ბიზნესმენმა ვლადისლავ დორონინმა სუპერმოდელი ნაომი კემპბელი კეიტ მოსზე გაცვალა. ბრიტანელმა პაპარაცებმა 38 წლის სუპერმოდელს, კეიტ მოსს რუსი ოლიგარქის იახტაზე ფოტოები გადაუღეს. ისინი ერთად ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ფორმენტერაზე ისვენებდნენ.
დორონინმა მოსი საკუთარ იახტაზე დაპატიჟა. ამასთან, დორონინი სუპერმოდელს ნაომი კემპბელის გარეშე შეხვდა. ამჟამად, ოლიგარქის შეყვარებული რეალითი-შოუ "The Face"-ის გადაღებებით არის დაკავებული.
"კეიტი ესპანეთში ფილმის გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა ძველ მეგობართან ერთად დაესვენა",- აცხადებს მოდელის ნაცნობი მსახიობი სედი ფროსტი.
მოსის და დორონინის ფლირტს თვალს მოდელის მეუღლე, როკ ჯგუფ The Kills-ის გიტარისტი ჯეიმი ჰინსი ადევნებდა. პაპარაცების ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ იგი შეზლონგზე მჯდომი მომხდარს თვალყურს ყურადღებით ადევნებს. ფოტოგრაფების თქმით, მის სახეზე არანაირი ემოცია არ შეუმჩნევიათ.
ერთი თვის წინ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ი იუწყებოდა, რომ დორონინის და კემპბელის ურთიერთობას დიდი ხანია ბზარი გაუჩნდა: წყვილი სუპერმოდელის მფლანგველობის გამო ხშირად ჩხუბობს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ბიზნესმენი მოდელს წელიწადში 3 მლნ ევროს ახარჯავს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.