ამსტერდამში სასტუმრო გაიხსნა, რომელიც სტუმრებს მხოლოდ ერთ ნომერს სთავაზობს. ახალ სასტუმროს Hotel Droog ქვია და Staalstraat 7b-ის ქუჩაზე, მე-18 საუკუნის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. სასტუმროს ფართობი 700 კვ/მ-ია.
როგორც წყარო იუწყება, Hotel Droog-ი უფრო კულტურულ ცენტრად მოიაზრება. აქ სტუმრებს საშუალება აქვთ დალიონ კოქტეილი, წაიკითხონ წიგნი, დაისვენონ ბაღში, ან დარჩნენ ერთი ღამით. სასტუმროს ერთადერთ ნომერში არის საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ოთახი.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმრო ვატერლოოს მოედანთან ახლოს არის. ამ მოედანზე განთავსებულია ბაზარი და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგური.
მომზადებულია Travel Blog-ის მიხედვით.