ავღანეთის სამხრეთში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე - "ბასტიონი" სამხედრო მოსამსახურე ქალმა იმშობიარა. სამხედრო სამეფო არტილერიის პოლკში მსახურობს. ის უკვე ფეხმძიმედ იყო, როდესაც ავღანეთში წავიდა. სამხედრო მოსამსახურის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ქალბატონმა ბიჭი 5 კვირით ადრე გააჩინა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
"ეს არ არის ჩვენი სამხედრო პოლიტიკა. ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო მისი ფეხმძიმობის შესახებ არ გაუფრთხილებიათ. დედისა და ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ჰელმანის პროვინციაში ოქსფორდის John Radcliffe-ს საავადმყოფოს პედიატრთა ჯგუფი გაემგზავრება, იზრუნებენ ჩვილისა და დედის ჯანმრთელობაზე და მათ სახლში დააბრუნებენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ფრონტის ხაზზე მშობიარობს.
მომზადებულია BBC-ს მიხედვით.