თელავში, ბერას კონცერტის დაწყებამდე "ქართული ოცნების" გურჯაანის, თელავის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ციხეებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, ხელისუფლება არა გადადგომას, არამედ გადაგდებას იმსახურებს.
"უფრო და უფრო უნდა გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ, რათა ასეთი მოძალადე ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებას ჰყავს, გადავაგდოთ და მოვაშოროთ სათავედან. ესენი ამას იმსახურებენ, უნდა გადავაგდოთ, თავისით კი არ უნდა წავიდნენ, უნდა გადავაგდოთ", - განაცხადა ზვიადაურმა თელავში, ბერა ივანიშვილის კონცერტის დაწყებამდე.
"ვამბობდით, რომ სანამ არჩევნები დაიწყება, ამათ გასაქცევად დაუდგებათ საქმე და მართლაც ასეა - დღეს, რამდენიმე ადამიანი იძებნება და გაქცეულია ამ ქვეყნიდან", - აღნიშნა ზვიადაურმა.