რუსთაველის გამზირზე აღლუმი ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" "ხორუმს" უნდა დაესრულებინა, თუმცა ცეკვა არ შესრულებულა.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო.
რუსთაველის გამზირზე აღლუმი დასრულდა, ღონისძიების ბოლოს, ჰაერში ბუშტები გაუშვეს.
აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიბარა. აღლუმზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, პრემიერი ნიკა გილაური, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, დევი ჭანკოტაძე.
აღლუმს ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.