაგონდა, მტკვარი და ალაზანი, მოაგონდა რიონი, რასაც მოჰყვა "შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და..." საქართველო მოაგონდა და გული მოეწურა... ეზოში კოინდარზე შველი და მისი ნუკრები წიწკნიდნენ ბალახს. იცოდა, ახლოს არ მიიკარებდნენ, მხოლოდ უღვთოდ ლამაზი თვალებით შესცქეროდნენ და ასე გაუნძრევლად კარგა ხანს ათვალიერებდნენ ერთმანეთს. თითქოს ყველაფერია ამ დალოცვილ კუთხეში, შველიც არის და ნუკრიც, ფიჭვნარიც და ნაძვნარიც, თხემლა, რცხილა და წიფელაც იზრდება და ხმება კიდევაც, მაგრამ აბა სცადე და ან ამ შვლის ნუკრს აამბობინე და ან წიფელი აალაპარაკე... მარტო ეს არ ყოფილა საკმარისი. ამ ხის ცხოვრებით უნდა იცხოვრო და ამ ბალახის ცვარი უნდა გქონდეს სისხლად და ცრემლად. გენი და ნიჭი სჭირდება ამ საქმეს. მარტო ნიჭით ვერას გახდები... გენიოსი უნდა იშვას ამ ხალხში...

- ჰეელფ, ფლიიზ! - ფიქრებიდან ბაბუას ხმამ გამოიყვანა. დიდი ხანი არ იყო, რაც ბაბუას მომვლელად მუშაობდა. ატყობდა, რომ ბაბუაც (მსხვილი კომპანიის მფლობელი, ირლანდიური წარმოშობის მოხუცი ბილი) და მისი შვილებიც პატივისცემითა და სიმპათიით ეპყრობოდნენ. არც უკვირდა, რადგან მართლა საკუთარი ბაბუასავით უვლიდა. ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს საკუთარი ბაბუა ედგა თვალწინ და მოხუც ბილსაც მოფერებით მიშა ბაბუს ეძახდა. ახლაც, ბილს ვერანდის კართან მოეგორებინა სავარძელი და მოთმინებით ელოდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას. უხალისოდ მოტრიალდა და ბაბუა აბაზანისკენ წაიყვანა. საღამოს რვა საათისათვის დააწვინა და თვითონაც განმარტოვდა თავის ოთახში. ყველანაირი კომფორტი ჰქონდა, განცხრომითაც უნდა ეცხოვრა, მაგრამ ყველა ემიგრანტის ტკივილი გულს უწიწკნიდა და მოსვენებას არ აძლევდა. მონატრებული ოჯახი, მეგობრები და მისი უკანასკნელი სიყვარული, მისი მწვანეთვალება მაკვარანცხი, რომელიც ბედის ანაბარად დატოვა საქართველოში. დიდხანს იწრიალა ფართო საწოლზე, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. გამთენიისას ჩათვლიმა და ისევ ნაცნობმა ხმამ წამოაგდო ზეზე. საათს დაახედა, ხუთის ნახევარი იყო.

- ჰეელფ, ჰეელფ, ფლიიზ! აი ნიიდ რესტრუმ! - ბაბუა მთელი ხმით გაჰყვიროდა.

შორტი ამოიცვა და მოხუცს მიუახლოვდა. ერთი კი დაუგდო - "მორნინგ" და მერე ხმის ამოუღებლად ჩამოუწია ფეხები, მხრებზე ღონიერი მკლავები შემოხვია, წამოაყენა და "ვოლქერი" დაუდგა. მას უკვე საქართველოშიც იყენებენ ყავარჯნების მაგივრად, პაციენტი უფრო თამამად გადაადგილდება. ბილი-მიშა ბაბუა თვალებში შესცქეროდა, სურდა მის სახეზე პატიება და ღიმილი დაენახა.

- მრცხვენია შენი, მაგრამ უფრო იმის მერიდება, რომ შენ დაბინძურებული არ მნახო და არ შეგაწუხო. ამიტომ გაგაღვიძე ასე ადრე... - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო მოხუცმა, ერთიანად შექანდა, თავი ვეღარ შეიკავა და მთელი სიმძიმით იწყო დაცემა. ახალგაზრდა კაცი უმალ შეეშველა, მკერდზე მიიყრდნო მოხუცის მძიმე სხეული, თუმცა წამოყენება ვეღარ შეძლო და ნელ-ნელა დასვა რბილ ხალიჩაზე. ორივე ხელი იღლიებში ამოსდო და ასწია, მაგრამ მოხუცი ფეხებს ვერ იმორჩილებდა, მისი სხეული საყრდენს ვერ პოულობდა. 10-15 წუთი წვალობდნენ. ბაბუას წელი ასტკივდა და სიმწრისაგან ხან კბილებს აღრჭიალებდა, ხანაც მთელი ხმით გაჰყვიროდა. მომვლელი ერთიანად ოფლში გახვითქულიყო და თავიდან ფეხებამდე სველი იყო. სიკვდილივით არ უნდოდა ვინმესთვის, განსაკუთრებით ბაბუას შვილებისთვის დახმარებისთვის მიემართა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. ხელის კანკალით აკრიფა ნომერი და რატომღაც შვებით ამოისუნთქა, როცა ავტომოპასუხე ჩაირთო. ოთხი შვილიდან არც ერთმა არ უპასუხა.

- თუდეი იზ ლეიბორდეი, - დასვენების დღეა დღესო, შეახსენა მოხუცმა, ალბათ ყველას სძინავს და შუადღემდე ტელეფონებს არც ჩართავენო.

- არ ინერვიულო, ცხრა-თერთმეტზე დავრეკავ.

მოხუცმა ხელები გაასავსავა, - შენ ხომ არალეგალი ხარ, პრობლემა შეგექმნება და არ მინდა. ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ...

ახალგაზრდა კაცს ეს სიტყვები გულში თბილად ჩაეღვენთა და საოცარი შვება იგრძნო. სწრაფად აკრიფა ციფრები, ვიღაცას მისამართი უკარნახა, ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და მოხუცის გადასაადგილებელ ეტლში ჩაესვენა. მოხუცი შეშფოთებული შესცქეროდა. არალეგალი მომვლელი კი შინაგანად ემზადებოდა პოლიციელების (კოპების) მიერ მის აყვანას და საიმიგრაციო ციხეში გადაგზავნას... ქუჩიდან სირენის ხმა მოისმა. სახლს ჯერ სახანძრო მანქანა მოადგა, მალე პოლიციელებიც გამოჩნდნენ "ემერჯენსის" თანამშრომლებთან ერთად... ასეთი წესი აქვთ აქ, ნებისმიერ უმნიშვნელო გამოძახებაზე სახანძროც მობილიზებულია. შემოსასვლელ კარზე მკვეთრად დააბრახუნეს. ემიგრანტი მომვლელის ტვინი გამალებით მუშაობდა, სავარძლიდან არც წამომდგარა, ისე გააგორა მოხუცებულის ეტლი კარის გასაღებად, მაგრამ მოხუცს მაინც მიაძახა:

- დაიმახსოვრე, ბიძაჩემი ხარ.

- კარგი, - არ დააყოვნა პასუხი ბილიმ, რომელსაც თვალები ეშმაკურად უელავდა.

მასიური კარი ფართოდ რომ გააღო, ორი ფერადკანიანი და ერთი ინდიელი ოთახში კუშტი სახეებით შემოლაგდნენ. ეტლში მოკალათებული, ერთიანად სველი მომვლელი ეჭვიანი მზერით შეათვალიერეს და შეუვალი ტონით მიაყარეს კითხვები: - ვინ ხართ? აქ რას აკეთებთ? რა ხდება აქ საერთოდ? სად არის პაციენტი? ემიგრანტმა თავი გვერდზე გადახარა, თვალები უაზროდ დააცეცა და ნახევრად გაპარჭყული თითები ხალიჩაზე მწოლიარე ბაბუასაკენ გაიშვირა.

- ბიძია, ბიძია, - ბლუყუნებდა გაუთავებლად და თავის უსასოობას გამოხატავდა.

შავკანიანი ოფიცრები ბილს თავთით დაუდგნენ და ახლა ის გახვიეს შეკითხვების კორიანტელში. მათი საუბრის გაგება ბილსაც კი გაუჭირდა, არათუ ამერიკაში გადახვეწილ ქართველს. მოხუცი ბოდიშის მოხდით, ნათქვამს რამდენჯერმე ამეორებინებდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მოხუცს არაფერი ჰქონდა ნატკენი და დაშავებული, ბილი ბაბუა სანიტრებმა ციმციმ აიტაცეს და საწოლზე დააწვინეს. ხელი მომვლელისკენ გაიშვირეს და დაინტერესდნენ, ვინ არის ეს კაცი და რატომაა თავით ფეხებამდე სველიო. ბილი ერთხანს შეყოვნდა, არ იცოდა, რა ეპასუხა. მერე სწრაფად მიაყარა რამდენიმე წინადადება ზედიზედ და თვალები მილულა, რაც იმას ნიშნავდა, - დავიღალე და მომწყდით ახლა თავიდანო. ემიგრანტმა მომვლელმა მოხუცის ნათქვამიდან ის აზრი გამოიტანა, რომ - ეს ჩემი "კუზენის" ავადმყოფი ვაჟია, სახელად ვინსენტი და სველია, რადგან როცა ნერვიულობს, სწყურია, მაგრამ წყალს ვერ სვამს, ხელები უკანკალებს და თავზე ისხამსო.

ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩია ვინსენტად ქცეულ ქართველს და რომ არ გასცინებოდა, ენაზე მწარედ იკბინა. ამერიკელმა ოფიცრებმა პასუხი დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს, თუმცა მომვლელს თვალს არ აცილებდნენ, - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა თქვენ ვინ მოგხედავთ, საუზმეზე სენდვიჩებსა და რძიან ყავას ვინ მოგიმზადებთო?

- ბიცოლა, ბიცოლა, - აბლუყუნდა ეტლში აქამდე მდუმარედ მჯდომი ემიგრანტი, რომელსაც კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარებამ მოუწია. ერთ-ერთმა ზანგმა პოლიციელმა ერთჯერად ჭიქაში წყალი ჩაასხა და ხელში მიაწოდა. მომვლელს ცოტა მართლა უკანკალებდა ხელი, ცოტაც თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, ჭიქა ჯერ პირთან მიიტანა, ვერაფრით ვერ მოსვა და ხელის თითქოსდა უნებლიე მოძრაობით ზედ გადაისხა.

ემერჯენსის ბრიგადა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და საკუთარი თავით კმაყოფილები გაიკრიფნენ სახლიდან.

- ოოო, ვინსენტ, იუ არ მირაქლ მენ, - ხელებს იფშვნეტდა ბაბუა და ამ უწყინარ ოინზე გულიანად ხითხითებდა, თან გულ-მუცელი ერთიანად უთახთახებდა.

გული შეეკუმშა. ასე მხოლოდ თავისი "მაკვარანცხი" მიმართავდა...

ვინსენტი კარგა ხანს თავჩაქინდრული იჯდა. მერე ფიქრები ხელით გაფანტა და მოხუცი ჩვეული პროცედურებისთვის სხვა ოთახში გაიყვანა. ბილი მთელი დილა ამაღლებულ განწყობაზე იყო და ღიღინებდა კიდეც, ქართველის მიერ ნასწავლ მელოდიას - დოუ, ნანა, დოუ, დოუ, დოუ, ნანა... ოღონდ ბგერები ჰქონდათ ჩანაცვლებული: გოუ, ბილი, გოუ, გოუ, გოუ, ბილი... ამ ღიღინით თავსაც იმხნევებდა და ქართველი ემიგრანტის გახალისებასაც ცდილობდა. მისი მომვლელი და ფავორიტი კი სევდანარევ, საამურ მოგონებებს მინებდა და ბედნიერ დროს იხსენებდა, როცა "მაკვარანცხი" სიცილით ეუბნებოდა - "ავანტიურისტ ი აფერისტ ტი, ა ნე ჩუდო ჩელოვეკ".

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება