მედიაპროექტი "ეტალონი" "იმედის" ეთერში აღარ გავა. როგორც პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება "ეტალონის" შემოქმედებითმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. "გუშინ ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას ვაცნობეთ... თუმცა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რომ არ მიგვეღო, დღეს აუცილებლად მივიღებდით", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
მისივე თქმით, "იმედიდან" წამოსვლის მიზეზებზე, ნაციონალურ არხებსა და განათლების სისტემაში შექმნილ რეალურ ვითარებასა და შემდგომ გადაწყვეტილებებზე ის უახლოეს დღეებში საჯაროდ ისაუბრებს.