საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დააშავეს ტურისტებმა?! - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან
რა დააშავეს ტურისტებმა?!  - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

ერთხელ ერ­თმა ნაც­ნობ­მა უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი მი­ამ­ბო. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბის ბუმი იყო, ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა. და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც გა­ემ­გზავ­რა, სას­ტუმ­რო­შიც და­ბი­ნავ­და, მაგ­რამ მალე გა­ირ­კვა, რომ ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ სას­ტუმ­როს სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბის თან­ხა არ გა­და­უ­რი­ცხა. სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ დამ­სვე­ნე­ბე­ლი ნო­მერ­ში გა­მო­კე­ტა და ქარ­თულ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას "მძევ­ლის გა­მოხ­სნა" მოს­თხო­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ამ­ბა­ვი "ჰეფი ენ­დით" დამ­თავ­რდა, თუკი "მძევ­ლის" რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბას არაფ­რად ჩავ­თვლით...

ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის წინ მოხ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახალ­წა­მო­ჩი­ტუ­ლი იყ­ვნენ და საკ­მა­რი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და კონ­ტაქ­ტე­ბი არ ჰქონ­დათ. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ კლი­ენ­ტე­ბი უმ­სხვი­ლეს ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებს დღე­საც უჩი­ვი­ან. ვინ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა დას­ვე­ნე­ბი­სას გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მძე­ვა­ლი და რო­გორ პა­სუ­ხო­ბენ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი "N ტური" და "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლი" კლი­ენ­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს, ამის გარ­კვე­ვა ვცა­დეთ.

მა­რი­კა დარ­ჩია, "N ტუ­რის" ერთ-ერთი კლი­ენ­ტი: "როცა ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავ, ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად უნდა იცო­დე, რო­დის გაფ­რინ­დე­ბი, რო­მე­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია მო­გემ­სა­ხუ­რე­ბა, სას­ტუმ­როს რო­გო­რი ნო­მე­რი დაგ­ხვდე­ბა და­ჯავ­შნუ­ლი და ა.შ. არ­ცთუ მცი­რე თან­ხას იმი­ტომ იხდი, რომ უპ­რობ­ლე­მოდ და­ის­ვე­ნო. ჩვენ­თან კი სულ სხვაგ­ვა­რი ვი­თა­რე­ბაა, შე­საძ­ლოა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი დას­ვე­ნე­ბა გა­უ­გებ­რო­ბით შექ­მნილ­მა დის­კომ­ფორ­ტმა ჩა­გიშ­ხა­მოს. ახ­ლა­ხან ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან შემ­დგარ­მა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა ჯგუფ­მა ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნია "N ტურს" მივ­მარ­თეთ. კომ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით ავირ­ჩი­ეთ: ჯერ ერთი, ცნო­ბი­ლია, მე­ო­რე - მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­ტა­ლებს წი­ნას­წარ გაც­ნობს. ვი­ცო­დით, რომ ან­ტა­ლი­ა­ში დი­ლის 8 სა­ათ­ზე უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, სა­ა­გენ­ტომ მაც­ნო­ბა, ფრე­ნა გა­და­ი­დოო. ჩვენ გაგ­ვაფრ­თხი­ლეს მა­ინც, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი­ვე რე­ი­სის მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი არც გა­აფრ­თხი­ლეს და დი­ლის 6 სა­ა­თი­დან აე­რო­პორ­ტში მი­იყ­ვა­ნეს. ასე რომ, დრო­უ­ლად ვერ გავფრინ­დით და ამან დის­კომ­ფორ­ტი შეგ­ვიქ­მნა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვერ გა­ვე­დით ზღვა­ზე, სას­ტუმ­რო­ში პირ­და­პირ ღა­მის გა­სა­თე­ნებ­ლად შე­ვე­დით. მოკ­ლედ, რე­ი­სის გა­და­დე­ბამ ერთი დღე დაგ­ვა­კარ­გვი­ნა.

დას­ვე­ნე­ბის ბოლო დღე­საც არ ჩა­უვ­ლია უსი­ა­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე. წა­მოს­ვლის წინა დღეს ჩვე­ნი ჯგუ­ფის ერთ-ერთ წევ­რს სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სახ­ლე­ბა და­უ­პი­რეს, არა­და, თან­ხა გა­დახ­დი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ რა­ღაც შეც­დო­მის გამო მის­თვის წინა დღის რი­ცხვით იყო და­ჯავ­შნუ­ლი ნო­მე­რი. და­ვი­წყეთ რეკ­ვა თბი­ლის­ში, "N ტუ­რის" სა­თა­ვო ოფის­ში, სა­დაც გვი­თხრეს, თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ამ ღა­მით სა­კუ­თა­რი ფუ­ლით დარ­ჩეს სას­ტუმ­რო­ში და თბი­ლის­ში რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ავუ­ნა­ზღა­უ­რებ­თო. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ფული წა­მოს­ვლის წინა დღეს და­ე­ხარ­ჯა? ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე რა­ტომ უნდა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო? თან პა­ტა­რა თან­ხა სუ­ლაც არ იყო. გა­მო­დის, ბავ­შვე­ბით ღამე ქუ­ჩა­ში უნდა გა­ე­თია? ვერც წა­მოს­ვლი­სას გა­მოვფრინ­დით იმ რე­ი­სით, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, თით­ქმის 2 სა­ა­თით გა­და­ი­დო ფრე­ნა. თა­ნაც, ჩვენს ორ თა­ნამ­გზავრს უთხრეს, თქვე­ნი ად­გი­ლი არა გვაქ­ვსო და სხვა თვითმფრი­ნავ­ში გა­დას­ვეს. ძებ­ნა რომ და­ვი­წყეთ, თა­ვად დაგ­ვი­რე­კეს, მე­ო­რე თვითმფრი­ნავ­ში ვარ­თო. მოკ­ლედ, ცოლ­მა ერთი თვითმფრი­ნა­ვით იმ­გზავ­რა, ქმარ­მა და მაზლმა - მე­ო­რით.

ცხა­დია, ასე­თი რამ უცხო­ეთ­ში რომ მოხ­დეს, რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არა­ვინ და­ტო­ვებს. ჩვენ­თან კი რა­ტომ­ღაც იმე­დი აქვთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ვათ და სხვის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი შერ­ჩე­ბათ. "N ტუ­რის" ოპე­რა­ტო­რიც, რო­მელ­საც ყვე­ლა პრობ­ლე­მის გამო ვუ­რე­კავ­დით, მძი­მე დღე­ში იყო, რად­გან რა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეუბ­ნე­ბო­და, იმას აკე­თებ­და.

ბევ­რი რამ ჩვე­ნი ბრა­ლიც არის, - თა­ვის დრო­ზე, პა­სუხს არა­ვის ვთხოვთ. არა­და, ამით ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის სხვა კლი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებს ვა­ზა­რა­ლებთ".

იხი­ლეთ ვრცლად

რა დააშავეს ტურისტებმა?! - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

რა დააშავეს ტურისტებმა?!  - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

ერთხელ ერთმა ნაცნობმა უცნაური ამბავი მიამბო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თურქეთში დასვენების ბუმი იყო, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მიმართა. დასასვენებლადაც გაემგზავრა, სასტუმროშიც დაბინავდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ტურისტულმა კომპანიამ სასტუმროს საჭირო ოდენობის თანხა არ გადაურიცხა. სასტუმროს მეპატრონემ დამსვენებელი ნომერში გამოკეტა და ქართულ ტურისტულ კომპანიას "მძევლის გამოხსნა" მოსთხოვა. საბედნიეროდ, ეს ამბავი "ჰეფი ენდით" დამთავრდა, თუკი "მძევლის" რამდენიმედღიან ნერვიულობას არაფრად ჩავთვლით...

ეს ამბავი წლების წინ მოხდა, როცა საქართველოში ტურისტული კომპანიები ახალწამოჩიტული იყვნენ და საკმარისი პროფესიონალიზმი და კონტაქტები არ ჰქონდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლიენტები უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს დღესაც უჩივიან. ვინ როგორ აღმოჩნდა დასვენებისას გაუთვალისწინებელი სიტუაციის მძევალი და როგორ პასუხობენ ტურისტული კომპანიები "N ტური" და "ინტერკონტინენტალი" კლიენტების პრეტენზიებს, ამის გარკვევა ვცადეთ.

მარიკა დარჩია, "N ტურის" ერთ-ერთი კლიენტი: "როცა ტურისტულ სააგენტოს მიმართავ, ყველაფერი ზუსტად უნდა იცოდე, როდის გაფრინდები, რომელი ავიაკომპანია მოგემსახურება, სასტუმროს როგორი ნომერი დაგხვდება დაჯავშნული და ა.შ. არცთუ მცირე თანხას იმიტომ იხდი, რომ უპრობლემოდ დაისვენო. ჩვენთან კი სულ სხვაგვარი ვითარებაა, შესაძლოა ძვირად ღირებული დასვენება გაუგებრობით შექმნილმა დისკომფორტმა ჩაგიშხამოს. ახლახან ჩემი მეგობრებისგან შემდგარმა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტურისტულ კომპანია "N ტურს" მივმართეთ. კომპანია რამდენიმე ფაქტორით ავირჩიეთ: ჯერ ერთი, ცნობილია, მეორე - მომსახურების დეტალებს წინასწარ გაცნობს. ვიცოდით, რომ ანტალიაში დილის 8 საათზე უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე მეგობარმა დამირეკა, სააგენტომ მაცნობა, ფრენა გადაიდოო. ჩვენ გაგვაფრთხილეს მაინც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენივე რეისის მგზავრების ნაწილი არც გააფრთხილეს და დილის 6 საათიდან აეროპორტში მიიყვანეს. ასე რომ, დროულად ვერ გავფრინდით და ამან დისკომფორტი შეგვიქმნა თუნდაც იმიტომ, რომ პირველივე დღეს ვერ გავედით ზღვაზე, სასტუმროში პირდაპირ ღამის გასათენებლად შევედით. მოკლედ, რეისის გადადებამ ერთი დღე დაგვაკარგვინა.

დასვენების ბოლო დღესაც არ ჩაუვლია უსიამოვნების გარეშე. წამოსვლის წინა დღეს ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს სასტუმროდან გამოსახლება დაუპირეს, არადა, თანხა გადახდილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც შეცდომის გამო მისთვის წინა დღის რიცხვით იყო დაჯავშნული ნომერი. დავიწყეთ რეკვა თბილისში, "N ტურის" სათავო ოფისში, სადაც გვითხრეს, თქვენი მეგობარი ამ ღამით საკუთარი ფულით დარჩეს სასტუმროში და თბილისში რომ დაბრუნდება, ავუნაზღაურებთო. ხომ შეიძლებოდა, რომ ფული წამოსვლის წინა დღეს დაეხარჯა? ასეთი მოულოდნელობის წინაშე რატომ უნდა აღმოჩენილიყო? თან პატარა თანხა სულაც არ იყო. გამოდის, ბავშვებით ღამე ქუჩაში უნდა გაეთია? ვერც წამოსვლისას გამოვფრინდით იმ რეისით, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, თითქმის 2 საათით გადაიდო ფრენა. თანაც, ჩვენს ორ თანამგზავრს უთხრეს, თქვენი ადგილი არა გვაქვსო და სხვა თვითმფრინავში გადასვეს. ძებნა რომ დავიწყეთ, თავად დაგვირეკეს, მეორე თვითმფრინავში ვართო. მოკლედ, ცოლმა ერთი თვითმფრინავით იმგზავრა, ქმარმა და მაზლმა - მეორით.

ცხადია, ასეთი რამ უცხოეთში რომ მოხდეს, რეაგირების გარეშე არავინ დატოვებს. ჩვენთან კი რატომღაც იმედი აქვთ, რომ ყველაფერი გაუვათ და სხვისთვის მიყენებული ზარალი შერჩებათ. "N ტურის" ოპერატორიც, რომელსაც ყველა პრობლემის გამო ვურეკავდით, მძიმე დღეში იყო, რადგან რასაც ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, იმას აკეთებდა.

ბევრი რამ ჩვენი ბრალიც არის, - თავის დროზე, პასუხს არავის ვთხოვთ. არადა, ამით ტურისტული კომპანიის სხვა კლიენტების ინტერესებს ვაზარალებთ".

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"