ძაღლი ბატკანს ბოთლით რძეს აჭმევს

ძაღლი ბატკანს ბოთლით რძეს აჭმევს

დევონშირის საგრაფოში მცხოვრები ლუის მურჰაუსის ფერმაში 10 წლის ძაღლი ჯესი პატარა ბატკანს განსაკუთრებული მონდომებით უვლის.

გამოცემა Daily Mail-ის ფოტოსურათებში ჩანს, რომ ძაღლი რძით სავსე ბოთლს პირით ჩაბღაუჭებია და პატარა ბატკანს რძეს ასმევს. როგორც ლუისი აცხადებს, ძაღლი ყოველთვის მზადაა, ფერმაში მიმოფანტული ნივთები თავის ადგილას დაალაგოს.

"ჯესი სულ პატარა ლეკვი იყო, როდესაც ფერმაში ცხვრებთან ერთად თამაშობდა. მისი გაჩერება შეუძლებელია, მთელი დღე მეხმარება", - ამბობს ფერმის მფლობელი.

ძაღლი

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს