"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, სოსო ვახტანგაშვილის ინფორმაციით , ციხეებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამი ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს.
ამის შესახებ მან გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე განაცხადა, რომელშიც ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ვახტანგაშვილის თქმით, ადგილობრივ მედპერსონალს პატიმრებთან კონტაქტის საშუალება არ ეძლევა, რათა ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელედეს. მისივე ინფორმაციით, ყოველდღიურად თბილისიდან გორში ჩადის ბადრაგი, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღნიშნულ პატიმრებს. ვახტანგაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია დაზუსტებულია, თუმცა, პატუმრების გვარების დადგენას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
აქციაზე ასევე განცხადება გააკეთა ცნობილმა სპორტსმენმა თემურ ხუბულურმა, რომელიც გორელია. მან მიმართა ყველა გორელ სპორტსმენს, მათ შორის ოლიმპიურ ჩემპიონებს, რომ "საქართველოს ყველაზე მეტად დღეს სჭირდება გვერდში დადგომა და ამ მედლებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საზოგადოების გვერდში მათი დგომაა".