"სილქნეტის" უსადენო ქსელის დაფარვის ზონა გაიზარდა. "სილქნეტმა" უსადენო ქსელის სადგურების მონტაჟი დაასრულა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას მოემსახუროს ახალ ზონებს - ბათუმში, ქობულეთში, ოზურგეთსა (ანასეული, ლიხაური, წითელმთა, ბოხვანი, ნარუჯა, მაყვანეთი) და თბილისის ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებში (გამარჯვება, მარტყოფი, ნორიო, სართიჭალა, კოჯორი).
კომპანია აღნიშნული ქსელით მომხმარებელს ორ სხვადასხვა სერვისს თავაზობს: უსადენო სახლის ტელეფონს და მობილურ კავშირს S1 - ინდექსით 570. სერვისების უპირატესობა უფასო შიდა ქსელია. პაკეტების მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს, როგორც ყოველთვიური სააბონენტო შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ისე სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც სააბონენტო გადასახადს არ ითვალისწინებს.
უსადენო ქსელის აპარატების შეძენა ქვეყნის მასშტაბით "სილქნეტის" სერვის-ცენტრებშია შესაძლებელი. გაყიდვაშია 20-ლარიანი და 38-ლარიანი სახლის უსადენო ტელეფონის აპარატები. ასევე, მობილურ ქსელში ჩართული ტელეფონი, რომლის ფასი 28 ლარიდან იწყება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9