Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვირთხებს, რომლებიც გენმოდიფიცირებულ სიმინდს ჭამდნენ, კიბო გაუჩნდათ
ვირთხებს, რომლებიც გენმოდიფიცირებულ სიმინდს ჭამდნენ, კიბო გაუჩნდათ

ვირ­თხებ­ზე სა­ი­დუმ­ლო კვლე­ვა ჩა­ტარ­და. მღრღნე­ლებს, რომ­ლებ­საც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ სი­მინდს აჭ­მევ­დნენ, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის ბურ­თის ზომა სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი გა­ნუ­ვი­თარ­დათ. საც­დე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ამე­რი­კუ­ლი ფირ­მა Monsanto-ს გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სი­მინ­დით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ თა­ვის დრო­ზე ევ­რო­პა­ში გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სი­მინ­დის შე­ძე­ნი­სა და გა­შე­ნე­ბის უფ­ლე­ბა გას­ცა. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ამ პრო­დუქ­ცი­ის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

"პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ო­ში, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გე­ნე­ტი­კუ­რად შეც­ვლი­ლი პრო­დუქ­ტის გავ­ლე­ნა სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ფას­და. და აი, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი",- აღ­ნიშ­ნავს საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ კა­ე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჟილ-ერიკ სე­რა­ლი­ნი.

ვირ­თხებ­ზე ცდე­ბი 2 წელი ტარ­დე­ბო­და. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ვირ­თხას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც სამ ჯგუ­ფად იყ­ვნენ და­ყო­ფილ­ნი. პირ­ველ ჯგუფს მხო­ლოდ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ სი­მინდს აჭ­მევ­დნენ. მე­ო­რეს - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰერ­ბი­ცი­დით - Roundup-ით და­მუ­შა­ვე­ბულ სი­მინდს, ხოლო მე­სა­მეს - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­მინ­დით კვე­ბავ­დნენ.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ იმ ცხო­ვე­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სი­მინ­დით და პეს­ტი­ცი­დით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სი­მინ­დით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა უფრო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე იმ ვირ­თხებ­ში, რომ­ლე­ბიც და­უ­მუ­შა­ვე­ბულ, ჩვე­უ­ლებ­რივ სი­მინდს ჭამ­დნენ.

კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია 26 სექ­ტემ­ბერს საფ­რან­გეთ­ში ფილ­მის - "ჩვენ ყვე­ლა­ნი საც­დე­ლი ობი­ექ­ტე­ბი ვართ" თან­ხლე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

"და­ნა­შა­უ­ლია, რომ კვლე­ვა უფრო ადრე არ ჩა­ტარ­და. 15 წე­ლია მსოფ­ლი­ო­ში გე­ნე­ტი­კუ­რად შეც­ვლილ პრო­დუქ­ტებს ყი­დი­ან",- აცხა­დებს სე­რა­ლი­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Reuters-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვირთხებს, რომლებიც გენმოდიფიცირებულ სიმინდს ჭამდნენ, კიბო გაუჩნდათ

ვირთხებს, რომლებიც გენმოდიფიცირებულ სიმინდს ჭამდნენ, კიბო გაუჩნდათ

ვირთხებზე საიდუმლო კვლევა ჩატარდა. მღრღნელებს, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომა სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარდათ. საცდელი ცხოველები ამერიკული ფირმა Monsanto-ს გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდით იკვებებოდნენ.

ევროკომისიამ თავის დროზე ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ამერიკული სიმინდის შეძენისა და გაშენების უფლება გასცა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ პროდუქციის მავნებლობაზე არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობდა.

"პირველად მსოფლიოში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გენეტიკურად შეცვლილი პროდუქტის გავლენა სრულფასოვნად შეფასდა. და აი, შემაშფოთებელი შედეგები",- აღნიშნავს საფრანგეთის ქალაქ კაენის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ჟილ-ერიკ სერალინი.

ვირთხებზე ცდები 2 წელი ტარდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში 200 ვირთხას აკვირდებოდნენ, რომლებიც სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველ ჯგუფს მხოლოდ გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ. მეორეს -  მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდით - Roundup-ით დამუშავებულ სიმინდს, ხოლო მესამეს - ჩვეულებრივი სიმინდით კვებავდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ცხოველებში, რომლებიც მოდიფიცირებული სიმინდით და პესტიციდით დამუშავებული სიმინდით იკვებებოდნენ, სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ვირთხებში, რომლებიც დაუმუშავებულ, ჩვეულებრივ სიმინდს ჭამდნენ.

კვლევის პრეზენტაცია 26 სექტემბერს საფრანგეთში ფილმის - "ჩვენ ყველანი საცდელი ობიექტები ვართ" თანხლებით გაიმართება.

"დანაშაულია, რომ კვლევა უფრო ადრე არ ჩატარდა. 15 წელია მსოფლიოში გენეტიკურად შეცვლილ პროდუქტებს ყიდიან",- აცხადებს სერალინი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"