საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება
გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება

გლ­და­ნის N8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მსჯავ­რდე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ღა­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და პა­ემ­ნე­ბიც.

პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლი­დან სა­პყრო­ბი­ლე­ში შეს­ვლამ­დე სა­ა­თო­ბით ლო­დი­ნი უწევთ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მამა აცხა­დებს, შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, რად­გან პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში ერთხელ უკვე სცე­მეს.

"მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ცი­ხე­ში შეს­ვლას. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ იმის გამო, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემ­მა შვილ­მა მი­თხრა, რომ სა­კან­ში წიგნს კი­თხუ­ლობ­და, მი­ვი­და ბად­რა­გი და ფან­ჯრი­დან უყუ­რებ­და. შემ­დეგ კი აბა­ზა­ნა­ში გა­იყ­ვა­ნა და სას­ტი­კად სცე­მა - ყუ­რა­დღე­ბას რა­ტომ არ მაქ­ცევ­დიო", - აღ­ნიშ­ნა პა­ტიმ­რის მა­მამ.

პა­ემ­ნი­დან გა­მო­სუ­ლი კი­დევ ერთი პა­ტიმ­რის დედა კი აცხა­დებს, რომ გა­ხა­რე­ბუ­ლია, რად­გან შვი­ლი უვ­ნე­ბე­ლი დახ­ვდა.

"დი­ლით ვინც გა­მო­ვი­და, ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მისი პა­ტი­მა­რი კარ­გად არის, გარ­და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი­სა. ის ტი­რო­და და რო­დე­საც მი­ზე­ზი ვკი­თხეთ, თქვა, რომ მისი შვი­ლი ნა­ცე­მია", - აღ­ნიშ­ნა პა­ტიმ­რის დე­დამ.

პა­ტიმ­რებ­თან პა­ემ­ნე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. მნახ­ვე­ლებს სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი­სა და საკ­ვე­ბის ცი­ხე­ში შე­ტა­ნა 10:00 სა­ა­თი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრს ცი­ხის დაც­ვას­თან ერ­თად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება

გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება

გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების ცნობით, მოკლევადიანი პაემნებისთვის რეგისტრაციის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამით ხორციელდებოდა პაემნებიც.

პატიმრების ახლობლები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გავლიდან საპყრობილეში შესვლამდე საათობით ლოდინი უწევთ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ერთ-ერთი პატიმრის მამა აცხადებს, შვილის მდგომარეობაზე ნერვიულობს, რადგან პატიმარი ციხეში ერთხელ უკვე სცემეს.

"მოუთმენლად ველოდები ციხეში შესვლას. ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რაც ტელევიზიით ვნახე. რამდენიმე თვის წინ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ საკანში წიგნს კითხულობდა, მივიდა ბადრაგი და ფანჯრიდან უყურებდა. შემდეგ კი აბაზანაში გაიყვანა და სასტიკად სცემა - ყურადღებას რატომ არ მაქცევდიო", - აღნიშნა პატიმრის მამამ.

პაემნიდან გამოსული კიდევ ერთი პატიმრის დედა კი აცხადებს, რომ გახარებულია, რადგან შვილი უვნებელი დახვდა.

"დილით ვინც გამოვიდა, ყველა ამბობს, რომ მისი პატიმარი კარგად არის, გარდა ერთი ქალბატონისა. ის ტიროდა და როდესაც მიზეზი ვკითხეთ, თქვა, რომ მისი შვილი ნაცემია", - აღნიშნა პატიმრის დედამ.

პატიმრებთან პაემნები ამ დრომდე გრძელდება. მნახველებს სხვადასხვა ნივთებისა და საკვების ციხეში შეტანა 10:00 საათიდან შეეძლებათ.

ციხის მიმდებარე პერიმეტრს ციხის დაცვასთან ერთად საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა