"ვიკიპედიაზე" გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური სტატია სკანდალურ ვიდეომასალაზე, რომელიც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას ასახავს - http://en.wikipedia.org/wiki/Gldani_prison_scandal.
"ვიდეო, რომელშიც ასახულია პოლიციელების მიერ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ციხის ყოფილმა ზედამხედველმა ვლადიმერ ბედუკაძემ გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მოსახლეობას დამნაშავეთა სამაგალითოდ დასჯა აღუთქვა, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა მაღლაკელიძე თანამდებობიდან გადადგა", - წერს საიტი.