"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტში" გაივლიან. ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკული მომზადება "სილქნეტის" ბაზაზე მოხდება. კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სპეციალობის შესაბამისი მიმართულებით გადაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენისათვის სათანადო პირობებს შეუქმნის. სტაჟირების პროცესში საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტები ჩაერთვებიან. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილება "უნივერსიტეტის" სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.
როგორც "სილქნეტში" აცხადებენ, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" თანამშრომლობა კომპანიასთან ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ტექნოლოგიებს გაეცნონ და დაეუფლონ, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.
"სილქნეტი" მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ემსახურება ქვეყნის მასშტაბით 500 000 აბონენტს. გააჩნია ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში. აქვს დანერგილი სხვადასხვა ტექნოლოგიით სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო სერვისები და მობილური კავშირი.
"სილქნეტი" სასკოლო განათლების მხარდამჭერიცაა. პროექტი "საშინაო სკოლა", რომელიც წელს დაინერგა "სილქტივის" სერვისში, საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის უფასოდ. მომხმარებელს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის და ისტორიის საგნების ნახვა და მოსმენა შეუძლია. პროექტის უნიკალურობა მის ინტერაქტიურობაშია და სასკოლო გაკვეთილების ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. "სილქტივის" მომხმარებელი ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანია "სილქნეტის" ეს ორი მნიშვნელოვანი პროექტი სკოლის მოწაფეებსა და "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" სტუდენტებს განათლების უკეთ მიღებაში დაეხმარება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9