პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - პენიტენციალური სისტემის რეფორმირების მიზნით საპარლამენტო კომისია შეიქმნება
დავით ბაქრაძე - პენიტენციალური სისტემის რეფორმირების მიზნით საპარლამენტო კომისია შეიქმნება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახალ პარ­ლა­მენ­ტში პარ­ლა­მენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რათა ცი­ხე­ებ­ში პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს.

ამის შე­სა­ხებ და­ვით ბაქ­რა­ძემ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"მე ვარ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი იმ ყვე­ლაფ­რით, რაც ვი­ხი­ლეთ ეკ­რან­ზე. უფრო მე­ტიც, ვარ უკი­დუ­რე­სად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. 8 წლის მან­ძილ­ზე ჩვენ ვა­შე­ნებ­დით ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და ძა­ლა­დო­ბი­სა და წა­მე­ბი­სა­გან. ჩვენ არ მივ­ცემთ უფ­ლე­ბას არც ერთ უწყე­ბის შიგ­ნით მო­კა­ლა­თე­ბულ სა­დისტ დამ­ნა­შა­ვე­ებს, ეჭ­ვი­სა და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს ის, რაც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მით, ოფ­ლი­თა და სის­ხლით მო­ი­პო­ვა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მისი თქმით, არა­ვის მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნონ, თუ რო­გორ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბენ. ბაქ­რა­ძემ მო­ი­თხო­ვა ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და უმ­კაც­რე­სად დას­ჯა ყვე­ლა, მათ შო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ქმე­დე­ბით თუ უმოქ­მე­დო­ბით მსგავ­სი ფაქ­ტებს შე­უ­წყეს ხელი. ასე­ვე, და­ვით ბაქ­რა­ძე ითხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ და­ცუ­ლი და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში, შე­იქ­მნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რათა მოხ­დეს სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა.

ბაქ­რა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­რო არ არის ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზა­ცია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დავით ბაქრაძე - პენიტენციალური სისტემის რეფორმირების მიზნით საპარლამენტო კომისია შეიქმნება

დავით ბაქრაძე - პენიტენციალური სისტემის რეფორმირების მიზნით საპარლამენტო კომისია შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალ პარლამენტში პარლამენტის ინიციატივით შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა ციხეებში პენიტენციალური სისტემის რეფორმირება მოხდეს.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვარ შეძრწუნებული და შოკირებული იმ ყველაფრით, რაც ვიხილეთ ეკრანზე. უფრო მეტიც, ვარ უკიდურესად გაბრაზებული. 8 წლის მანძილზე ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძალადობისა და წამებისაგან. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ უწყების შიგნით მოკალათებულ სადისტ დამნაშავეებს, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ 8 წლის განმავლობაში შრომით, ოფლითა და სისხლით მოიპოვა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, არავის მისცემენ უფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, თუ როგორ სახელმწიფოს აშენებენ. ბაქრაძემ მოითხოვა ფაქტების გამოძიება და უმკაცრესად დასჯა ყველა, მათ შორის თანამდებობების პირებისა, რომლებმაც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით მსგავსი ფაქტებს შეუწყეს ხელი. ასევე, დავით ბაქრაძე ითხოვს, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ციხეში მყოფი პატიმრები უნდა იყვნენ დაცული და აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა მოხდეს სისტემის რეფორმირება.

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საჭირო არ არის ამ საკითხის პოლიტიზაცია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა