პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ის შემზარავი ისტორია, რომელიც გლდანის ციხეს უკავშირდება, არ სრულდება
 ზურაბ აბაშიძე - ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ის შემზარავი ისტორია, რომელიც გლდანის ციხეს უკავშირდება, არ სრულდება

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გა­დად­გო­მით ის შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გლ­და­ნის ცი­ხეს უკავ­შირ­დე­ბა, არ სრულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცელ­და, ადას­ტუ­რებს, რომ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი ერთჯე­რა­დი არაა და სა­ხე­ზე სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მაა.

"ეს შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტე­ბია. დი­ლი­დან ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ თავს. კალ­მა­ხე­ლი­ძის გა­დად­გო­მით ეს შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია არ სრულ­დე­ბა. ის გა­მო­ძი­ე­ბით უნდა გაგ­რძელ­დეს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უნდა წა­რი­მარ­თოს, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უნ­დობ­ლო­ბა ახლა ძა­ლი­ან დი­დია. ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა აგოს იმ გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფაქ­ტებ­ზე, რაც ვი­ხი­ლეთ. აქ სხვა მიდ­გო­მა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სიმ­შვი­დე უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა მივ­ცეთ სა­ბა­ბი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი საფრ­თხის ქვეშ დად­გეს", - აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გუ­შინ გავ­რცელ­და. სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლად შსს-მ გა­ა­კე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ­ვე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი "მა­ესტრომ" და "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დგომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა უწყე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერს მისი გა­დად­გო­მის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ზურაბ აბაშიძე - ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ის შემზარავი ისტორია, რომელიც გლდანის ციხეს უკავშირდება, არ სრულდება

 ზურაბ აბაშიძე - ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ის შემზარავი ისტორია, რომელიც გლდანის ციხეს უკავშირდება, არ სრულდება

ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ის შემზარავი ისტორია, რომელიც გლდანის ციხეს უკავშირდება, არ სრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ორი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა, ადასტურებს, რომ პატიმართა წამების ფაქტები ერთჯერადი არაა და სახეზე სისტემური პრობლემაა.

"ეს შემზარავი ფაქტებია. დილიდან ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. კალმახელიძის გადადგომით ეს შემზარავი ისტორია არ სრულდება. ის გამოძიებით უნდა გაგრძელდეს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა წარიმართოს, რადგან ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობა ახლა ძალიან დიდია. ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ გამაოგნებელ ფაქტებზე, რაც ვიხილეთ. აქ სხვა მიდგომა არ შეიძლება", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად საზოგადოებამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და არჩევნებამდე მივიდეს.

"ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ არჩევნები საფრთხის ქვეშ დადგეს", - აღნიშნა აბაშიძემ.

სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.

გუშინვე პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი პრემიერს მისი გადადგომის წინადადებით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა