Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს
გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს

გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის ოფი­ცე­რი დათა აკო­ბია, რო­მელ­მაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი გა­და­ი­ღო, გამ­თე­ნი­ი­სას და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მის­მა ად­ვო­კატ­მა სა­ლო­მე აბუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და და აქვე გან­მარ­ტა, რომ აკო­ბი­ას აყ­ვა­ნა 03:20 სა­ათ­ზე მოხ­და.

"ჩვენ ახლა მო­დუ­ლის შე­ნო­ბას­თან ვიმ­ყო­ფე­ბით, თუმ­ცა აქ გვი­თხრეს, რომ აკო­ბია მათ­თან არ მო­უყ­ვა­ნია. ახლა მის ძებ­ნას ვი­წყებთ. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ნა­ცე­მი და ნა­წა­მე­ბია", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე აბუ­ლა­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, აკო­ბია სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე, სა­დახ­ლოს სა­ბა­ჟო­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გუ­შინ გავ­რცელ­და. სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლად შსს-მ გა­ა­კე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ­ვე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი "მა­ესტრომ" და "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დგომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა უწყე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერს მისი გა­დად­გო­მის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს

გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს

გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი დათა აკობია, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა და აქვე განმარტა, რომ აკობიას აყვანა 03:20 საათზე მოხდა.

"ჩვენ ახლა მოდულის შენობასთან ვიმყოფებით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ აკობია მათთან არ მოუყვანია. ახლა მის ძებნას ვიწყებთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ნაცემი და ნაწამებია", - აღნიშნა სალომე აბულაძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, აკობია საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააპატიმრეს.

სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.

გუშინვე პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი პრემიერს მისი გადადგომის წინადადებით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა