ჩინეთში ოქროს თევზების საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა, "ოქროს თევზის დედოფლის" ტიტულის მოსაპოვებლად, 14 ქვეყნიდან 3000 თევზი ”იბრძოდა”.
თევზების სილამაზის კონკურსი ქალაქ ფუძჟუში გაიმართა. უზარმაზარ შენობაში განთავსებულ მაგიდებზე, თეთრ აკვარიუმებში ოქროს თევზები მოათავსეს.
"ჩვენ თევზებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ვაფასებთ, მათ შორის სხეულის მოყვანილობით, ფერით, ჯიშით, წარმომავლობით, ცურვის მანერით.
ჟიურის გაოცება გიგანტურმა ოქროს თევზმა გამოიწვია, რომლის წონა 1.77 კგ-ს აღწევდა. ამის გამო გიგანტურმა ოქროს თევზმა დამატებითი ქულები მიიღო. ოქროს თევზი სტანდარტული ზომისაა და დიდი არ იზრდება.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.