39 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში თავი ასე ცუდად და შეურაცხყოფილად არ მიგრძვნია, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე პატიმართა წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეო-მასალას.
მისი თქმით, პატიმართა წამების კადრების ნახვის შემდეგ, სახლში ვერ გაჩერდა და გუშინ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.
"მთელი საქართველოს ღირსების საქმეა, ეს საქმე გამოიძიონ. დარწმუნებული ვარ, ღირსეული ადამიანები პოლიციაშიც არიან, რომლებიც სიცოცხლის ფასად ემსახურებიან თავის ხალხს. საქართველოს ღირსებაა, გამოიძიონ ეს საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ", - განაცხადა არველაძემ.
არჩილ არველაძესთან ამ თემაზე ინტერვიუ დღეს გაზეთმა "ლელომ" გამოაქვეენა.