სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ"
"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ"

1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მხო­ლოდ იმით კი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა რამ­დენ მან­დატს მო­ი­პო­ვებს ან ვინ გახ­დე­ბა პრე­მი­ე­რი, არა­მედ იმი­თაც, ჩა­ა­ბა­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის ტესტს უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თარ თავ­სა და შემ­დგომ და­სავ­ლეთ­თან. ტეს­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა იმი­თაც იზ­რდე­ბა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და მოქ­მედ პირ­ველ პირს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით კენ­ჭისყ­რის უფ­ლე­ბა აღა­რა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­დამ­წყვეტ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც. აშშ-ის კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, 2002-2004 წლებ­ში NDI-ს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტო­რი ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დღე­ვან­დე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო 2003 წლი­სას ჰგავს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა არ­ჩევ­ნე­ბის­გან წლე­ვან­დე­ლი უპირ­ვე­ლე­სად იმით იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რომ წელს რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ასე­თი მხო­ლოდ 2003 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დი იყო. მა­ში­ნაც ოპო­ზი­ცი­ას დიდი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებ­და. წელ­საც და­სავ­ლეთს აღელ­ვებს, თუ რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა და რა შე­დე­გით დამ­თავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. წინა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, - ერ­თმა მხა­რემ მე­ო­რეს ჯა­რი­მე­ბი და­უ­წე­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რებს კარ­გა­ვენ. პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა-და­ში­ნე­ბა დიდი პრობ­ლე­მაა. თბი­ლი­სის გა­რეთ მე­დი­აკ­ლი­მა­ტი არა­თა­ნა­ბა­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გრძელ­დე­ბა და რაც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მოხ­დე­ბა, ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა.

- ალ­ბათ, წინა არ­ჩევ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ასე­თი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არა­სო­დეს გა­მო­უწ­ვე­ვია სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მათ შო­რის NDI-სა და IRI-ს კვლე­ვებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს მათ მო­ნა­ცე­მებს. თქვე­ნი აზ­რით, ამ უნ­დობ­ლო­ბას აქვს რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი თუ ასე­თი გან­წყო­ბა მა­ინც და­ძა­ბულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა?

- ჩემი აზ­რით, ეს კვლე­ვე­ბი და­მაბ­ნე­ვე­ლია. მა­გა­ლი­თად, ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად ამომ­რჩე­ველ­თა 40%-ზე მეტ­მა არ იცის, არ­ჩევ­ნებ­ში რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. სად არის აქ პო­ლა­რი­ზა­ცია? შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამომ­რჩე­ველ­თა ამ რა­ო­დე­ნო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­დეს და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი იყოს; მე­ო­რე - კვლე­ვა ჩა­ტარ­და მა­შინ, რო­დე­საც პარ­ტი­ებ­მა ის-ის იყო და­ი­წყეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბის წარ­დგე­ნა. და­მა­ჯე­რე­ბელ სუ­რათს მა­შინ მი­ვი­ღებ­დით, მა­გა­ლი­თად, გა­მო­კი­თხვა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი დღით ადრე რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე, ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მთა­ვარ კონ­კუ­რენტს 3:1 თა­ნა­ფარ­დო­ბით და­ა­მარ­ცხებს, ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია და თუ ვინ­მეს ეჭვი უჩ­ნდე­ბა ამა­ზე, სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც.

ამ კვლე­ვებ­ში ნი­შან­დობ­ლი­ვი მო­მენ­ტე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 40%-ზე ნაკ­ლე­ბია და ეს 8-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, კვლე­ვებ­ში არის მო­ნა­ცე­მე­ბი უმუ­შევ­რო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე, რაც ჩემი აზ­რით, სარ­წმუ­ნოა. თუმ­ცა, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ატა­რე­ბენ ამ კვლე­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა არის მათი მი­ზა­ნი. ამ კვლე­ვებს მოს­დევს დიდი ხმა­უ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის­გან მათ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა, ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ მე­დია და დიპ­ლო­მა­ტე­ბი. ეს არ გა­და­აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად, რაც NDI-ს მი­ზა­ნია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, აშშ-ში ან სხვა ქვეყ­ნებ­ში რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რად ატა­რე­ბენ რე­ი­ტინ­გის დამ­დგენ კვლე­ვებს NDI და IRI?

- ამე­რი­კა­ში ასე­თი კვლე­ვე­ბი არა­სო­დეს ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ და არა მგო­ნია, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნოთ. თუმ­ცა, ალ­ბათ, ეს იმა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­გო­რია და­ფი­ნან­სე­ბა, ვინ არის NDI-ს დი­რექ­ტო­რი და რა არის მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი, პარ­ტი­ე­ბი­სა და კო­ა­ლი­ცი­ე­ბის თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, აღი­ა­რე­ბენ თუ არა ლე­გი­ტი­მუ­რად მის შე­დეგს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და და­სავ­ლე­თი. თქვე­ნი აზ­რით, თუ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა ვა­შინგტონს? მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ თეთ­რი სახ­ლის პო­ზი­ცია მკაც­რი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის ჩათ­ვლით.

- ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად აღარ აღიქ­ვა­მენ. ჩემი აზ­რით, ვა­შინგტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მი­იჩ­ნევს სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის იბ­რძვის. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, დიახ, ჯერ კი­დევ არის არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის საფრ­თხე. ამის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და მის ქმე­დე­ბებ­შია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ შე­უქ­მნია კლი­მა­ტი იმი­სათ­ვის, რომ დაგ­ვარ­წმუ­ნოს, არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალბ­დე­ბაო. თუ მო­ვუს­მენთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კას, ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შანსზე ლა­პა­რა­კი და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ვა­შინგტო­ნი გულ­წრფე­ლად არის შე­წუ­ხე­ბუ­ლი. წუ­ხი­ლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის, რო­მელ­საც ხალ­ხი უჭერს მხარს, პარ­ლა­მენ­ტში ვერ­მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არ ვიცი, რას გა­ა­კე­თებს აშშ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, თუ მის­მა შე­დეგ­მა კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, მო­კავ­ში­რე და ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის გამ­გზავნ ქვე­ყა­ნას, პირ­და­პირ უთხრას, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბე და დახ­მა­რე­ბას გი­წყვეტ­თო. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. დიახ, ვა­შინგტო­ნი გა­ა­კე­თებს მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს, დიახ, შეხ­ვედ­რებ­ზე გა­მოთ­ქვამს თა­ვის პო­ზი­ცი­ას, მაგ­რამ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. მინ­და გან­ვმარ­ტო - ეს იმის გამო კი არ მოხ­დე­ბა, რომ ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო არ ადარ­დებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ მარ­თლა არ იცის, რა ქნას. ეს რთუ­ლი სა­კი­თხია. სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ის მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რეა. გა­ვიხ­სე­ნოთ, აშშ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი­სა და თო­მას მე­ლი­ას მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ კლინ­ტო­ნი, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში ან ის­რა­ელ­ში ჩა­ვი­დეს და ოლან­დს ან ნე­თა­ნი­აჰუს მი­უ­თი­თოს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ა­ტა­როს არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ხისტ ენას იყე­ნე­ბენ, რაც მათი ბერ­კე­ტია. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი კარ­გად უნდა იყოს გა­სა­გე­ბი, მათ შო­რის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვი­საც.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ"

"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ"

1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რამდენ მანდატს მოიპოვებს ან ვინ გახდება პრემიერი, არამედ იმითაც, ჩააბარებს თუ არა საქართველო დემოკრატიის ტესტს უპირველესად საკუთარ თავსა და შემდგომ დასავლეთთან. ტესტის მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებია და მოქმედ პირველ პირს კონსტიტუციის მიხედვით კენჭისყრის უფლება აღარა აქვს. შესაბამისად, 1-ლი ოქტომბერი დიდი ალბათობით გადამწყვეტ გავლენას მოახდენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც. აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, 2002-2004 წლებში NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო 2003 წლისას ჰგავს.

- საქართველოში ჩატარებული სხვა არჩევნებისგან წლევანდელი უპირველესად იმით იქნება განსხვავებული, რომ წელს რეალური კონკურენციაა. ასეთი მხოლოდ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო. მაშინაც ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და იყო საშიშროება, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებდა. წელსაც დასავლეთს აღელვებს, თუ როგორ ჩატარდება და რა შედეგით დამთავრდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. წინა წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, ამჟამინდელისთვის დამახასიათებელია თავისუფლების ნაკლებობა, - ერთმა მხარემ მეორეს ჯარიმები დაუწესა, ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებს კარგავენ. პოლიტიკური ოპონენტების დევნა-დაშინება დიდი პრობლემაა. თბილისის გარეთ მედიაკლიმატი არათანაბარია. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კამპანია გრძელდება და რაც 1-ელ ოქტომბერს მოხდება, ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

- ალბათ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ასეთი ვნებათაღელვა არასოდეს გამოუწვევია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის NDI-სა და IRI-ს კვლევებს. საზოგადოების ნაწილი უნდობლობას უცხადებს მათ მონაცემებს. თქვენი აზრით, ამ უნდობლობას აქვს რეალური საფუძველი თუ ასეთი განწყობა მაინც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება?

- ჩემი აზრით, ეს კვლევები დამაბნეველია. მაგალითად, ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია, მაგრამ ამ კვლევების თანახმად ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა არ იცის, არჩევნებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სად არის აქ პოლარიზაცია? შეუძლებელია, ამომრჩეველთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდეს და პოლიტიკური გარემო პოლარიზებული იყოს; მეორე - კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც პარტიებმა ის-ის იყო დაიწყეს წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა. დამაჯერებელ სურათს მაშინ მივიღებდით, მაგალითად, გამოკითხვა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რომ ჩატარებულიყო. ასევე, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ კონკურენტს 3:1 თანაფარდობით დაამარცხებს, ნაკლებად დამაჯერებელია და თუ ვინმეს ეჭვი უჩნდება ამაზე, სავსებით სამართლიანადაც.

ამ კვლევებში ნიშანდობლივი მომენტებიცაა. მაგალითად, ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა 40%-ზე ნაკლებია და ეს 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებისთვის ნეგატიური შედეგი უნდა იყოს. გარდა ამისა, კვლევებში არის მონაცემები უმუშევრობასა და ეკონომიკაზე, რაც ჩემი აზრით, სარწმუნოა. თუმცა, გაუგებარია, რატომ ატარებენ ამ კვლევებს საქართველოში და რა არის მათი მიზანი. ამ კვლევებს მოსდევს დიდი ხმაური, მნიშვნელოვანი საკითხებისგან მათზე ყურადღების გადატანა, ამაზე ლაპარაკობენ მედია და დიპლომატები. ეს არ გადააქცევს საქართველოს უფრო დემოკრატიულ ქვეყნად, რაც NDI-ს მიზანია.

- საინტერესოა, აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში რამდენად ინტენსიურად ატარებენ რეიტინგის დამდგენ კვლევებს NDI და IRI?

- ამერიკაში ასეთი კვლევები არასოდეს ჩაუტარებიათ და არა მგონია, სხვა ქვეყნებშიც ჩაეტარებინოთ. თუმცა, ალბათ, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი, როგორია დაფინანსება, ვინ არის NDI-ს დირექტორი და რა არის მისთვის პრიორიტეტული. მაგალითად, როდესაც საქართველოში ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, პარტიებისა და კოალიციების თემაზე ვმუშაობდი.

- არჩევნების შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, აღიარებენ თუ არა ლეგიტიმურად მის შედეგს საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთი. თქვენი აზრით, თუ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგის სამართლიანობის თაობაზე კითხვები გაჩნდა, რა რეაქცია ექნება ვაშინგტონს? მაგალითად, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლის პოზიცია მკაცრი იქნება, საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის ჩათვლით.

- ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ. ჩემი აზრით, ვაშინგტონი საქართველოს მიიჩნევს სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის. რაც შეეხება მოლოდინს, დიახ, ჯერ კიდევ არის არჩევნების გაყალბების საფრთხე. ამის პირველი მიზეზი თავად საქართველოს პრეზიდენტსა და მის ქმედებებშია. ხელისუფლებას არ შეუქმნია კლიმატი იმისათვის, რომ დაგვარწმუნოს, არჩევნები არ გაყალბდებაო. თუ მოვუსმენთ ხელისუფლების რიტორიკას, ოპოზიციის გამარჯვების შანსზე ლაპარაკი დაუშვებელია. ამ ყველაფრის გამო ვაშინგტონი გულწრფელად არის შეწუხებული. წუხილის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ოპოზიციური ძალის, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს, პარლამენტში ვერმოხვედრა შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძველი გახდეს. მიუხედავად ამისა, მე არ ვიცი, რას გააკეთებს აშშ არჩევნების შემდეგ, თუ მისმა შედეგმა კითხვები გააჩინა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს, მოკავშირე და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გამგზავნ ქვეყანას, პირდაპირ უთხრას, არჩევნები გააყალბე და დახმარებას გიწყვეტთო. ეს წარმოუდგენელია. დიახ, ვაშინგტონი გააკეთებს მწვავე განცხადებებს, დიახ, შეხვედრებზე გამოთქვამს თავის პოზიციას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მმართველობაზე, ნაკლებად მოსალოდნელია. მინდა განვმარტო - ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველო არ ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ მართლა არ იცის, რა ქნას. ეს რთული საკითხია. საქართველო აშშ-ის მეგობარი და მოკავშირეა. გავიხსენოთ, აშშ-ის მაღალჩინოსნების, ჰილარი კლინტონისა და თომას მელიას მწვავე განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში. ხომ წარმოუდგენელია, რომ კლინტონი, მაგალითად, საფრანგეთში ან ისრაელში ჩავიდეს და ოლანდს ან ნეთანიაჰუს მიუთითოს, დემოკრატიულად ჩაატაროს არჩევნები, საქართველოში კი ხისტ ენას იყენებენ, რაც მათი ბერკეტია. ეს განცხადებები კარგად უნდა იყოს გასაგები, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილისთვისაც.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა