საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა კალმახელიძე - "ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, საკადრისი პასუხი გაეცემა"
 ხათუნა კალმახელიძე - "ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, საკადრისი პასუხი გაეცემა"

ყვე­ლას, ვინც პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბას გა­რე­დან ცდი­ლობს, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა , - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ გლ­და­ნის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის სა­კი­თხზე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის რღვე­ვის ფაქ­ტე­ბი კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბამ­დე სის­ტე­მა­ში ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

"ჩვე­ნი უთავ­რე­სი მი­ზა­ნი იყო გა­მოგ­ვევ­ლი­ნა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მსჯავ­რდე­ბულ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ხარ­ჯზე სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენ­დნენ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს სის­ტე­მა­ში დღემ­დე მუ­შა­ობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხელ­ყოფ­დნენ მსჯავ­რდე­ბულ­თა უფ­ლე­ბებს. ას­ბო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რი­გებ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის მი­მართ. პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა არის და იქ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტი. ყვე­ლას, ვინც გა­რე­დან ცდი­ლობს პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბას, სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ.

პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს, - ამის შე­სა­ხებ შსს-ში სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე დე­ტექ­ტივ­მა, ნიკა კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დად­გინ­და, რომ პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მათი ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ დამ­კვე­თე­ბის­თვის გა­და­ცე­მის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ამა­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეს.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რი და 17 000 აშშ დო­ლა­რი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ფირ­ზე ასა­ხუ­ლი ფაქ­ტის გარ­და ჩა­დე­ნი­ლია სხვა ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ხათუნა კალმახელიძე - "ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, საკადრისი პასუხი გაეცემა"

 ხათუნა კალმახელიძე - "ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, საკადრისი პასუხი გაეცემა"

ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, კანონის ფარგლებში საკადრისი პასუხი გაეცემა , - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გლდანის #8-ე დაწესებულებაში გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, პატიმართა უფლებების რღვევის ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საერთაშორისო სტანდარტებამდე სისტემაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

"ჩვენი უთავრესი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომლებიც მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე სისტემის დისკრედიტაციას ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობით ხელყოფდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს. ასბოლუტურად შეურიგებლები ვიქნებით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების მიმართ. პატიმართა უფლებების განუხრელი დაცვა არის და იქნება სამინისტროს პრიორიტეტი. ყველას, ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, საკადრისი პასუხი გაეცემა, კანონის ფარგლებში", - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს, - ამის შესახებ შსს-ში სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა, ნიკა კობახიძემ ბრიფინგი გაიმართა.

მისივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.

ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ ფირზე ასახული ფაქტის გარდა ჩადენილია სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ