ბრიტანეთის პრემიერის კატას პატრონი გამოუჩნდა

ბრიტანეთის პრემიერის კატას პატრონი გამოუჩნდა

ბრიტანეთის პრემიერის სახლის ახალ ბინადარზე, კატა ლარიზე უკვე მეორე კვირაა დისკუსიები არ ცხრება. კატას ნამდვილი პატრონი, მარგარეტ სუტცკლიფე გამოუჩნდა. ქალბატონმა განაცხადა, რომ კატა ორი წლის წინ შეიძინა, ხოლო ოქტომბერში მისი საყვარელი შინაური ცხოველი სახლიდან გაიქცა. 

მარგარეტის დისშვილმა, ტიმმა უკვე დაიწყო კამპანია კატის დასაბრუნებლად. ის ამისთვის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქს” აქტიურად იყენებს და ცდილობს მოძებნოს ადამიანი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონთან ელექტრონული ფოსტით დააკავშირებს.

ტიმმა, დეიდის საყვარელი კატის, ჯოს დასაბრუნებლად სპეციალური ვებ-გვერდიც შექმნა. მან განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო ჯო საბოლოოდ ”Batterseа”-ს თავშესაფარში მოხვდებოდა. სწორედ აქედან წაიყვანეს პრემიერის რეზიდენციისთვის კატა.

”დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი პატარა ჯო დაუნინგ სტრიტზე ცხოვრობს. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჯო იგივე ლარია, შეგვიძლია დნმ-ის ტესტი ჩავატაროთ”, - განაცხადა ტიმმა.

კატა ლარი პრემიერის სახლში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც სატელევიზიო რეპორტაჟის დროს პრემიერის სახლთან კადრში თაგვი მოხვდა.

თაგვებზე მონადირე სამეფო კატის თანამდებობა დაუნინგ სტრიტზე 1924 წლიდან არსებობს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს