მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს
მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს

მას მერე, რაც მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი ქმარს გა­შორ­და, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევ­რის­თვის ჭო­რა­ო­ბის სა­ბა­ბად იქცა. მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი ნინი შო­უ­ბიზ­ნე­სის არა­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და­ა­წყვი­ლეს, მათ შო­რის - მარ­კუს მეტ­რე­ველ­სა და "ნუ­ცას სკო­ლის" გა­მარ­ჯვე­ბულ გი­ორ­გი ჩი­ქო­ვან­თან. ნინი ორი­ვე მათ­გან­თან მე­გობ­რო­ბას ადას­ტუ­რებ­და, ხოლო ფლირტს და მით უმე­ტეს რო­მანს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ამ­ჯე­რად კი­დევ ერთი ჭორი გავ­რცელ­და ნი­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ბო­ბენ, რომ ნინი თა­ვის სტი­ლისტზე, ბად­რი ფე­ვა­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და წყვი­ლი ერთ თვე­ში ქორ­წილს გეგ­მავს. ეს პი­როვ­ნე­ბა ნი­ნიმ "რე­ი­ტინგთან" მი­ცე­მულ ერთ- ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში საკ­მა­ოდ თბი­ლად მო­იხ­სე­ნია. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

- ნინი, შენს მე­გობ­რებ­თან რო­გორ ურ­თი­ერ­თობს შენი შვი­ლი მა­რი­ა­მი, ვისი სტუმ­რო­ბა უხა­რია ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ნინი:

- მა­რი­ამ, ვინ გიყ­ვარს ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან?

მა­რი­ა­მი:

- ნო­დი­კო მიყ­ვარს და ბად­რი.

- ნო­დი­კო ალ­ბათ ტა­ტიშ­ვი­ლია და ბად­რი ვინ არის?

ნინი:

- ჩემი სტი­ლის­ტია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებს სა­ჩუქ­რე­ბით. იმ დღეს ვე­ლო­სი­პე­დი მო­უ­ტა­ნა და ფეხ­საც­მე­ლე­ბი უყი­და.

ნინი შერ­მა­დი­ნი და ბად­რი ფე­ვა­ძებად­რი ვა­კე­ში ერთ- ერთ პრეს­ტი­ჟულ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში მუ­შა­ობს და არა­ერთ ცნო­ბილ სა­ხეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის "ფე­ის­ბუქ­ზე" ნი­ნის მე­გობ­რებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოც ვნა­ხეთ. თა­ვის საყ­ვა­რელ კლი­ენ­ტებ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ბად­რის ჰობი ნამ­დვი­ლად ყო­ფი­ლა. ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს თიკა ფა­ცა­ცი­ას­თან, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან, ია ფა­რუ­ლა­ვას­თან, ანრი ჯო­ხა­ძეს­თან, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი ფოტო მა­ინც ნი­ნის­თან გა­და­უ­ღია. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამ ამ­ბავ­მა ცოტა გა­მა­ო­ცა, რად­გან ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია ჭორი ნინი შერ­მა­დი­ნი­სა და გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნის სა­ი­დუმ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, ამი­ტომ ჯერ გი­ორ­გის და­ვუ­კავ­შირ­დით:

- გი­ორ­გი, გა­ვი­გეთ ნინი შერ­მა­დი­ნი თხოვ­დე­ბაო და მარ­თა­ლია?

- რა სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­დით ხოლ­მე (იცი­ნის).

- ამ­ბო­ბენ, თა­ვის სტი­ლისტს მიჰ­ყვე­ბა ცო­ლა­დო.

- აა, ბად­რის? ჰო, რა ვიცი, შე­იძ­ლე­ბა (იცი­ნის).

- რა გა­ცი­ნებს, არა­რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტუ­რაა?

- სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს კან­დი­და­ტუ­რე­ბი!

- ვიცი, რომ მე­გობ­რობ ნი­ნის­თან და ამი­ტომ გე­კი­თხე­ბი, რა­ტომ მიბ­რაზ­დე­ბი?

- არ ვმე­გობ­რობ­დი, გეშ­ლე­ბა.

- აბა?

- ვდა­ქა­ლობ­დი (იცი­ნის).

ამის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ნი­ნის­თან ვცა­დეთ:

- ნინი, მო­რი­გი ჭორი გა­ვი­გე შენ შე­სა­ხებ და გვინ­და გა­და­ვა­მოწ­მოთ...

- კი ბა­ტო­ნო, გის­მენთ.

- ამ­ბო­ბენ, შერ­მა­დი­ნი თხოვ­დე­ბა, ერთ თვე­ში ქორ­წი­ლი აქ­ვსო.

- (ხარ­ხა­რებს) ვის მივ­ყვე­ბი, რო­დის მაქვს ქორ­წი­ლი, ის მა­ინც მი­თხა­რით.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, შენი რჩე­უ­ლი შე­ნი­ვე სტი­ლის­ტია, ბად­რი ფე­ვა­ძე.

- (იცი­ნის) ერთი წუ­თით რა, ამ შე­კი­თხვებს რომ მის­ვამ, რა­ტომ არ გე­ცი­ნე­ბა?

- იმი­ტომ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­და ჩვე­ნამ­დე და უნდა გა­და­ვა­მოწ­მო.

- ვინ გაძ­ლევთ ამის­თა­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხომ არ გა­გი­ჟე­ბულ­ხართ? რა ჯან­და­ბაა?!

- იმ სა­ლო­ნი­დან გა­მო­ჟო­ნა ინფო­რმა­ცი­ამ, სა­დაც შენი სტი­ლის­ტი მუ­შა­ობს.

- (იცი­ნის). ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის წინ გავ­რცელ­და. "ფე­ის­ბუქ­ზეც" მომ­წე­რეს, ვინ­მე ურე­კელ ბიჭს ხომ არ მიჰ­ყვე­ბი ცო­ლა­დო. მე­გო­ნა მე­ღა­და­ვე­ბოდ­ნენ და აი, მარ­თლაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ხმე­ბი. არ ვა­დას­ტუ­რებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ტყუ­ი­ლია, ხალ­ხო!

- ბად­რის ხომ იც­ნობ?

- რო­გორ არ ვიც­ნობ, ჩემი სტი­ლის­ტი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

- თქვე­ნი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და პი­კან­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე ბად­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

- აღ­მო­ა­ჩენ­დი. შარ­შან და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად ვი­ყა­ვით სა­ბერ­ძნეთ­ში არა მხო­ლოდ მე და ბად­რი, სხვა მე­გობ­რე­ბიც გვახ­ლდნენ.

ნინი შერ­მა­დი­ნი და გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი- ე.ი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შენს ქორ­წილს არ ვე­ლო­დოთ?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი არა, ათი წელი არ ელო­დოთ.

- ქა­ლაქ­ში ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ შენი და გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნის რო­მან­ზეც. ამა­ზე რას იტყვი?

- იმას, რომ ჩვენ მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვართ. გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვი, ერთ თვე­ში ამე­რი­კა­ში მივ­დი­ვარ. სხვა გეგ­მე­ბი მაქვს. ახლა არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის, არც ლავ­სთო­რე­ბის­თვის და არც გა­თხო­ვე­ბის­თვის არ მცა­ლია. თუ გნე­ბავთ კა­რი­ე­რის­ტი და­მარ­ქვით, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობ, რომ ჯო­ბია ჩემს მო­მა­ვალს მივ­ხე­დო. შენ მიერ ნახ­სე­ნე­ბი ორი­ვე მა­მა­კა­ცი ჩემი მე­გო­ბა­რია და ამ ჭო­რე­ბის გამო არ ვა­პი­რებ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტას. პი­რი­ქით, რაც უფრო მეტი ასე­თი მე­გო­ბა­რი მე­ყო­ლე­ბა, მით უკე­თე­სი ჩემ­თვის.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს

მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს

მას მერე, რაც მომღერალი ნინი შერმადინი ქმარს გაშორდა, მისი პირადი ცხოვრება ბევრისთვის ჭორაობის საბაბად იქცა. მარტოდ დარჩენილი ნინი შოუბიზნესის არაერთ წარმომადგენელთან დააწყვილეს, მათ შორის - მარკუს მეტრეველსა და "ნუცას სკოლის" გამარჯვებულ გიორგი ჩიქოვანთან. ნინი ორივე მათგანთან მეგობრობას ადასტურებდა, ხოლო ფლირტს და მით უმეტეს რომანს, კატეგორიულად უარყოფდა.

ამჯერად კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა ნინისთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ნინი თავის სტილისტზე, ბადრი ფევაძეზეა შეყვარებული და წყვილი ერთ თვეში ქორწილს გეგმავს. ეს პიროვნება ნინიმ "რეიტინგთან" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში საკმაოდ თბილად მოიხსენია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ნინი, შენს მეგობრებთან როგორ ურთიერთობს შენი შვილი მარიამი, ვისი სტუმრობა უხარია ყველაზე მეტად?

ნინი:

- მარიამ, ვინ გიყვარს ჩემი მეგობრებიდან?

მარიამი:

- ნოდიკო მიყვარს და ბადრი.

- ნოდიკო ალბათ ტატიშვილია და ბადრი ვინ არის?

ნინი:

- ჩემი სტილისტია, რომელიც ძალიან ანებივრებს საჩუქრებით. იმ დღეს ველოსიპედი მოუტანა და ფეხსაცმელები უყიდა.

ნინი შერმადინი და ბადრი ფევაძებადრი ვაკეში ერთ- ერთ პრესტიჟულ სილამაზის სალონში მუშაობს და არაერთ ცნობილ სახეს ემსახურება. ის "ფეისბუქზე" ნინის მეგობრებში აღმოვაჩინეთ და საკმაოდ საინტერესო ფოტოც ვნახეთ. თავის საყვარელ კლიენტებთან ფოტოების გადაღება ბადრის ჰობი ნამდვილად ყოფილა. ფოტოები გადაღებული აქვს თიკა ფაცაციასთან, ნინი ბადურაშვილთან, ია ფარულავასთან, ანრი ჯოხაძესთან, თუმცა ყველაზე მეტი ფოტო მაინც ნინისთან გადაუღია. მართალი გითხრათ, ამ ამბავმა ცოტა გამაოცა, რადგან ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია ჭორი ნინი შერმადინისა და გიორგი ჩიქოვანის საიდუმლო სიყვარულის შესახებ, ამიტომ ჯერ გიორგის დავუკავშირდით:

- გიორგი, გავიგეთ ნინი შერმადინი თხოვდებაო და მართალია?

- რა სერიოზული ინფორმაცია მოგდით ხოლმე (იცინის).

- ამბობენ, თავის სტილისტს მიჰყვება ცოლადო.

- აა, ბადრის? ჰო, რა ვიცი, შეიძლება (იცინის).

- რა გაცინებს, არარეალური კანდიდატურაა?

- საერთოდ არ მაინტერესებს კანდიდატურები!

- ვიცი, რომ მეგობრობ ნინისთან და ამიტომ გეკითხები, რატომ მიბრაზდები?

- არ ვმეგობრობდი, გეშლება.

- აბა?

- ვდაქალობდი (იცინის).

ამის შემდეგ ინფორმაციის გადამოწმება ნინისთან ვცადეთ:

- ნინი, მორიგი ჭორი გავიგე შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ...

- კი ბატონო, გისმენთ.

- ამბობენ, შერმადინი თხოვდება, ერთ თვეში ქორწილი აქვსო.

- (ხარხარებს) ვის მივყვები, როდის მაქვს ქორწილი, ის მაინც მითხარით.

- როგორც ამბობენ, შენი რჩეული შენივე სტილისტია, ბადრი ფევაძე.

- (იცინის) ერთი წუთით რა, ამ შეკითხვებს რომ მისვამ, რატომ არ გეცინება?

- იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე და უნდა გადავამოწმო.

- ვინ გაძლევთ ამისთანა ინფორმაციას, ხომ არ გაგიჟებულხართ? რა ჯანდაბაა?!

- იმ სალონიდან გამოჟონა ინფო­რმაციამ, სადაც შენი სტილისტი მუშაობს.

- (იცინის). ეს ინფორმაცია დაახლოებით ექვსი თვის წინ გავრცელდა. "ფეისბუქზეც" მომწერეს, ვინმე ურეკელ ბიჭს ხომ არ მიჰყვები ცოლადო. მეგონა მეღადავებოდნენ და აი, მართლაც გავრცელებულა ხმები. არ ვადასტურებ ინფორმაციას, ტყუილია, ხალხო!

- ბადრის ხომ იცნობ?

- როგორ არ ვიცნობ, ჩემი სტილისტი და უახლოესი მეგობარია.

- თქვენი საკმაოდ საინტერესო და პიკანტური ფოტოები აღმოვაჩინე ბადრის "ფეისბუქის" გვერდზე.

- აღმოაჩენდი. შარშან დასასვენებლად ერთად ვიყავით საბერძნეთში არა მხოლოდ მე და ბადრი, სხვა მეგობრებიც გვახლდნენ.

ნინი შერმადინი და გიორგი ჩიქოვანი- ე.ი. უახლოეს მომავალში შენს ქორწილს არ ველოდოთ?

- უახლოეს მომავალში კი არა, ათი წელი არ ელოდოთ.

- ქალაქში ბევრს ჭორაობენ შენი და გიორგი ჩიქოვანის რომანზეც. ამაზე რას იტყვი?

- იმას, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. გულახდილად გეტყვი, ერთ თვეში ამერიკაში მივდივარ. სხვა გეგმები მაქვს. ახლა არც შეყვარებულისთვის, არც ლავსთორებისთვის და არც გათხოვებისთვის არ მცალია. თუ გნებავთ კარიერისტი დამარქვით, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჯობია ჩემს მომავალს მივხედო. შენ მიერ ნახსენები ორივე მამაკაცი ჩემი მეგობარია და ამ ჭორების გამო არ ვაპირებ მათთან ურთიერთობის გაწყვეტას. პირიქით, რაც უფრო მეტი ასეთი მეგობარი მეყოლება, მით უკეთესი ჩემთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება