დათა აკობია შსს-ს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

დათა აკობია შსს-ს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ავტორი, ამავე დაწესებულების ოფიცერი დათა აკობია ამ დროისთვის შსს-ს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ეს ინფორმაცია პროკურატურაში მისულ ადვოკატ სალომე აბულაძეს ამ სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა მიაწოდა.

ადვოკატი და მედიაკავშირ "ობიექტივის" წევრები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ სად ჰყავდათ დაკავებული დათა აკობია.

დათა აკობია დღეს გამთენიისას საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააკავეს. როგორც სალომე აბულაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, დათა აკობია სასატიკად არის ნაცემი და ნაწამები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა