საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი
არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი

რ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რთხე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­სა "არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი:

- არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა იწყ­ე­ბა არა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, არა­მედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბე­ბი რამ­დე­ნად თა­ნა­ბა­რია და ხდე­ბა თუ არა ამომ­რჩევ­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ების ინ­ფორ­მი­რე­ბა სწო­რად. არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბო­ლო შემ­თხვე­ვა ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფი­უ­ლეს პრეს­მდივ­ნის უც­ნა­უ­რი კო­მენ­ტა­რი­ა, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აწერ­და ხელს რო­მე­ლი­ღაც შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის აღი­ა­რე­ბა უნ­და მომ­ხდა­რი­ყო. მინ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ვაცხ­ა­დო, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ "ქცე­ვის კო­დექ­სის" ტექ­სტზე ხელ­მო­წე­რის დას­ტუ­რი ორ­ჯერ მი­ვი­ღეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან". დო­კუ­მენ­ტი კი მხო­ლოდ იმი­ტო­მაა დღემ­დე ხელ­მო­უ­წე­რე­ლი, რომ სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თქვა ხელ­მო­წე­რა­ზე უა­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სურ­და, ტექ­სტში ჩა­წე­რი­ლი­ყო შე­დე­გე­ბის უპი­რო­ბო აღი­ა­რე­ბა, რი­სი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბიც ვი­ყა­ვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რად­გან მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ თუ "ქცე­ვის კო­დექ­სზე­ა" ლა­პა­რა­კი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­ე­ხე­ბო­დეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­საც, რაც არ უნ­დო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". თუმ­ცა, მო­დი, ვი­ლა­პარ­აკოთ იმა­ზე, უშუ­ა­ლოდ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა, რაც ნათ­ლად ჩანს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისევ და ისევ სი­ებ­თან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი სი­ა. ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მას თა­ვი რომ გა­ვა­ნე­ბოთ და ვა­ღი­ა­როთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ციფ­რე­ბი რე­ა­ლუ­რად, გვაქვს ასე­თი სუ­რა­თი: 3.600.000 ამომ­რჩევ­ლი­დან მხო­ლოდ 2 მი­ლი­ონ 172 ათა­სი ცხოვ­რობს იმ მი­სა­მარ­თზე, სა­დაც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და რის მი­ხედ­ვი­თაც წე­რია ამა თუ იმ სა­უბ­ნო სი­ა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამომ­რჩევ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ ცხოვ­რობს იქ, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ჰყავს მი­წე­რი­ლი. მათ შო­რის არი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ში­გა მიგ­რან­ტე­ბი. სულ მა­თი რიცხ­ვი 650.000-ი­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ მი­სამა­რთებ­ზე ვერ იპო­ვეს, რო­მელ­ზეც იყ­ვნენ რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი. ში­გა მიგ­რან­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც "კარ­და­კა­რის" ჩამ­ტა­რებ­ლებს უთხ­რეს, რომ ისი­ნი სხვა ად­გი­ლას ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 99 პრო­ცენ­ტთან მი­ვიდ­ნენ და აღ­რიცხ­ეს. და თუ ეს "კარ­და­კა­რი" მარ­თლა ისე ჩა­ტარ­და, რო­გორც კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მი­სა­მარ­თებ­ზე რა­ტომ ვერ იპო­ვეს? გა­მო­დის, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვა­სთან გვაქვს საქ­მე, ანუ 650.000 კა­ცი ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში არი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მის­ამარ­თებ­ზე რომ ეპო­ვათ, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მა­შინ­ვე და­ა­რე­გის­ტრი­რებ­დნენ რე­ა­ლუ­რი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თი­ან სი­ა­ში პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ო­რე­ბა მოხ­დე­ბო­და. ეს არის ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა, რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ეც­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი. თუ ამ ვერ­ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და­ი­ბეჭ­და და ამ მოწ­მო­ბე­ბით და­იწყ­ეს ხმის მი­ცე­მა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა.

- ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი 2008 წლის სა­პა­რლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა...

- გე­თან­ხე­ბით, მა­სობ­რი­ვად გა­მოჩ­ნდა 2008 წელს, თუმ­ცა ამ­გვა­რი გა­ყალ­ბე­ბა პირ­ვე­ლად 1999 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ვნა­ხე, იმ­ჟა­მად ჩვენ გვქონ­და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ე.წ. მი­წე­რის ბა­რა­თი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, სწო­რედ ეს უსუ­რა­თო "მი­წე­რის ბა­რა­თე­ბი" და­ბეჭ­დეს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­თა და ჩა­წე­რის სხვა­და­სხ­ვა დო­კუ­მენ­ტით აძ­ლევ­დნენ ხმას სხვა­დას­ხვა უბან­ზე. იმ­ხა­ნად გა­ყალ­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბა­ტო­ნი კა­ხა თარ­გა­მა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და, რა თქმა უნ­და, იხე­ი­რა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა". შემ­დეგ ეს მე­თო­დი 2008 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს, ბო­ლოს კი - 2010 წელს, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მე­თო­დი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა სცა­დონ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ კენ­ჭის­ყრი­სას ბი­უ­ლე­ტე­ნებს მა­სობ­რი­ვად ჩაყ­რი­ან სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში, რო­გორც ეს მოხ­და 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ვფიქ­რობ, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამ გზით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა 3%-ზე მე­ტი იყოს, მაგ­რამ ეს 3% უცებ შე­იძ­ლე­ბა ასი ათა­სი ხმა აღ­მოჩ­ნდეს­. ა­მი­ტომ კო­მი­სი­ის წე­ვ­რებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეთ იმ პი­რე­ბის სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ ვერ­სად იპო­ვა, ეს ეხე­ბა რო­გორც ში­გა მიგ­რან­ტებს, ასე­ვე საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლებს, ამას ემა­ტე­ბა კი­დევ რიცხ­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ვერ­სად იპო­ვეს, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მათ "მი­წე­რი­ლ ადა­მი­ა­ნე­ბად" მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. მოკ­ლედ, ყვე­ლა ეს სია უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და ჰქონ­დეს კო­მი­სი­ის წევ­რებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და ჩა­ა­ტა­რონ აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, არის თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ უბ­ნი­სა და სახ­ლის მცხოვ­რე­ბი. ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იაქ­ტი­უ­რებს. ამის გა­მო­რიცხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და ბი­ო­მეტ­რი­ა, მაგ­რამ ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­თან­ხმდა და, სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მაც კვე­რი და­უკ­რა მას.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არა­ერ­თი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის­გან მოგ­ვის­მე­ნი­ა, რომ ზემ­დგო­მი პი­რე­ბი მათ 5, 10 და ზოგ­ჯერ მე­ტი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას სთხო­ვენ. ეს რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- პირ­ვე­ლი - ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს, ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნონ, სუ­ლერ­თი­ა, არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც გა­ყალ­ბდე­ბა და თქვენს ხმას აზ­რი არა აქ­ვსო. ვფიქ­რობ, ამის თა­ო­ბა­ზე კითხ­ვით რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და მივ­მარ­თავ­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ეგებ მო­ვის­მი­ნოთ მა­თი ვერ­სია - რა­ტომ აგ­რო­ვე­ბენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს? მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს სა­ჭი­როა იმ ყალ­ბი მოწ­მო­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, რომ­ლე­ბი­თაც აპი­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, სხვა მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი­ა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე, ის დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს. ეს არ არის ცა­რი­ე­ლი სიტყ­ვე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­დი­ვარ რე­გი­ო­ნებ­ში, ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებ­საც, რო­მელ­თა­გა­ნაც ბევ­რი ვნა­ხე ისე­თი, ვი­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბის მა­ი­სუ­რი აც­ვი­ა, მაგ­რამ ამ პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მას არ აპი­რებს. გგო­ნი­ათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ იცის? - იცის და ამი­ტო­მაც იზ­რდე­ბა გა­ყალ­ბე­ბის საფ­რთხე. ეს დაგ­ვა­ნახ­ვა ნაც­მოძ­რა­ო­ბის ყრი­ლო­ბა­მაც. კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თე­ლავ­ში ჩა­ა­ტა­რეს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, ვნა­ხე, რო­გო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლო­გი­ნი­დან სიცხ­ი­ა­ნი წა­მო­ა­ყე­ნეს და წა­იყ­ვა­ნეს ყრი­ლო­ბა­ზე. ვნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მ­ლე­ბიც ამ ძალ­და­ტა­ნე­ბით გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, ად­გნენ და მე­ო­რე დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ. ამ არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 200 000 კაც­ზე მე­ტი ვერ შეკ­რი­ბეს.

- რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღ­ე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და რი­გით­მა ამომ­რჩევ­ლებ­მა უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სას?

- კი­დევ ერთ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი. თუ ნა­ხეს, რომ რო­მე­ლი­ღაც უბან­ზე ნაც­მოძ­რა­ო­ბამ წა­ა­გო, შე­საძ­ლო­ა, ოქმს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ და­არ­ტყან ბე­ჭე­დი ან ხე­ლი არ მო­ა­წე­რონ. აქ ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა­ზე. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაც არის: უბ­ნებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით იცი­ან, ვინ არის "ოც­ნე­ბის" მომ­ხრე, ამი­ტო­მაც ამ სა­ვა­რა­უ­დო მომ­ხრე­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი - შე­იძ­ლე­ბა ბე­ჭე­დი არ ჰქონ­დეს ან ხელ­მო­წე­რა აკ­ლდეს, ამი­ტო­მაც ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­აქ­ციონ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ამომ­რჩე­ვ­ლ­ებ­მაც. ასე­ვე საფ­რთხის შემ­ცვე­ლია ოქ­მე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში გვე­ყო­ლე­ბა ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მომ­ზად­დეს ოქ­მე­ბი და მა­თი ას­ლე­ბი. კო­მი­სია ვალ­დე­ბუ­ლი­ა, 12 სა­ა­თის შემ­დეგ გას­ცეს ეს ას­ლე­ბი. ზო­გა­დად, ცეს­კოს კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვი­ა, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი კვო­ტის ფარ­გლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდივ­ნე­ბად სულ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტე­ბი შე­არ­ჩი­ა, მაგ­რამ ხა­რა­ტიშ­ვილ­სა და მის კო­მი­სი­ას, მი­უმ­ხრობ­ლო­ბა­ზე რომ დე­ბენ თავს, შე­ეძ­ლოთ უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი.

დღეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ თვი­თონ არის ცეს­კო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი. ცეს­კომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის პრინ­ცი­პი და­არ­ღვი­ა, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­დას­ტუ­რებს ეჭვს, რომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კო­მი­სია ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცი­ის დაც­ვას ცდი­ლობს... დიდ ქა­ლა­ქებ­ში არის ე.წ. კა­რუ­სე­ლის დატ­რი­ა­ლე­ბის საფ­რთხე, რო­დე­საც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით და სხვა ტრა­ნსპორ­ტით და­ა­ტა­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა უბან­ზე ხმის მი­სა­ცე­მად. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბას სჭირ­დე­ბა კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლებ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ამ­გვა­რი დარ­ღვე­ვე­ბი დრო­უ­ლად რომ იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი. ასე­თი გაყა­ლ­ბე­ბის საფ­რთხე ძი­რი­თა­დად არის თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში...

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებ­საც ხარ­ჯავს, რო­გორც ვი­ცი, თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­საც მი­მარ­თეთ...

- დი­ახ, ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯე­ტებ­ში ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დზე მე­ტი ლა­რი გა­და­ი­რიცხ­ა, რაც წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე მე­ტი­ა. თა­ნაც ეს ფუ­ლი ძი­რი­თა­დად იხარ­ჯე­ბა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ზუგ­დი­დის ბი­უ­ჯეტ­ში მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­რიცხ­ეს, აქე­დან, 7 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­საწყ­ო­ბად და ეს თა­ნ­ხა უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი­ა. თუმ­ცა რა ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი მო­აწყ­ვეს, არ ვი­ცი. თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­და­რიცხ­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც რეს­ტორ­ნის პლას­ტი­კა­ტით მო­სა­პირ­კე­თე­ბლად. ვფიქ­რობ, ამ ფაქ­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც მივ­მარ­თეთ კი­დეც, მაგ­რამ ყურ­საც არა­ვინ იბერ­ტყავს.

- "ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და აშ­შ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე თო­მას მე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას.

- არ ვი­ცი, რას გუ­ლის­ხმობ­და ბა­ტო­ნი მე­ლი­ა. იმის პირ­და­პირ გაცხ­ა­დე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო არ ვარ­გა, იქ­ნე­ბო­და ლე­გ­იტი­მა­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შე­მ­დეგ ხალ­ხის ქუ­ჩა­ში გა­მო­საყ­ვა­ნად, არა­და, უცხ­ო­ე­ლებს ეს ძა­ლი­ან არ უნ­დათ. მსოფ­ლიო­ში იმ­დენ ად­გი­ლას არის არე­უ­ლო­ბა, რომ კი­დევ ერ­თი თა­ვის ტკი­ვი­ლის გა­ჩე­ნა არა­ვის სურს, თუმ­ცა შე­ფარ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი შე­ნიშ­ვნა გა­მო­ით­ქვა. ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ლა­პა­რა­კია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას" ეძახ­დნენ, ამი­ტო­მაც ახ­ლა ამე­რი­კე­ლე­ბი ტერ­მი­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ძა­ლი­ან ფრთხი­ლო­ბენ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი

არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი

რ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რთხე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­სა "არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი:

- არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა იწყ­ე­ბა არა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, არა­მედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბე­ბი რამ­დე­ნად თა­ნა­ბა­რია და ხდე­ბა თუ არა ამომ­რჩევ­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ების ინ­ფორ­მი­რე­ბა სწო­რად. არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბო­ლო შემ­თხვე­ვა ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფი­უ­ლეს პრეს­მდივ­ნის უც­ნა­უ­რი კო­მენ­ტა­რი­ა, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აწერ­და ხელს რო­მე­ლი­ღაც შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის აღი­ა­რე­ბა უნ­და მომ­ხდა­რი­ყო. მინ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ვაცხ­ა­დო, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ "ქცე­ვის კო­დექ­სის" ტექ­სტზე ხელ­მო­წე­რის დას­ტუ­რი ორ­ჯერ მი­ვი­ღეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან". დო­კუ­მენ­ტი კი მხო­ლოდ იმი­ტო­მაა დღემ­დე ხელ­მო­უ­წე­რე­ლი, რომ სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თქვა ხელ­მო­წე­რა­ზე უა­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სურ­და, ტექ­სტში ჩა­წე­რი­ლი­ყო შე­დე­გე­ბის უპი­რო­ბო აღი­ა­რე­ბა, რი­სი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბიც ვი­ყა­ვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რად­გან მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ თუ "ქცე­ვის კო­დექ­სზე­ა" ლა­პა­რა­კი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­ე­ხე­ბო­დეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­საც, რაც არ უნ­დო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". თუმ­ცა, მო­დი, ვი­ლა­პარ­აკოთ იმა­ზე, უშუ­ა­ლოდ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა, რაც ნათ­ლად ჩანს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისევ და ისევ სი­ებ­თან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი სი­ა. ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მას თა­ვი რომ გა­ვა­ნე­ბოთ და ვა­ღი­ა­როთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ციფ­რე­ბი რე­ა­ლუ­რად, გვაქვს ასე­თი სუ­რა­თი: 3.600.000 ამომ­რჩევ­ლი­დან მხო­ლოდ 2 მი­ლი­ონ 172 ათა­სი ცხოვ­რობს იმ მი­სა­მარ­თზე, სა­დაც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და რის მი­ხედ­ვი­თაც წე­რია ამა თუ იმ სა­უბ­ნო სი­ა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამომ­რჩევ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ ცხოვ­რობს იქ, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ჰყავს მი­წე­რი­ლი. მათ შო­რის არი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ში­გა მიგ­რან­ტე­ბი. სულ მა­თი რიცხ­ვი 650.000-ი­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ მი­სამა­რთებ­ზე ვერ იპო­ვეს, რო­მელ­ზეც იყ­ვნენ რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი. ში­გა მიგ­რან­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც "კარ­და­კა­რის" ჩამ­ტა­რებ­ლებს უთხ­რეს, რომ ისი­ნი სხვა ად­გილას ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 99 პრო­ცენ­ტთან მი­ვიდ­ნენ და აღ­რიცხ­ეს. და თუ ეს "კარ­და­კა­რი" მარ­თლა ისე ჩა­ტარ­და, რო­გორც კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მი­სა­მარ­თებ­ზე რა­ტომ ვერ იპო­ვეს? გა­მო­დის, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვა­სთან გვაქვს საქმე, ანუ 650.000 კა­ცი ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში არი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მის­ამარ­თებ­ზე რომ ეპო­ვათ, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მა­შინ­ვე და­ა­რე­გის­ტრი­რებ­დნენ რე­ა­ლუ­რი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თი­ან სი­ა­ში პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ო­რე­ბა მოხ­დე­ბო­და. ეს არის ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა, რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ეც­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი. თუ ამ ვერ­ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და­ი­ბეჭ­და და ამ მოწ­მო­ბე­ბით და­იწყ­ეს ხმის მი­ცე­მა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა.

- ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი 2008 წლის სა­პა­რლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა...

- გე­თან­ხე­ბით, მა­სობ­რი­ვად გა­მოჩ­ნდა 2008 წელს, თუმ­ცა ამ­გვა­რი გა­ყალ­ბე­ბა პირ­ვე­ლად 1999 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ვნა­ხე, იმ­ჟა­მად ჩვენ გვქონ­და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ე.წ. მი­წე­რის ბა­რა­თი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, სწო­რედ ეს უსუ­რა­თო "მი­წე­რის ბა­რა­თე­ბი" და­ბეჭ­დეს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­თა და ჩა­წე­რის სხვა­და­სხ­ვა დო­კუ­მენ­ტით აძ­ლევ­დნენ ხმას სხვა­დას­ხვა უბან­ზე. იმ­ხა­ნად გა­ყალ­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბა­ტო­ნი კა­ხა თარ­გა­მა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და, რა თქმა უნ­და, იხე­ი­რა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა". შემ­დეგ ეს მე­თო­დი 2008 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს, ბო­ლოს კი - 2010 წელს, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მე­თო­დი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა სცა­დონ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ კენ­ჭის­ყრი­სას ბი­უ­ლე­ტე­ნებს მა­სობ­რი­ვად ჩაყ­რი­ან სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში, რო­გორც ეს მოხ­და 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ვფიქ­რობ, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამ გზით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა 3%-ზე მე­ტი იყოს, მაგ­რამ ეს 3% უცებ შე­იძ­ლე­ბა ასი ათა­სი ხმა აღ­მოჩ­ნდეს­. ა­მი­ტომ კო­მი­სი­ის წე­ვ­რებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეთ იმ პი­რე­ბის სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ ვერ­სად იპო­ვა, ეს ეხე­ბა რო­გორც ში­გა მიგ­რან­ტებს, ასე­ვე საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლებს, ამას ემა­ტე­ბა კი­დევ რიცხ­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ვერ­სად იპო­ვეს, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მათ "მი­წე­რი­ლ ადა­მი­ა­ნე­ბად" მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. მოკ­ლედ, ყვე­ლა ეს სია უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და ჰქონ­დეს კო­მი­სი­ის წევ­რებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და ჩა­ა­ტა­რონ აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, არის თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ უბ­ნი­სა და სახ­ლის მცხოვ­რე­ბი. ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იაქ­ტი­უ­რებს. ამის გა­მო­რიცხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და ბი­ო­მეტ­რი­ა, მაგ­რამ ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­თან­ხმდა და, სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მაც კვე­რი და­უკ­რა მას.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არა­ერ­თი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის­გან მოგ­ვის­მე­ნი­ა, რომ ზემ­დგო­მი პი­რე­ბი მათ 5, 10 და ზოგ­ჯერ მე­ტი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას სთხო­ვენ. ეს რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- პირ­ვე­ლი - ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს, ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნონ, სუ­ლერ­თი­ა, არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც გა­ყალ­ბდე­ბა და თქვენს ხმას აზ­რი არა აქ­ვსო. ვფიქ­რობ, ამის თა­ო­ბა­ზე კითხ­ვით რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და მივ­მარ­თავ­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ეგებ მო­ვის­მი­ნოთ მა­თი ვერ­სია - რა­ტომ აგ­რო­ვე­ბენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს? მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს სა­ჭი­როა იმ ყალ­ბი მოწ­მო­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, რომ­ლე­ბი­თაც აპი­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, სხვა მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი­ა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე, ის დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს. ეს არ არის ცა­რი­ე­ლი სიტყ­ვე­ბი. ძა­ლი­ან ბევრს დავ­დი­ვარ რე­გი­ო­ნებ­ში, ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებ­საც, რო­მელ­თა­გა­ნაც ბევ­რი ვნა­ხე ისე­თი, ვი­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბის მა­ი­სუ­რი აც­ვი­ა, მაგ­რამ ამ პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მას არ აპი­რებს. გგო­ნი­ათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ იცის? - იცის და ამი­ტო­მაც იზ­რდე­ბა გა­ყალ­ბე­ბის საფ­რთხე. ეს დაგ­ვა­ნახ­ვა ნაც­მოძ­რა­ო­ბის ყრი­ლო­ბა­მაც. კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თე­ლავ­ში ჩა­ა­ტა­რეს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, ვნა­ხე, რო­გო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლო­გი­ნი­დან სიცხ­ი­ა­ნი წა­მო­ა­ყენეს და წა­იყ­ვა­ნეს ყრი­ლო­ბა­ზე. ვნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მ­ლე­ბიც ამ ძალ­და­ტა­ნე­ბით გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, ად­გნენ და მე­ო­რე დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ. ამ არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 200 000 კაც­ზე მე­ტი ვერ შეკ­რი­ბეს.

- რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღ­ე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და რი­გით­მა ამომ­რჩევ­ლებ­მა უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სას?

- კი­დევ ერთ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი. თუ ნა­ხეს, რომ რო­მე­ლი­ღაც უბან­ზე ნაც­მოძ­რა­ო­ბამ წა­ა­გო, შე­საძ­ლო­ა, ოქმს მი­ზან­მიმარ­თუ­ლად არ და­არ­ტყან ბე­ჭე­დი ან ხე­ლი არ მო­ა­წე­რონ. აქ ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა­ზე. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაც არის: უბ­ნებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით იცი­ან, ვინ არის "ოც­ნე­ბის" მომ­ხრე, ამი­ტო­მაც ამ სა­ვა­რა­უ­დო მომ­ხრე­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი - შე­იძ­ლე­ბა ბე­ჭე­დი არ ჰქონდეს ან ხელ­მო­წე­რა აკ­ლდეს, ამი­ტო­მაც ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­აქ­ციონ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ამომ­რჩე­ვ­ლ­ებ­მაც. ასე­ვე საფ­რთხის შემ­ცვე­ლია ოქ­მე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში გვე­ყო­ლე­ბა ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მომ­ზად­დეს ოქ­მე­ბი და მა­თი ას­ლე­ბი. კო­მი­სია ვალ­დე­ბუ­ლი­ა, 12 სა­ა­თის შემ­დეგ გას­ცეს ეს ას­ლე­ბი. ზო­გა­დად, ცეს­კოს კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვი­ა, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი კვო­ტის ფარ­გლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდივ­ნე­ბად სულ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტე­ბი შე­არ­ჩი­ა, მაგ­რამ ხა­რა­ტიშ­ვილ­სა და მის კო­მი­სი­ას, მი­უმ­ხრობ­ლო­ბა­ზე რომ დე­ბენ თავს, შე­ეძ­ლოთ უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი.

დღეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ თვი­თონ არის ცეს­კო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი. ცეს­კომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის პრინ­ცი­პი და­არ­ღვი­ა, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­დას­ტუ­რებს ეჭვს, რომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კო­მი­სია ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცი­ის დაც­ვას ცდი­ლობს... დიდ ქა­ლა­ქებ­ში არის ე.წ. კა­რუ­სე­ლის დატ­რი­ა­ლე­ბის საფ­რთხე, რო­დე­საც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით და სხვა ტრა­ნსპორ­ტით და­ა­ტა­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა უბან­ზე ხმის მი­სა­ცე­მად. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბას სჭირ­დე­ბა კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლებ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ამ­გვა­რი დარ­ღვე­ვე­ბი დრო­უ­ლად რომ იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი. ასე­თი გაყა­ლ­ბე­ბის საფ­რთხე ძი­რი­თა­დად არის თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში...

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებ­საც ხარ­ჯავს, რო­გორც ვი­ცი, თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­საც მი­მარ­თეთ...

- დი­ახ, ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯე­ტებში ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დზე მე­ტი ლა­რი გა­და­ი­რიცხ­ა, რაც წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე მე­ტი­ა. თა­ნაც ეს ფუ­ლი ძი­რი­თა­დად იხარ­ჯე­ბა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ზუგ­დი­დის ბი­უ­ჯეტ­ში მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­რიცხ­ეს, აქე­დან, 7 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­საწყ­ო­ბად და ეს თა­ნ­ხა უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი­ა. თუმცა რა ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი მო­აწყ­ვეს, არ ვი­ცი. თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­და­რიცხ­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც რეს­ტორ­ნის პლას­ტი­კა­ტით მო­სა­პირ­კე­თე­ბლად. ვფიქ­რობ, ამ ფაქ­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც მივ­მარ­თეთ კი­დეც, მაგ­რამ ყურ­საც არა­ვინ იბერ­ტყავს.

- "ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნაცხა­და აშ­შ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე თო­მას მე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას.

- არ ვი­ცი, რას გუ­ლის­ხმობ­და ბა­ტო­ნი მე­ლი­ა. იმის პირ­და­პირ გაცხ­ა­დე­ბა, რომ საარჩევნო გა­რე­მო არ ვარ­გა, იქ­ნე­ბო­და ლე­გ­იტი­მა­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შე­მ­დეგ ხალ­ხის ქუჩაში გა­მო­საყ­ვანად, არა­და, უცხ­ო­ე­ლებს ეს ძა­ლი­ან არ უნ­დათ. მსოფ­ლიო­ში იმ­დენ ად­გი­ლას არის არე­უ­ლო­ბა, რომ კი­დევ ერ­თი თა­ვის ტკი­ვი­ლის გა­ჩე­ნა არა­ვის სურს, თუმ­ცა შე­ფარ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი შე­ნიშ­ვნა გა­მო­ით­ქვა. ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ლა­პა­რა­კია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დემოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას" ეძახ­დნენ, ამი­ტო­მაც ახ­ლა ამე­რი­კე­ლე­ბი ტერ­მი­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ძა­ლი­ან ფრთხი­ლო­ბენ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა