დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახლში ვირთხა ბინადრობს. მღრღნელი ტელეარხ BBC-ის პირდაპირ ეთერში აჩვენეს. პირდაპირი ჩართვისას ჟურნალისტი მაყურებლებს სოცუზრუნველყოფის სისტემის რეფორმის შესახებ უყვებოდა, როცა კადრში ვირთხა გამოჩნდა.
თავდაპირველად თავხედი მღრღნელი ვერავინ შენიშნა: ჟურნალისტი დევიდ კემერონის რეზიდენციის კარისკენ ზურგით იდგა, ოპერატორმა კი მორბენალ მღრღნელს ყურადღება არ მიაქცია. რამდენიმე საათის შემდეგ ყურადღებიანმა მაყურებლებმა ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ყურადღება ვირთხაზე იყო გამახვილებული.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში თაგვები შესაძლოა, მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც 2006 წელს მათი მთავარი მტერი - კატა ჰემფრი მოკვდა. ის თაგვებზე მონადირედ ჯერ კიდევ მარგარეტ ტეტჩერთან ”მსახურობდა”, თუმცა 1997 წელს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემის გამო იძულებული გახდა თანამდებობა დეტოვებინა და პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მსახურის სახლში გადასახლებულიყო. ამბობდნენ, რომ ჰემფრის თანამდებობიდან გათავისუფლების უკან ექს-პრემიერ ტონი-ბლერის მეუღლე იდგა - დადიოდა ხმები, რომ ქალბატონ ბლერს ბრიტანეთის პირველი კატა არ უყვარდა, თუმცა თავად ქალბატონი ბლერი ამას უარყოფდა. პრემიერ-მინისტრი მაშინ დაუნინგ სტრიტზე მდებარე სახლში ცხოვრობდა.
2007 წელს დაუნინგ სტრიტის თაგვებზე მონადირე კატა სიბილა გახდა, თუმცა მას არ გაუმართლა - გორდონ ბრაუნს სიბილა არ მოეწონა, რის გამოც 2008 წლიდან თაგვებზე მონადირის თანამდებობა კვლავ თავისუფალია.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.