სკანდალური მსახიობი, ლინდსი ლოჰანი, რომელსაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა სამართალდამცავებთან, მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია. ლინდსი დააპატიმრეს.
ლოჰანმა სასტუმროსთან მანქანის გაჩერებისას მამაკაცს ავტომობილი Porsche Cayenne დაარტყა. აღსანიშნავია, რომ ლინდსი ნელა მოძრაობდა, თუმცა ავარიული სიტუაციის შექმნა მაინც "მოახერხა".
მსახიობის მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მანქანიდან გადმოვიდა და დაზარალებული მამაკაცი შეამოწმა. როდესაც დარწმუნდა, რომ ტრავმა სასიკვდილო არ იყო, ლინდსი და მისი მეგობარი სასტუმროში შევიდნენ.
მეორე დილით შენობის დატოვებისას ლინდსი დანაშაულის ადგილიდან მიმალვის ბრალდებით დააპატიმრეს.
უცნობია, უჩივის თუ არა დაზარალებული მამაკაცი ვარსკვლავს. ასევე უცნობია, რა სახის სასჯელს დაუწესებენ სკანდალურ მსახიობს.
მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.