მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"
ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"

ქა­რელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად ლერი ხა­ბე­ლო­ვის და­სა­ხე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დგომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა, - ქა­რელ­ში კენ­ჭს იყ­რის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ქვეშ არ გა­მო­ვი­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მისი აზ­რით, ქარ­თვე­ლე­ბი მძი­ნა­რე ცხინ­ვალს და­ესხნენ თავ­სო. და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გა­ი­მე­ო­რა: ლერი ხა­ბე­ლოვ­მა უარი თქვა პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით გა­მო­სუ­ლი­ყო, რად­გან სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებს რუ­სე­თის მა­რი­ო­ნე­ტებ­ზე თავ­დას­ხმა­შიო. რას პა­სუ­ხობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქა­რე­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ლერი ხა­ბე­ლო­ვი ოპო­ნენ­ტებს, ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჩემი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი და იქი­დან წა­მო­ვე­დი. მერე იყო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი. ვერ მა­პა­ტი­ეს ბად­რის­თვის მხარ­და­ჭე­რა. ეგო­ნათ, იო­ლად მმარ­თავ­დნენ, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს ვამ­ბობ­დი და ეს სწყინ­დათ. ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­დნენ ჩემს შე­ზღუდ­ვას ჯერ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში, ახლა კი ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში. მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვარ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, პარ­ლა­მენ­ტში არ მოვ­ხვდე. თუ მათ­თან ხარ, კარ­გი ხარ, თუ არა და - მტე­რი ხარ.

რას ნიშ­ნავს მი­შას ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ქვეშ არ დად­გაო?! ბევ­რი ამას კარ­გად ვერ გა­ი­გებს და გან­გებ ამ­ბო­ბენ, იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აც­დი­ნონ, ჩვე­ნი მტე­რი­აო. კვარ­ცხლბეკ­ზე ავე­დი, ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი, თუ რო­გორ უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი ქარ­თუ­ლი დრო­შის ქვეშ?

- რა მოხ­და 2008 წლის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე?

- მე ოლიმ­პი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, ქარ­თუ­ლი დრო­შის ქვეშ არ დად­გაო, ალ­ბათ, ის იგუ­ლის­ხმა, რომ ოლიმ­პი­ურ აღ­ლუმ­ზე არ გა­მო­ვე­დი. აღ­ლუმ­ზე გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­უ­რი ქარ­ტი­ის თა­ნახ­მად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და არ ვი­ყა­ვი ვალ­დე­ბუ­ლი, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ხში­რად სპორ­ტსმე­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი არ გა­მო­დის აღ­ლუმ­ზე. ამის გამო პე­კინ­ში პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია. ჩემ გვერ­დით იყ­ვნენ მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და ამას ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რად შეხ­ვდა, მაგ­რამ ახლა, არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რო­დე­საც კენ­ჭს ვიყ­რი, გა­ახ­სენ­დათ, პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე "დიდი და­ნა­შა­უ­ლი"რომ ჩა­ვი­დი­ნე. თუ მო­ღა­ლა­ტე ვი­ყა­ვი, მა­შინ­ვე გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ახლა, რო­დე­საც ხელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა"და სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა მი­ჭი­რავს?!

გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ტა­ლახს მეს­ვრის, ოლიმ­პი­ა­დის თემა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნა. თუ 1992 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით გა­მოვ­დი­ო­დი, დღეს რა მეხი და­მე­ცა?! ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ბევ­რად ცუდი დრო იყო. მა­შინ ისი­ნი (ოსე­ბი) მა­ცხა­დებ­დნენ მო­ღა­ლა­ტედ, ახლა კი სა­ა­კაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ვიცი, რომ მა­ში­ნაც სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მქონ­და და ახ­ლაც.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"

ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"

ქარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად ლერი ხაბელოვის დასახელებას გარკვეული დროის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული შეფასება მოჰყვა, - ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ არ გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრით, ქართველები მძინარე ცხინვალს დაესხნენ თავსო. დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გაიმეორა: ლერი ხაბელოვმა უარი თქვა პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს დროშით გამოსულიყო, რადგან საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს რუსეთის მარიონეტებზე თავდასხმაშიო. რას პასუხობს "ქართული ოცნების" ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ლერი ხაბელოვი ოპონენტებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ამ ხელისუფლებასთან ჩემი დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც სპორტის დეპარტამენტში ვმუშაობდი და იქიდან წამოვედი. მერე იყო ოლიმპიური კომიტეტი და ბადრი პატარკაციშვილი. ვერ მაპატიეს ბადრისთვის მხარდაჭერა. ეგონათ, იოლად მმართავდნენ, მაგრამ მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ეს სწყინდათ. ამიტომაც ცდილობდნენ ჩემს შეზღუდვას ჯერ ოლიმპიურ კომიტეტში, ახლა კი ქარელის რაიონში. მათთვის მიუღებელია, რომ დეპუტატობის კანდიდატი ვარ. ყველანაირად ცდილობენ, პარლამენტში არ მოვხვდე. თუ მათთან ხარ, კარგი ხარ, თუ არა და - მტერი ხარ.

რას ნიშნავს მიშას ნათქვამი, საქართველოს დროშის ქვეშ არ დადგაო?! ბევრი ამას კარგად ვერ გაიგებს და განგებ ამბობენ, იქნებ საზოგადოება შეაცდინონ, ჩვენი მტერიაო. კვარცხლბეკზე ავედი, ჩემპიონი გავხდი, თუ როგორ უნდა დავმდგარიყავი ქართული დროშის ქვეშ?

- რა მოხდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე?

- მე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ვიყავი. როდესაც სააკაშვილმა თქვა, ქართული დროშის ქვეშ არ დადგაო, ალბათ, ის იგულისხმა, რომ ოლიმპიურ აღლუმზე არ გამოვედი. აღლუმზე გამოსვლა ოლიმპიური ქარტიის თანახმად ნებაყოფლობითია და არ ვიყავი ვალდებული, გამოვსულიყავი. ხშირად სპორტსმენების ნახევარი არ გამოდის აღლუმზე. ამის გამო პეკინში პრობლემა არ შემქმნია. ჩემ გვერდით იყვნენ მაშინ სააკაშვილის თანაგუნდელები, მთავრობის წევრები და ამას ყველა ნორმალურად შეხვდა, მაგრამ ახლა, არჩევნების წინ, როდესაც კენჭს ვიყრი, გაახსენდათ, პეკინის ოლიმპიადაზე "დიდი დანაშაული"რომ ჩავიდინე. თუ მოღალატე ვიყავი, მაშინვე გამოეცხადებინათ, რატომ ამბობენ ახლა, როდესაც ხელში "ქართული ოცნებისა"და სახელმწიფო დროშა მიჭირავს?!

განაწყენებული პრეზიდენტი ტალახს მესვრის, ოლიმპიადის თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა. თუ 1992 წლამდე საქართველოს დროშით გამოვდიოდი, დღეს რა მეხი დამეცა?! ოთხმოცდაათიან წლებში ბევრად ცუდი დრო იყო. მაშინ ისინი (ოსები) მაცხადებდნენ მოღალატედ, ახლა კი სააკაშვილი, მაგრამ ვიცი, რომ მაშინაც სწორი მიმართულება მქონდა და ახლაც.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა