მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპროტეტო აქციებმა საქართველოს რეგიონებიც მოიცვა
საპროტეტო აქციებმა საქართველოს რეგიონებიც მოიცვა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ქუ­თა­ი­სის კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ქუ­თა­ი­სის სა­პყრო­ბი­ლეს­თან დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

ცი­ხეს­თან უკვე იკ­რი­ბე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში მომ­ხდარ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ქუ­თა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას გეგ­მა­ვენ ქუ­თა­ის­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი; ისი­ნი პლა­კა­ტე­ბით - "არ აწა­მო" გა­მოვ­ლენ.

დღეს­ვე, 13:00 სა­ათ­ზე, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფო­თის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შემ­ზა­რავ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ფო­თი­დან იუ­წყე­ბა, ბრი­ფინ­გის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ეკა ბე­სე­ლი­ამ და ბლოკ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფო­თის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­მა, აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყო, რო­მე­ლიც სა­ქა­ლა­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან დას­რულ­დე­ბა.

ფო­თის ცენ­ტრში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გუ­შინ ღა­მით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და. აქ­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ი­გეგ­მა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ათე­უ­ლო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ი­ღო, აქ­ცი­ას შე­ურ­დნენ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ბა­თუმ­ში კი ამ წუ­თებ­ში ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცი­ხე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქო­ბუ­ლე­თის და ბა­თუ­მის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის 2000 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი შე­უ­ერ­თდა.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი მა­სალ­კინ­მა აღ­ნიშ­ნა, ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ხილ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­ვი­ზი­ით შეძ­ლო, ყვე­ლამ იცო­და.

"ეს ფაქ­ტე­ბი ჟო­ნავ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ით­ქვას, მსოფ­ლი­ომ უნდა და­ი­ნა­ხოს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს. საქ­მე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეს და 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ეს რე­ჟი­მი არ­ჩევ­ნე­ბის გზით უნდა დას­რულ­დეს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მა­სალ­კინ­მა.

აქ­ცი­ას "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. რო­გორც ნიაზ ზო­სი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ფაქ­ტე­ბი ამაზ­რზე­ნია და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი კი არ მარ­თავს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო­ზე მაღ­ლა მდგა­რი ათამ­დე ჩი­ნოვ­ნი­კი:

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ლადო მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ რაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ტეს­ტის სა­ხით ადექ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ზუგ­დიდ­ში, N4 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან 14:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დნე­ტი ზუგ­დი­დი­დან იუ­წყე­ბა, ზუგ­დი­დის ცი­ხეს­თან და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას გეგ­მა­ვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზუგ­დი­დის შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ ქვა­რა­ია კი მო­ქა­ლა­ქე­ებს ერ­თად დგო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ყვე­ლას, ვი­საც გული ერ­ჩის ამ ქვეყ­ნის­თვის, მო­ვუ­წო­დებთ მო­ვი­დეს და გა­აპ­რო­ტეს­ტოს ეს უსა­მარ­თლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ქვა­რა­ი­ამ.

ამ წუ­თებ­ში კი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხა­შუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ; ასე­ვე, 14:00 სა­ა­თის­თვის გო­რის ცენ­ტრში აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ხა­შურ­ში, სკვერ­ში აქ­ცი­ას "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" მოძ­რა­ო­ბაც მარ­თავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენტს გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მხო­ლოდ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გა­დად­გო­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ნიშ­ნავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მომ­ხდარ­ზე. მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ქვეყ­ნის მარ­თვის არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­მა გუ­რი­აც მო­იც­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" გუ­რი­ის კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ლან­ჩხუთ­ში დღეს, 12:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. გუ­რი­ა­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლია მუ­ხა­შავ­რი­აც იმ­ყო­ფე­ბა.

ლან­ჩხუ­თის გარ­და, ჩო­ხა­ტა­ურ­შიც აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა მო­ე­წყო­ბა. ჩო­ხა­ტა­უ­რის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან ამ წუ­თებ­ში სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იკ­რი­ბე­ბა.

რო­გორც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში აცხა­დე­ბენ, პირ­ვე­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­თან შე­ჩერ­დე­ბი­ან და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოზურ­გეთს, მსვლე­ლო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სი­დან და­ი­წყო, შე­ჩერ­დე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან. მსვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა დაბა ლა­ი­თუ­რის­კენ გაგ­რძელ­დეს, სა­დაც ცი­ხის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა.

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი, წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, თე­ლავ­ში, ერეკ­ლე მე­ო­რეს მო­ე­დან­ზე გა­აპ­რო­ტეს­ტეს. აქ­ცი­ა­ზე, კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი და ყვარ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი 40 მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა დაგ­მეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი კა­ხე­თი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, აქ­ცი­ა­ზე მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა და უნდა გა­დად­გეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცია თე­ლა­ვის ცენ­ტრში დი­ლის 4:00 სათ­ზე დას­რულ­და. დღეს კა­ხეთ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ფაქ­ტზე, საპ­რო­ტე­ტო აქ­ცია და­გეგ­მი­ლი არ არის.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის რუს­თა­ვის @N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთაა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რუს­თა­ვე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ზო­გა­დად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მსჯავ­რდე­ბულ­თა ცე­მი­სა და წა­მე­ბის, ასე­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რე­ბი იღე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუს­თა­ვის N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ტრან­სპა­რან­ტე­ბით არი­ან შეკ­რე­ბი­ლი - "სო­ლი­და­რო­ბა პა­ტიმ­რებს", "იწა­მე ადა­მი­ა­ნი", "ძირს ტი­რა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პა­ტიმ­რებს შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვე­ბენ, N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფან­ჯრებ­ში პა­ტიმ­რე­ბი ჩა­ნან, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ფან­ჯრე­ბი­დან, გი­სო­სებს მიღ­მა­დან ხელს უქ­ნე­ვენ.

N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი - დე­კა­ნო­ზი და­ვით ისა­კა­ძე, იგი დღეს პა­ტიმ­რებ­თან იყო შე­სუ­ლი და მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ის გმობს ყვე­ლა იმ სი­სას­ტი­კეს, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. დე­კა­ნოზ და­ვით ისა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს. აქ­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გუ­შინ გავ­რცელ­და. სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლად შსს-მ გა­ა­კე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ­ვე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი "მა­ესტრომ" და "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დგომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა უწყე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერს მისი გა­დად­გო­მის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საპროტეტო აქციებმა საქართველოს რეგიონებიც მოიცვა

საპროტეტო აქციებმა საქართველოს რეგიონებიც მოიცვა

სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი ფაქტების გავრცელებას დღეს, საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" ქუთაისის კორესპონდენტი იუწყება, ქუთაისის საპყრობილესთან დღეს, დაახლოებით ნახევარ საათში საპროტესტო აქცია გაიმართება.

ციხესთან უკვე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარ პატიმართა წამებას და შეურაცხყოფას აპროტესტებენ. ქუთაისის აქციაზე მისვლას გეგმავენ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები; ისინი პლაკატებით - "არ აწამო" გამოვლენ.

დღესვე, 13:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან პატიმართა წამებისა, ღირსების შემლახავ და არაადამიანური მოპყრობის შემზარავ ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ბრიფინგის დასრულებისთანავე ეკა ბესელიამ და ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბმა, აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომელიც საქალაქო პროკურატურის შენობასთან დასრულდება.

ფოთის ცენტრში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გუშინ ღამით 23:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ათეულობით წარმომადგენელმა მიიღო, აქციას შეურდნენ რიგითი მოქალაქეები.

ბათუმში კი ამ წუთებში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები ციხეებში პატიმართა წამებას აპროტესტებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ქობულეთის და ბათუმის მხარდამჭერების 2000 კაციანი ჯგუფი შეუერთდა.

როგორც "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მასალკინმა აღნიშნა, ფაქტები, რომლის ვიზუალურად ხილვა საზოგადოებამ ტელევიზიით შეძლო, ყველამ იცოდა.

"ეს ფაქტები ჟონავდა წლების განმავლობაში. პროტესტი აუცილებლად უნდა გამოითქვას, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. საქმე არჩევნებამდე უნდა მივიდეს და 1-ელ ოქტომბერს ეს რეჟიმი არჩევნების გზით უნდა დასრულდეს", - აღნიშნა გიორგი მასალკინმა.

აქციას "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" აჭარის ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ. როგორც ნიაზ ზოსიძემ განაცხადა, ფაქტები ამაზრზენია და სახელმწიფოს კანონი კი არ მართავს, არამედ სახელმწიფოზე მაღლა მდგარი ათამდე ჩინოვნიკი:

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც პატიმართა წამების კადრები გავრცელდა, საზოგადოებამ პროტესტის სახით ადექვატური რეაგირება მოახდინა.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში, N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 14:00 საათზე გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდნეტი ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდის ციხესთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას გეგმავენ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის წარმომადგენლები. შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია კი მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

"ყველას, ვისაც გული ერჩის ამ ქვეყნისთვის, მოვუწოდებთ მოვიდეს და გააპროტესტოს ეს უსამართლობა", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ამ წუთებში კი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხაშურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ და პატიმრების წამებას აპროტესტებენ; ასევე, 14:00 საათისთვის გორის ცენტრში აქცია-მსვლელობა დაიწყება, რომელსაც ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია უხელმძღვანელებს.

ხაშურში, სკვერში აქციას "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობაც მართავს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს გიორგი თარგამაძემ განუცხადა, მხოლოდ ხათუნა კალმახელიძის გადადგომა აბსოლუტურად არ ნიშნავს პასუხისმგებლობას მომხდარზე. მისივე თქმით, გუშინ გავრცელებული კადრების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის მართვის არანაირი უფლება არ გააჩნია.

მომხდართან დაკავშირებით, საპროტესტო გამოსვლებმა გურიაც მოიცვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" გურიის კორესპონდენტი იუწყება, ლანჩხუთში დღეს, 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებსაც საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გურიაში უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც იმყოფება.

ლანჩხუთის გარდა, ჩოხატაურშიც აქცია-მსვლელობა მოეწყობა. ჩოხატაურის "ქართული ოცნების" ოფისთან ამ წუთებში სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობა იკრიბება.

როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში აცხადებენ, პირველად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეჩერდებიან და შემდეგ პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებენ.

რაც შეეხება ოზურგეთს, მსვლელობა "ქართული ოცნების" ოფისიდან დაიწყო, შეჩერდებიან პოლიციის შენობასთან და იუსტიციის სახლთან. მსვლელობა შესაძლოა დაბა ლაითურისკენ გაგრძელდეს, სადაც ციხის მშენებლობა მიმდინარეობა.

პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, წუხელ გვიან ღამით, თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე გააპროტესტეს. აქციაზე, კოალიცია ქართული ოცნების" გურჯაანიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი, თელავის მაჟორიტარი კანდიდატი გელა სამხარაული და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი 40 მხარდამჭერთან ერთად შეიკრიბნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული ძალადობა დაგმეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იტყობინება, აქციაზე მანანა ბერიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და უნდა გადადგეს. "ქართული ოცნების" აქცია თელავის ცენტრში დილის 4:00 სათზე დასრულდა. დღეს კახეთში პატიმართა წამების ფაქტზე, საპროტეტო აქცია დაგეგმილი არ არის.

სასჯელაღსრულების რუსთავის @N16 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია 13:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთაა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" რუსთაველი კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები გლდანის N8 დაწესებულებაში და ზოგადად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ცემისა და წამების, ასევე შეურაცხყოფის ფაქტებს აპროტესტებენ. აქციაში მონაწილეობას "ქართული ოცნების" წევრები, მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები იღებენ. აქციის მონაწილეები რუსთავის N16 დაწესებულებასთან ტრანსპარანტებით არიან შეკრებილი - "სოლიდარობა პატიმრებს", "იწამე ადამიანი", "ძირს ტირანი ხელისუფლება", აქციის მონაწილეები პატიმრებს შეძახილებით ამხნევებენ, N16 დაწესებულების ფანჯრებში პატიმრები ჩანან, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფანჯრებიდან, გისოსებს მიღმადან ხელს უქნევენ.

N16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ასევე სასულიერო პირები - დეკანოზი დავით ისაკაძე, იგი დღეს პატიმრებთან იყო შესული და მოინახულა. როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ის გმობს ყველა იმ სისასტიკეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გლდანის N8 დაწესებულებაში. დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. აქცია ამ დრომდე გრძელდება.

სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.

გუშინვე პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი პრემიერს მისი გადადგომის წინადადებით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა