"საზოგადოებრივი მაუწყებელი" აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც, ეკა კვესიტაძე სტუდენტების მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც, ეკა კვესიტაძე სტუდენტების მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" არხის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვესიტაძე სტუდენტების საპროტესტო აქციასა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ეკა კვესიტაძე სტუდენტებს ურჩევს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობას საინფორმაციო გამოშვების უწყვეტ რეჟიმში გაშვება მოსთხოვოს. ამასთან, როგორც კვესიტაძე სტუდენტებთან საუბარში აცხადებს, ის მათ მხარესაა და მიიჩნევს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" არის დიდი ვაკხანალია.

"თქვენ ახლა უნდა მოითხოვოთ, რომ იყოს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება, ეთერი, თოქ-შოუ, რომელშიც იქნება დარბაზი, ესაა ორი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა, რომ დათანხმდნენ მაღალჩინოსნები პირდაპირ ჩართვებზე. მე პირადად გავაკეთებ ამ ეთერს, სიამოვნებით. მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება", - აცხადებს კვესიტაძე.

მისივე აზრით, სტუდენტებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნაც უნდა დასვან. "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უნდა მოითხოვოთ საგამოძიებო გადაცემის დაწყებაც. საერთოდ, ყველაფერი უნდა მოითხოვოთ, რადგან ამ არხზე არის დიდი ვაკხანალია. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დასვათ, რადგან ჭანტურია არის მინიმალური ფიგურა", - აღნიშნა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა არხის შენობასთან სტუდენტების საპროტესტო აქციაზე.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" კვესიტაძის მიერ სტუდენტებთან გაკეთებულ განცხადებას "სამწუხაროს" უწოდებს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუ "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ უხელმძღვანელა. ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა მოახერხა აუდიო-ფირზე იმ საუბრის დაფიქსირება, როდესაც მაუწყებლის ჟურნალისტი სტუდენტებს მოთხოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ინფორმაციას აწვდის პირველ არხთან დაკავშირებით", - ნათქვამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: პირველი არხი ეკა კვესიტაძისა და აქციის მონაწილე სტუდენტების აუდიოჩანაწერს ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა