პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს
შსს - პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს

პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს, - ამის შე­სა­ხებ შსს-ში სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე დე­ტექ­ტივ­მა, ნიკა კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დად­გინ­და, რომ პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მათი ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ დამ­კვე­თე­ბის­თვის გა­და­ცე­მის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ამა­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეს.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რი და 17 000 აშშ დო­ლა­რი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ფირ­ზე ასა­ხუ­ლი ფაქ­ტის გარ­და ჩა­დე­ნი­ლია სხვა ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

შსს-ს ცნო­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცალ­კე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გე ინ­სპექ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე (ბე­დუ­კა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2012 წლის მა­ის­ში) და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე პირი, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა­საც ვი­დე­ო­ფირ­ზე იღებ­დნენ.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პა­ტი­მარ­თა ცე­მის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ნა­წი­ლი გა­და­ე­ცათ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა წარ­მო­ად­გენს შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ მა­სა­ლას იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც გა­მო­ძი­ე­ბას გა­აჩ­ნია.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ჩვე­ნე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის. ამას­თან, ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, თუმ­ცა ამის მი­ზეზს გა­მო­ძი­ე­ბა მო­მა­ვალ­ში და­ა­ზუს­ტებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

შსს - პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს

შსს - პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს

პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს, - ამის შესახებ შსს-ში სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა, ნიკა კობახიძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.

ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ ფირზე ასახული ფაქტის გარდა ჩადენილია სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

შსს-ს ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს პატიმართა ცემის ამსახველი ვიდეომასალის ნაწილი გადაეცათ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს შედარებით მსუბუქ მასალას იმასთან შედარებით, რაც გამოძიებას გააჩნია.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეოს ბავშვებისათვის ჩვენება რეკომენდირებული არ არის. ამასთან, ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან პირად საუბარში განმარტა, რომ თამაზ თამაზაშვილის აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმა სავარაუდოდ ემსახურება ხელისუფლებისა და სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას, თუმცა ამის მიზეზს გამოძიება მომავალში დააზუსტებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ