პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ახალაიებმა თბილისში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს
სოზარ სუბარი - ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ახალაიებმა თბილისში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, სო­ზარ სუ­ბა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის სხვა რა­მე­ზე გა­და­ტა­ნის მიზ­ნით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ სუ­ბარ­მა დღეს კო­ა­ლი­ცი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ ამ მიზ­ნით "ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და მის­მა ძმამ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში 20-ზე მეტი ბინა იყი­დეს, რომ­ლებ­შიც ია­რა­ღია შე­ტა­ნი­ლი".

"ეს ინ­ფორ­მა­ცია ვახო კო­მა­ხი­ძეს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ. წყა­როს აქვს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მზად­დე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცია. რა არის ბი­ნე­ბის შე­ძე­ნი­სა და მათ­ში ია­რა­ღის შე­ზიდ­ვის ზუს­ტი მი­ზა­ნი, ცხა­დია, არ ვი­ცით, მაგ­რამ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მზად­დე­ბა ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ "სამ­შობ­ლოს მტრე­ბი" ან რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე აპი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას, რათა სცა­დოს ძა­ლა­უფ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში, მან კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის გზით სურს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის ერ­თა­დერ­თი გზა­აა არ­ჩევ­ნე­ბი და არ­ჩევ­ნებ­ში დამ­დგა­რი შე­დე­გე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - არ გა­ვა­ყალ­ბე­ბი­ნოთ", - გან­მარ­ტა სუ­ბარ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, წყა­როს ცნო­ბით, არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი აუ­დიო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ აღ­ნიშ­ნულ­ში უშუ­ა­ლოდ ძმე­ბი ახა­ლა­ია და "მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კლა­ნის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ".

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით და­აკ­ვირ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ამ დღე­ებ­ში, რომ გა­მოვ­რი­ცხოთ რა­ი­მე ტი­პის პრო­ვო­კა­ცია და მშვი­დად მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე", - აღ­ნიშ­ნავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოზარ სუბარი - ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ახალაიებმა თბილისში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს

სოზარ სუბარი - ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ახალაიებმა თბილისში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზნით, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება.

ამის შესახებ სუბარმა დღეს კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ მიზნით "ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი".

"ეს ინფორმაცია ვახო კომახიძეს მიაწოდა ინფორმირებულმა წყარომ. წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ "სამშობლოს მტრები" ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს. ხელისუფლება ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლობის შენარჩუნება", - განაცხადა სუბარმა.

აღნიშნულ კონტექსტში, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით სურს.

"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზააა არჩევნები და არჩევნებში დამდგარი შედეგების შენარჩუნება - არ გავაყალბებინოთ", - განმარტა სუბარმა.

ამასთან, მისივე თქმით, წყაროს ცნობით, არსებობს ხელისუფლების მიერ ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის მზადების დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ აღნიშნულში უშუალოდ ძმები ახალაია და "მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები მონაწილეობენ".

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამადიდებელი შუშით დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას ამ დღეებში, რომ გამოვრიცხოთ რაიმე ტიპის პროვოკაცია და მშვიდად მივიდეთ არჩევნებზე", - აღნიშნავს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა