სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტარს, ედპ-ს წევრ გურამ ჩახვაძეს, რომელიც კანცელარიიდან გამოვიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩახვაძეს აქციის მონაწილეებისთვის პასუხი არ გაუცია და ფეხით გაემართა პარლამენტისკენ.
თუმცა მას აქციის მონაწილეთა ნაწილი გაჰყვა და ჩახვაძეს წყალი და სხვადასხვა სახის სასმელი შეასხეს.
აქციის ორგანიზატორებმა მათ კანცელარიასთან დაბრუნებისკენ და მსგავსი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. გურამ ჩახვაძეს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.