სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"
თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"

"აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში არ ვარ და ამ სა­გი­ჟეთს რომ ვუ­ყუ­რებ, რაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ტრი­ა­ლებს, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, რო­მე­ლი­მე მხა­რეს ვიყო. გულ­წრფე­ლად მიკ­ვირს, ჩვე­ნი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ვი­საც ახ­ლაც აქვს სურ­ვი­ლი და გან­წყო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში იყოს", - ამ­ბობს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს ყო­ფი­ლი წევ­რი, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ქო­რი­ძე, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავს.

- ჭკუ­ას არა­ვის ვა­რი­გებ, მაგ­რამ მე პი­რა­დად, მირ­ჩევ­ნია, სად­მე ჩრდილ­ში ვიყო და ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დე. მა­გა­ლი­თად, შე­მოქ­მე­დე­ბის ხა­ზით ვი­მუ­შაო და თუ რა­მეს მკი­თხა­ვენ, ვუ­პა­სუ­ხო, რად­გან თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზრი გა­მოვ­თქვა. თუმ­ცა ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს ამ ცხოვ­რე­ბა­ში. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და ვერც იმის მტკი­ცე­ბას და­ვი­წყებ, რა­ტომ არის უად­გი­ლო ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა.

- დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს "სა­გი­ჟე­თი"უწო­დეთ. რა გაძ­ლევთ ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- და­ვი­წყოთ იქი­დან, თუ რა ხდე­ბა ახ­ლან­დელ ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, - პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ დო­დოშ­კა და მისი და­ქა­ლე­ბი რას იზა­მენ, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებს, ეს არის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლი რამ, ორი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მუ­შა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­ში ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. ამ საქ­მე­ში "მე-9 არხი"და "მა­ესტრო"ტოლს კი არ უდე­ბენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ებს, პი­რი­ქით, და­ჯაბ­ნეს კი­დეც. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და მა­ღა­ლან­ზღა­უ­რე­ბა­დი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­დე­ბა, იქ მო­ე­ხა­ზა ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას.

- არ მოგ­წონთ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი?

- არა, შალ­ვა არ არის ნი­ჭი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, ის არის ცი­ნი­კო­სი და ამით გა­დის ფონს, რად­გან ამას თა­ვად იუ­მორს უწო­დებს. ცი­ნიზ­მი და სარ­კაზ­მი არ არის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამით იზო­მე­ბა მათი "მაგ­რო­ბა", მაგ­რამ ეს არ არის ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძელ­დეს. რო­გორც კი ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­წრა­ფოდ უნდა აღიკ­ვე­თოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- გაქვთ იმე­დი, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა?

- ამ შემ­თხვე­ვა­შიც ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ პა­სუხს, - ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა გა­მო­ცო­ცხლდა, რად­გან ამ მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აი­ძუ­ლა ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო, თო­რემ ის კაცი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯავ­და და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთი თეთ­რიც არ გა­უ­ღია. ძა­ლი­ან მიკ­ვირს, რა­ტომ... მა­შინ იქ­ნე­ბო­და ის ჭეშ­მა­რი­ტი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, ასე რომ მოქ­ცე­უ­ლი­ყო და ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ეზ­რუ­ნა. ახლა, როცა ის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ და ში­შო­ბენ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ხალ­ხი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას, ეს პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლი ექ­ნე­ბო­და. მე მეს­მის, მას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბით არ უცხოვ­რია და ამი­ტო­მაც ქარ­თვე­ლი კა­ცის გუ­ლის­ტკი­ვი­ლიც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ ეს­მის, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვით, რომ სა­ერ­თოდ არ ეს­მის, ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ­დენ ადა­მი­ანს არც და­ეხ­მა­რე­ბო­და. თა­ვის მხრივ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბალ გა­ნათ­ლე­ბა­ში ბრა­ლი მი­უ­ძღვით ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­საც, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც თა­ვი­ან­თი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის დროს მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხას ხარ­ჯა­ვენ, არას­დროს გახ­სე­ნე­ბი­ათ, ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ეზ­რუ­ნათ. ცხა­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის იხე­ი­რებს ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბით, რო­მე­ლიც უყუ­რებს და ტკბე­ბა თა­ვი­სი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, რო­მე­ლიც ტყუ­ილ­ზე აგე­ბულ ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს. იმ­დე­ნად მა­ხინ­ჯია სა­მი­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უჩ­ნდეს ადა­მი­ანს შე­კი­თხვა, რა­ტომ არის ასე? რა­ტომ გვა­ტყუ­ე­ბენ? მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ პრო­ტეს­ტი. მე მი­ვე­სალ­მე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნას, რად­გან ხალ­ხი გა­მო­ცო­ცხლდა და იმე­დი მი­ე­ცა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით უფრო გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ის სირ­თუ­ლე, რო­მე­ლიც ახ­ლან­დელ პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებს ახ­ლავს, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- ალ­ბათ თვალს ადევ­ნებთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს...

- რა თქმა უნდა, ნერ­ვებს ვძა­ბავ და ვცდი­ლობ, ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რო, რათა მოვ­ლე­ნებს არ ჩა­მოვ­რჩე. ამ მხრივ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც, ყვე­ლა­ნა­ი­რი ირო­ნი­ის გა­რე­შე ვამ­ბობ, გულ­წრფე­ლად მე­ცო­დე­ბა.

- რა­ტომ?

- შე­ხე­დეთ მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს. ყვე­ლა სო­ფელ­ში ერ­თნა­ი­რი მი­მარ­თვა ჰქონ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას წყლი­სა და გა­ზის შე­სა­ხებ ეკი­თხე­ბო­და. სი­ტყვის მა­რა­გით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ამის მიჩ­ქმალ­ვას მისი გუნ­დი რო­გორ­ღაც ახერ­ხებ­და. მე ფი­ლო­ლო­გი ვარ და გან­სა­კუთ­რე­ბით უხე­შად მხვდე­ბა ყურ­ში მისი გზა­აბ­ნე­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა. ახლა კი, მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, მითი მისი ძლე­ვა­მო­სი­ლი შს მი­ნის­ტრო­ბის შე­სა­ხებ, მითი მრის­ხა­ნე­ბი­სა და სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­კე­ტი­ლი, შე­უ­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე და­ინ­გრა. სწრა­ფად და გა­ურ­კვევ­ლად მო­სა­უბ­რე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რომ­ლის მტკი­ცე ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ ლა­მის ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას მიკრო­ფო­ნი­თა და წი­ნას­წარ გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ერთი და იმა­ვე ტექ­სტით ძა­ლი­ან უმ­წეო და სა­ცო­და­ვი ჩანს. ჯობ­და, ისევ იმ დახ­შულ კედ­ლებ­ში მჯდა­რი­ყო და მი­ნის­ტრად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სხვა თუ არა­ფე­რი, როცა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, ვანო მე­რაბშ­ვი­ლი ისევ უძ­ლე­ვე­ლი მი­ნის­ტრის სტა­ტუ­სით და­ტო­ვებ­და პოსტს. ალ­ბათ მას და მის ახ­ლობ­ლებს ახ­რჩობთ მი­შას კუდ­ში მა­დე­ვა­რი ვი­თომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი. დიახ, ამ მი­ნის­ტრის ქვე­შევ­რდო­მებს ბევ­რი გა­დაც­დო­მა ჰქონ­დათ, მაგ­რამ ის მა­ინც საქ­მის მკე­თე­ბელ კად­რად მი­იჩ­ნე­ო­და და მე მას ვურ­ჩევ­დი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­ცამ­ტვე­რე­ბუ­ლა მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი, წა­ვი­დეს სახ­ლში. ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხი ჰქონ­და. დე­და­მისს ჟე­ნია ჰქვია თურ­მე, იმე­დი მაქვს, შვი­ლის გა­მი­ნის­ტრე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ხელს არ შე­იც­ვლი­და. სხვა­თა შო­რის, დედა ყო­ველ­თვის გრძნობს შვი­ლის სატ­კი­ვარს და ალ­ბათ არც ახლა გა­მო­ე­პა­რე­ბო­და მისი ნა­ძა­ლა­დე­ვად მშვი­დი სახე და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა. ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნო ჟე­ნია, ურ­ჩი­ეთ თქვენს შვილს, და­ა­ნე­ბოს თავი ამ გა­უ­გებ­რო­ბას და წა­ვი­დეს სახ­ლში. არ აქვს თქვენს შვილს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის ნიჭი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, როცა ვუს­მენ, რო­გორ ცოდ­ვი­ლობს ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ეს არ არის ქვეყ­ნის მე­ო­რე პი­რის მე­ტყვე­ლე­ბა.

- არა მგო­ნია, თუნ­დაც დე­დას და­უ­ჯე­როს, ბა­ტო­ნო თე­მურ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"მას­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს...

- მარ­თა­ლი ხართ, წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ხავსს ეჭი­დე­ბო­დაო, ისეა მა­გა­თი საქ­მე. რე­ა­ლუ­რად, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა უკვე დას­რულ­და. ვერც მე­რა­ბიშ­ვი­ლის უკვე დამ­სხვრე­უ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი უშ­ვე­ლის საქ­მეს. არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში, მაგ­რამ რაც უნდა მოხ­დეს, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა. ჩვენს პრე­ზი­დენტს დიდ პატ­რი­ო­ტად რომ მო­აქვს თავი, ერთხელ მა­ინც უნდა მიხ­ვდეს, რომ ყვე­ლა­ფერს აქვს ამ­ქვეყ­ნად და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი. წა­ვი­დეს სახ­ლში და წიგ­ნე­ბი იკი­თხოს. მე ბოღ­მა ადა­მი­ა­ნი არ ვარ და თუ რამე შე­მიძ­ლია, და­ვეხ­მა­რე­ბი, შე­მეც­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც შე­ვურ­ჩევ, ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­საც შვე­ლის... არ ვხუმ­რობ, სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ იმას, რა­საც ვფიქ­რობ. არ შე­იძ­ლე­ბა აზ­როვ­ნე­ბას­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ცხრა წელი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­შია და ახლა გვე­უბ­ნე­ბა, - "მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს". შე და­ლოც­ვი­ლო, სად იყა­ვი აქამ­დე? ოპო­ზი­ცი­ა­ში იყა­ვი?.. სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს, ახლა გა­ახ­სენ­დათ, რომ ხალ­ხს მეტი სარ­გე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა? იქ­ნებ ამ ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხიც რომ არ­სე­ბობს, ის არ ახ­სოვ­დათ?!. ასე რომ, მე მეს­მის მათი მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი, ახლა გა­უ­გეს კარგ ცხოვ­რე­ბას გემო და არ უნ­დათ ამის და­კარ­გვა, მაგ­რამ მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ამო­წუ­რეს. ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ კე­დელ­თან არი­ან მიმ­წყვდე­უ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხერ­ხე­მა­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ა­თი რომ შეც­ვა­ლეს, მა­შინ იყო გა­სა­გე­ბი, რომ მთლად არ­ხე­ი­ნად არ იყო ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი და მისი გუნ­დი.

- არც ისე დიდი ხნის წინ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ არ­ცთუ სიმ­პა­თი­ით იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი. ახლა რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ცვლას აპი­რებს?

- ხომ გა­გი­გი­ათ, რო­გორც გი­ჭირ­დეს, ისე გილ­ხინ­დე­სო. რა თქმა უნდა, რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ მაქვს შე­კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ჩვენ­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და ყვე­ლას შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. თა­ვის დრო­ზე, ჩვენც, ეროვ­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და­ვუშ­ვით შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ ლაფ­სუ­სე­ბი უფრო გა­მო­უც­დე­ლო­ბით მოგ­ვდი­ო­და, ვიდ­რე პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით. მა­შინ რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც სხვა­ნა­ი­რი იყო და ამი­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და...

ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ცუდი ვნა­ხეთ, ჩვენ გვყავს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის"და­სა­წყი­სი, სკო­ლის პროგ­რა­მა, ე.წ. სა­ზე­პი­რო­ე­ბიც კი არ იცის და თავი პატ­რი­ო­ტად მო­აქვს, ჩვენ გვყავს მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ო­ბენ და შემ­დეგ მი­დი­ან სას­წავ­ლებ­ლად. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სა­ფერ­ფლე მოხ­ვდე­ბათ თუ სხვა სა­გა­ნი? ფაქ­ტია, მათ გა­ნათ­ლე­ბა აკ­ლი­ათ... ხალ­ხი და­ი­ღა­ლა მუდ­მი­ვი ტყუ­ი­ლე­ბით, მუდ­მი­ვი აგ­რე­სი­ით, მუდ­მი­ვი ცი­ნიზ­მით. ქარ­თველ გლე­ხკაცს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა არ იცის, არა­და, მთე­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა იმის ცქე­რა და აღ­ქმა, რო­გორ შეჰ­ხა­რის მის მიერ დარ­გულ ხეს, რო­დის გა­იზ­რდე­ბა და რო­დის გა­მო­ის­ხამს ნა­ყოფს. თუ ქარ­თუ­ლი ჯი­ში­სა და ჯი­ლა­გის არ ხარ, ამას ვერ გა­ი­გებ. არ არი­ან ისი­ნი ქარ­თუ­ლი გე­ნის. ვინ­მე მე­ტყვის, რომ ძმე­ბი კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი ქარ­თუ­ლი გე­ნის არი­ან?.. ან ბო­კე­რი­ას ეტყო­ბა რამე ქარ­თვე­ლო­ბის? მე­რა­ბიშ­ვილ­ზე ისე­დაც ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე და ცოდ­ვაა, თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბაც ეყო­ფა კაცს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე ძა­ლი­ან რა­ტომ გე­ცო­დე­ბათ?

- მარ­თლა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, ტე­ლე­ჩარ­თვებს რომ აკე­თე­ბი­ნე­ბენ, დე­და­მი­წის ტკი­ვი­ლი აქვს თვა­ლებ­ში ასა­ხუ­ლი, რა თქვას არ იცის. მიშა ათას სი­სუ­ლე­ლეს კი ბო­დი­ა­ლობს, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი მა­ინც შე­უძ­ლია, თა­ვი­სი უნი­ჭო და მდა­რე ტყუ­ი­ლე­ბით მა­სას მა­ინც მო­ა­ტყუ­ებს. თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კა გვაქვს, მთე­ლი მსოფ­ლიო თავს იკ­ლავს, ოღონდ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ხო­ნო. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ჩი­ნე­ლე­ბი შე­მოგ­ვი­სია, შე­ნე­ბა უნდა გვას­წავ­ლონ. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა გვას­წავ­ლეს თუ არა, არ ვიცი, ისე კი, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ამა­ზე ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლის პა­სუ­ხი, რო­მელ­საც აღ­მა­შე­ნებ­ლის ამ­ბი­ცია აქვს, თავი მო­აქვს, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხალ­ხი და­ვა­საქ­მე­თო. მან ქარ­თუ­ლი არ იცის. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აღრფთო­ვა­ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი არის "ძა­ლი­ან მა­გა­რია", არა­და, ამ და­ლოც­ვლილ ქარ­თულ ენა­ში გვაქვს უამ­რა­ვი შე­სა­ტყვი­სი, კარ­გია, ლა­მა­ზია, მშვე­ნი­ე­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვია, ბრწყინ­ვა­ლეა...

ასე რომ, კარ­გად მეს­მის, ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას აპი­რებს, იდე­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი არ არის, მაგ­რამ არც იმის ფუ­ფუ­ნე­ბა გვაქვს, უკე­თეს­სა და უა­რესს შო­რის გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, - ორი უა­რე­სი­დან უკე­თე­სი უა­რე­სი უნდა ავირ­ჩი­ოთ. ასე­თია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა, რად­გან ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა­ნა­ი­რად ჭა­ობ­ში ფუთ­ფუ­თი მა­ტუ­ლობს. არ შე­იძ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა"გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სინ­დრო­მი კი­დევ ერთხელ იგე­მონ. ახლა იმ­დენს ბე­და­ვენ, რამ­დენ­საც ვა­ბედ­ვი­ნებთ და კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის"კმა­ყო­ფა­ზე მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ახლა ხალ­ხი და­ი­მე­დე­ბუ­ლია, რად­გან იცი­ან, რომ მათ ბრძო­ლას აქვს აზრი. ეს აზრი არ უნდა და­ი­კარ­გოს. რამ­დე­ნად მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხალ­ხმა უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს მმარ­თველ გუნდს, რას აპა­ტი­ებს და რას არა. და­ნარ­ჩენს დრო და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გვიჩ­ვე­ნებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"

თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"

"აქტიურ პოლიტიკაში არ ვარ და ამ საგიჟეთს რომ ვუყურებ, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს, ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე მხარეს ვიყო. გულწრფელად მიკვირს, ჩვენი თაობის ადამიანების, ეროვნული მოძრაობის მონაწილეების, ვისაც ახლაც აქვს სურვილი და განწყობა პოლიტიკაში იყოს", - ამბობს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თემურ ქორიძე, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროინდელი პოლიტიკოსების გააქტიურებაზე გაოცებას ვერ მალავს.

- ჭკუას არავის ვარიგებ, მაგრამ მე პირადად, მირჩევნია, სადმე ჩრდილში ვიყო და ჩემს საქმეს ვაკეთებდე. მაგალითად, შემოქმედების ხაზით ვიმუშაო და თუ რამეს მკითხავენ, ვუპასუხო, რადგან თავს უფლებას ვაძლევ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რატომ არის უადგილო ჩვენი პოლიტიკაში ყოფნა.

- დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს "საგიჟეთი"უწოდეთ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- დავიწყოთ იქიდან, თუ რა ხდება ახლანდელ ქართულ ტელესივრცეში, - პოლიტიკურ გადაცემებს ვგულისხმობ, თორემ დოდოშკა და მისი დაქალები რას იზამენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის... რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკურ შოუებს, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი რამ, ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე არაპროფესიონალი ჟურნალისტის მუშაობა, რომლებიც ურთიერთბრალდებებში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ საქმეში "მე-9 არხი"და "მაესტრო"ტოლს კი არ უდებენ სახელისუფლებო ტელევიზიებს, პირიქით, დაჯაბნეს კიდეც. შალვა რამიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მაღალანზღაურებადი ჟურნალისტი გახდება, იქ მოეხაზა ქართულ ჟურნალისტიკას.

- არ მოგწონთ შალვა რამიშვილი?

- არა, შალვა არ არის ნიჭიერი ჟურნალისტი, ის არის ცინიკოსი და ამით გადის ფონს, რადგან ამას თავად იუმორს უწოდებს. ცინიზმი და სარკაზმი არ არის ჟურნალისტიკა. სამწუხაროა, რომ ამით იზომება მათი "მაგრობა", მაგრამ ეს არ არის ობიექტური ჟურნალისტიკა. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოება ვერ განვითარდება.

- გაქვთ იმედი, რომ ოქტომბერში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება?

- ამ შემთხვევაშიც ცოტა შორიდან დავიწყებ პასუხს, - ქართული სამოქალაქო საზოგადოება ახლა გამოცოცხლდა, რადგან ამ მოძალადე ხელისუფლებამ აიძულა ასე მოქცეულიყო, თორემ ის კაცი ქველმოქმედებაში მილიონებს ხარჯავდა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ერთი თეთრიც არ გაუღია. ძალიან მიკვირს, რატომ... მაშინ იქნებოდა ის ჭეშმარიტი მამულიშვილი, ასე რომ მოქცეულიყო და ხალხის განათლებაზეც ეზრუნა. ახლა, როცა ის და მისი თანაგუნდელები საზოგადოებაზე დიდ იმედებს ამყარებენ და შიშობენ, რამდენად შეძლებს ხალხი სწორი არჩევანის გაკეთებას, ეს პრობლემა მოხსნილი ექნებოდა. მე მესმის, მას დიდი ხნის განმავლობაში ქართული ცხოვრებით არ უცხოვრია და ამიტომაც ქართველი კაცის გულისტკივილიც მხოლოდ ნაწილობრივ ესმის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ესმის, ასე რომ ყოფილიყო, ამდენ ადამიანს არც დაეხმარებოდა. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების დაბალ განათლებაში ბრალი მიუძღვით ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც თუნდაც თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიების დროს მილიონობით თანხას ხარჯავენ, არასდროს გახსენებიათ, ხალხის განათლებაზე ეზრუნათ. ცხადია, ხელისუფლება ყოველთვის იხეირებს ისეთი საზოგადოებით, რომელიც უყურებს და ტკბება თავისი სახელისუფლებო ტელევიზიებით, რომელიც ტყუილზე აგებულ ტელესიუჟეტებს ამზადებს. იმდენად მახინჯია სამივე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა, რომ აუცილებლად უნდა გაუჩნდეს ადამიანს შეკითხვა, რატომ არის ასე? რატომ გვატყუებენ? მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანს უჩნდება ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი. მე მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას, რადგან ხალხი გამოცოცხლდა და იმედი მიეცა, მაგრამ ინფორმაციული თვალსაზრისით უფრო გამოფხიზლებული რომ ყოფილიყვნენ, ის სირთულე, რომელიც ახლანდელ პოლიტიკურ ბატალიებს ახლავს, განახევრებული იქნებოდა.

- ალბათ თვალს ადევნებთ პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრებს...

- რა თქმა უნდა, ნერვებს ვძაბავ და ვცდილობ, ტელევიზორს ვუყურო, რათა მოვლენებს არ ჩამოვრჩე. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ყველანაირი ირონიის გარეშე ვამბობ, გულწრფელად მეცოდება.

- რატომ?

- შეხედეთ მის სატელევიზიო გამოსვლებს. ყველა სოფელში ერთნაირი მიმართვა ჰქონდა, მოსახლეობას წყლისა და გაზის შესახებ ეკითხებოდა. სიტყვის მარაგით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ამის მიჩქმალვას მისი გუნდი როგორღაც ახერხებდა. მე ფილოლოგი ვარ და განსაკუთრებით უხეშად მხვდება ყურში მისი გზააბნეული მეტყველება. ახლა კი, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მითი მისი ძლევამოსილი შს მინისტრობის შესახებ, მითი მრისხანებისა და სამინისტროში ჩაკეტილი, შეუვალი პიროვნების შესახებ, მთავრობის პირველივე სხდომაზე დაინგრა. სწრაფად და გაურკვევლად მოსაუბრე მერაბიშვილი, რომლის მტკიცე ხასიათის შესახებ ლამის ლეგენდები დადიოდა, მოსახლეობასთან შეხვედრისას მიკროფონითა და წინასწარ გაზეპირებული ერთი და იმავე ტექსტით ძალიან უმწეო და საცოდავი ჩანს. ჯობდა, ისევ იმ დახშულ კედლებში მჯდარიყო და მინისტრად დარჩენილიყო. სხვა თუ არაფერი, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა, ვანო მერაბშვილი ისევ უძლეველი მინისტრის სტატუსით დატოვებდა პოსტს. ალბათ მას და მის ახლობლებს ახრჩობთ მიშას კუდში მადევარი ვითომ პრემიერ-მინისტრის პოსტი. დიახ, ამ მინისტრის ქვეშევრდომებს ბევრი გადაცდომა ჰქონდათ, მაგრამ ის მაინც საქმის მკეთებელ კადრად მიიჩნეოდა და მე მას ვურჩევდი, სანამ ბოლომდე არ გაცამტვერებულა მისი ავტორიტეტი, წავიდეს სახლში. ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან პატიოსანი ოჯახი ჰქონდა. დედამისს ჟენია ჰქვია თურმე, იმედი მაქვს, შვილის გამინისტრების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, სახელს არ შეიცვლიდა. სხვათა შორის, დედა ყოველთვის გრძნობს შვილის სატკივარს და ალბათ არც ახლა გამოეპარებოდა მისი ნაძალადევად მშვიდი სახე და თავდაჯერებული გამომეტყველება. ამიტომ, ქალბატონო ჟენია, ურჩიეთ თქვენს შვილს, დაანებოს თავი ამ გაუგებრობას და წავიდეს სახლში. არ აქვს თქვენს შვილს პოლიტიკაში ყოფნის ნიჭი. ძალიან ვნერვიულობ, როცა ვუსმენ, როგორ ცოდვილობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ეს არ არის ქვეყნის მეორე პირის მეტყველება.

- არა მგონია, თუნდაც დედას დაუჯეროს, ბატონო თემურ, "ნაციონალური მოძრაობა"მასზე დიდ იმედებს ამყარებს...

- მართალი ხართ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა მაგათი საქმე. რეალურად, სააკაშვილის მმართველობა უკვე დასრულდა. ვერც მერაბიშვილის უკვე დამსხვრეული ავტორიტეტი უშველის საქმეს. არავინ იცის, რა მოხდება ოქტომბერში, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენს პრეზიდენტს დიდ პატრიოტად რომ მოაქვს თავი, ერთხელ მაინც უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერს აქვს ამქვეყნად დასაწყისი და დასასრული. წავიდეს სახლში და წიგნები იკითხოს. მე ბოღმა ადამიანი არ ვარ და თუ რამე შემიძლია, დავეხმარები, შემეცნებით ლიტერატურასაც შევურჩევ, ანალიტიკურ აზროვნებასაც შველის... არ ვხუმრობ, სრულიად გულწრფელად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. არ შეიძლება აზროვნებასთან პრობლემები არ ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ცხრა წელი ქვეყნის სათავეშია და ახლა გვეუბნება, - "მეტი სარგებელი ხალხს". შე დალოცვილო, სად იყავი აქამდე? ოპოზიციაში იყავი?.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ახლა გაახსენდათ, რომ ხალხს მეტი სარგებელი სჭირდება? იქნებ ამ ქვეყანაში ხალხიც რომ არსებობს, ის არ ახსოვდათ?!. ასე რომ, მე მესმის მათი მღელვარების მიზეზი, ახლა გაუგეს კარგ ცხოვრებას გემო და არ უნდათ ამის დაკარგვა, მაგრამ მათ ყველანაირი პოტენციალი ამოწურეს. ყველა ვხედავთ, რომ კედელთან არიან მიმწყვდეული. ხელისუფლების ხერხემალი, მერაბიშვილი ახალაიათი რომ შეცვალეს, მაშინ იყო გასაგები, რომ მთლად არხეინად არ იყო ბატონი მიხეილი და მისი გუნდი.

- არც ისე დიდი ხნის წინ კოალიცია "ქართული ოცნებაში"გაერთიანებული ადამიანების მიმართ არცთუ სიმპათიით იყავით განწყობილი. ახლა როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური გუნდის მი­მართ, რომელიც ამ ხელისუფლების შე­ცვლას აპირებს?

- ხომ გაგიგიათ, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. რა თქმა უნდა, რამდენიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ მაქვს შეკითხვები, მაგრამ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მისაღები პოლიტიკური ძალა საქართველოში არ იქნება. პატარა ქვეყანა ვართ და ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით. თავის დროზე, ჩვენც, ეროვნულმა ხელისუფლებამაც დავუშვით შეცდომები, მაგრამ ლაფსუსები უფრო გამოუცდელობით მოგვდიოდა, ვიდრე პირადი გამორჩენის მიზნით. მაშინ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაც სხვანაირი იყო და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა...

ამ ოცი წლის განმავლობაში ბევრი ცუდი ვნახეთ, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც "ვეფხისტყაოსნის"დასაწყისი, სკოლის პროგრამა, ე.წ. საზეპიროებიც კი არ იცის და თავი პატრიოტად მოაქვს, ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებიც ჯერ მინისტრის პოსტზე მუშაობენ და შემდეგ მიდიან სასწავლებლად. რა მნიშვნელობა აქვს, საფერფლე მოხვდებათ თუ სხვა საგანი? ფაქტია, მათ განათლება აკლიათ... ხალხი დაიღალა მუდმივი ტყუილებით, მუდმივი აგრესიით, მუდმივი ცინიზმით. ქართველ გლეხკაცს ეუბნებიან, რომ მიწის დამუშავება არ იცის, არადა, მთელი ფილოსოფიაა იმის ცქერა და აღქმა, როგორ შეჰხარის მის მიერ დარგულ ხეს, როდის გაიზრდება და როდის გამოისხამს ნაყოფს. თუ ქართული ჯიშისა და ჯილაგის არ ხარ, ამას ვერ გაიგებ. არ არიან ისინი ქართული გენის. ვინმე მეტყვის, რომ ძმები კუბლაშვილები ქართული გენის არიან?.. ან ბოკერიას ეტყობა რამე ქართველობის? მერაბიშვილზე ისედაც ბევრი ვილაპარაკე და ცოდვაა, თავისი გაჭირვებაც ეყოფა კაცს.

- საინტერესოა, ასე ძალიან რატომ გეცოდებათ?

- მართლა ძალიან მეცოდება, ტელეჩართვებს რომ აკეთებინებენ, დედამიწის ტკივილი აქვს თვალებში ასახული, რა თქვას არ იცის. მიშა ათას სისულელეს კი ბოდიალობს, მაგრამ ლაპარაკი მაინც შეუძლია, თავისი უნიჭო და მდარე ტყუილებით მასას მაინც მოატყუებს. თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, მთელი მსოფლიო თავს იკლავს, ოღონდ საქართველო ნახონო. სინამდვილეში კი, ჩინელები შემოგვისია, შენება უნდა გვასწავლონ. მიწის დამუშავება გვასწავლეს თუ არა, არ ვიცი, ისე კი, ძალიან მაინტერესებს ამაზე ბატონი მიხეილის პასუხი, რომელსაც აღმაშენებლის ამბიცია აქვს, თავი მოაქვს, მშენებლობები მიმდინარეობს და ხალხი დავასაქმეთო. მან ქართული არ იცის. სააკაშვილისთვის აღრფთოვანების გამომხატველი სიტყვები არის "ძალიან მაგარია", არადა, ამ დალოცვლილ ქართულ ენაში გვაქვს უამრავი შესატყვისი, კარგია, ლამაზია, მშვენიერია, შესანიშნავია, ბრწყინვალეა...

ასე რომ, კარგად მესმის, ივანიშვილის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, იდეალურად შერჩეული არ არის, მაგრამ არც იმის ფუფუნება გვაქვს, უკეთესსა და უარესს შორის გავაკეთოთ არჩევანი, - ორი უარესიდან უკეთესი უარესი უნდა ავირჩიოთ. ასეთია ჩვენი რეალობა, რადგან ცვლილებები აუცილებელია. სხვანაირად ჭაობში ფუთფუთი მატულობს. არ შეიძლება "ნაციონალებმა"გამარჯვებულის სინდრომი კიდევ ერთხელ იგემონ. ახლა იმდენს ბედავენ, რამდენსაც ვაბედვინებთ და კიდევ ერთი გამარჯვების შემდეგ, ჩათვალეთ, რომ "ნაციონალების"კმაყოფაზე მოგვიწევს ცხოვრება. ახლა ხალხი დაიმედებულია, რადგან იციან, რომ მათ ბრძოლას აქვს აზრი. ეს აზრი არ უნდა დაიკარგოს. რამდენად მშვიდობიანად დასრულდება ეს ყველაფერი, ხალხზეა დამოკიდებული. ხალხმა უნდა აგრძნობინოს მმართველ გუნდს, რას აპატიებს და რას არა. დანარჩენს დრო და პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"