მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო მანჯავიძე - გლდანის #8 საპყრობილის დაკავებულ ოფიცერ დათა აკობიას სასურველი ჩვენების მისაცემად აწამებენ
სოსო მანჯავიძე - გლდანის #8 საპყრობილის დაკავებულ ოფიცერ დათა აკობიას სასურველი ჩვენების მისაცემად აწამებენ

"სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის სოსო მან­ჯა­ვი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გლ­და­ნის #8 სა­პყრო­ბი­ლის და­კა­ვე­ბულ ოფი­ცერ დათა აკო­ბი­ას სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად აწა­მე­ბენ, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის გა­და­სარ­ჩე­ნად აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ეს ადა­მი­ა­ნი არის ის, ვინც გლ­და­ნის ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ტა­ნა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი ამ­ხი­ლა. მთელ­მა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­და ის, თუ რა ხდე­ბო­და იქ, მაგ­რამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე იყო და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. იმის ნაც­ვლად, რომ ეს რე­ჟი­მი დამ­ნა­შა­ვე­ებს იჭერ­დეს, იჭე­რენ მათ, ვინც და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა და ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ და­ნა­შა­ულს ჩა­დის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დათა აკო­ბია ახლა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ალ­ბათ, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზე­წო­ლა და წა­მე­ბა, ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ", - გა­ნუ­ცხა­და მან­ჯა­ვი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აკო­ბი­ამ იცო­და, რომ მის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ვერ მო­ას­წრო.

"დათა სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ორმა ოპე­რა­ტი­ულ­მა მან­ქა­ნამ აიყ­ვა­ნა. მის და­სა­კა­ვებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი", - დას­ძი­ნა მან­ჯა­ვი­ძემ.

დათა აკო­ბია იმ კად­რე­ბის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც გლ­და­ნის ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბას ასა­ხავს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სოსო მანჯავიძე - გლდანის #8 საპყრობილის დაკავებულ ოფიცერ დათა აკობიას სასურველი ჩვენების მისაცემად აწამებენ

სოსო მანჯავიძე - გლდანის #8 საპყრობილის დაკავებულ ოფიცერ დათა აკობიას სასურველი ჩვენების მისაცემად აწამებენ

"საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერის სოსო მანჯავიძის განცხადებით, გლდანის #8 საპყრობილის დაკავებულ ოფიცერ დათა აკობიას სასურველი ჩვენების მისაცემად აწამებენ, რის გამოც საზოგადოებას მის გადასარჩენად აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ეს ადამიანი არის ის, ვინც გლდანის ციხეში არსებული რეალური ვითარების შესახებ ინფორმაცია გამოიტანა და დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილა. მთელმა ქართულმა საზოგადოებამ იცოდა ის, თუ რა ხდებოდა იქ, მაგრამ დაწესებულება დახურული სივრცე იყო და ინფორმაციის დადასტურების საშუალება არ გვქონდა. იმის ნაცვლად, რომ ეს რეჟიმი დამნაშავეებს იჭერდეს, იჭერენ მათ, ვინც დანაშაული გამოავლინა და ამით ხელისუფლება ახალ დანაშაულს ჩადის. დარწმუნებული ვარ, დათა აკობია ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ალბათ, ცრუ ჩვენების მიცემის მიზნით მასზე განხორციელდება ზეწოლა და წამება, ამიტომაც საჭიროა საზოგადოების აქტიურობა, რომ ეს ადამიანი გადავარჩინოთ", - განუცხადა მანჯავიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, აკობიამ იცოდა, რომ მის მიმართ შურისძიება განხორციელდებოდა, რის გამოც საქართველოს დატოვებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო.

"დათა საქართველო-სომხეთის საზღვარზე ორმა ოპერატიულმა მანქანამ აიყვანა. მის დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია იქნა ჩატარებული", - დასძინა მანჯავიძემ.

დათა აკობია იმ კადრების ავტორია, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამებას ასახავს და ტელეკომპანიებმა გუშინ გაავრცელეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა