მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - "თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია"
ირაკლი ღარიბაშვილი - "თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია"

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია და მას თუ რამე და­ე­მარ­თე­ბა, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეკის­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გლ­და­ნის ცი­ხეს­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­ძემ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა, არის სი­ბინ­ძუ­რე და მკრე­ხე­ლო­ბა, რო­მელ­საც რე­ა­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

"ის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხდე­ბა, უნ­დათ, რომ და­აბ­რა­ლონ ჩემს სი­მამრს, რო­მე­ლიც არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მძე­ვა­ლი. მას ჩა­უ­დეს ავ­ტო­მა­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ა­კა­ვეს. დღეს კი მას აბ­რა­ლე­ბენ იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დიდი ხა­ნია ხდე­ბა. ჩემი სი­მამ­რის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილს და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გლ­და­ნის ცი­ხეს­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრესს­პი­კერ მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან ერ­თად მი­ვი­და.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მაია ფან­ჯი­კი­ძე­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა დღეს ნა­ად­რე­ვია.

"იმას, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია, მა­ფიქ­რე­ბი­ნებს ის ფაქ­ტი, რომ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცელ­და რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ხდე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს ხვალ იძუ­ლე­ბით აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნონ და თუ ის ამა­ზე უარს იტყვის, შე­საძ­ლოა მის სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე და­ე­მუქ­როს", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს "იმედს", "რუს­თა­ვი-2"-ს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს მო­უ­წო­და, რომ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლონ ის მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც "მა­ესტრომ" აჩ­ვე­ნა და რო­მე­ლიც, მისი თქმით, ასა­ხავს გლ­და­ნის #8-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას.

ამას­თან, ფან­ჯი­კი­ძის თქმით, თა­მა­ზაშ­ვილ­თან ად­ვო­კა­ტი ხვალ დი­ლით შევა, ამ დრო­ის­თვის კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრესს­პი­კერ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­უ­წო­და, რომ დღეს­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ თა­მა­ზაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით და დღეს­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლონ ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ირაკლი ღარიბაშვილი - "თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია"

ირაკლი ღარიბაშვილი - "თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია"

თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და მას თუ რამე დაემართება, მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, - ამის შესახებ გლდანის ციხესთან ჟურნალისტებს თამაზ თამაზაშვილის სიძემ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არის სიბინძურე და მკრეხელობა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ის კრიმინალი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება, უნდათ, რომ დააბრალონ ჩემს სიმამრს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მას ჩაუდეს ავტომატი და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დღეს კი მას აბრალებენ იმ საშინელებას, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხანია ხდება. ჩემი სიმამრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და პირადად სააკაშვილს დაეკისრება პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც გლდანის ციხესთან "ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძესთან ერთად მივიდა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მაია ფანჯიკიძემაც, რომლის თქმითაც, თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე პოლიტიკური შეფასებების გაკეთება დღეს ნაადრევია.

"იმას, რომ თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" მეშვეობით გავრცელდა რეალური ვითარება, რაც გლდანის ციხეში ხდება და არ არის გამორიცხული, რომ თამაზ თამაზაშვილს ხვალ იძულებით აღიარებითი ჩვენება მიაცემინონ და თუ ის ამაზე უარს იტყვის, შესაძლოა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქროს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მან ტელეკომპანიებს "იმედს", "რუსთავი-2"-ს და განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაავრცელონ ის მასალაც, რომელიც "მაესტრომ" აჩვენა და რომელიც, მისი თქმით, ასახავს გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ რეალურ ვითარებას.

ამასთან, ფანჯიკიძის თქმით, თამაზაშვილთან ადვოკატი ხვალ დილით შევა, ამ დროისთვის კი "ქართულ ოცნებას" მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ დღესვე დაინტერესდნენ თამაზაშვილის მდგომარეობით და დღესვე მოინახულონ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა