პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა "კავ­კაზ 2012"-ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა და ჯა­რის­კა­ცებს თავ­დაც­ვის­თვის მზად­ყოფ­ნის­კენ მო­უ­წო­და.

"რია ნო­ვოს­ტის" ცნო­ბით, რა­ი­ევ­სკის პო­ლი­გონ­ზე პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი გახ­ში­რე­ბა კი­დევ უფრო ზრდის ეფექ­ტუ­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არ­მი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

რო­გორც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რუ­სეთს ჰყავ­დეს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯარი, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად კარ­გად გა­არ­თმევს თავს შე­ტე­ვით და თავ­დაც­ვით ფუნ­ქცი­ებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას.

"თქვენ ყვე­ლა­ნი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, ხე­დავთ რაც ხდე­ბა დღეს მსოფ­ლი­ო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სულ უფრო ხშირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი",- უთხრა პუ­ტინ­მა ჯა­რის­კა­ცებს.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ იგი გეგ­მავს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და მათ აღ­ჭურ­ვას უახ­ლე­სი საბ­რძო­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბით.

"კავ­კაზ 2012" გუ­შინ და­ი­წყო და 23 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუსეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სწავლება "კავკაზ 2012"-ის მონაწილეებს მიმართა და ჯარისკაცებს თავდაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

"რია ნოვოსტის" ცნობით, რაიევსკის პოლიგონზე პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტების მასობრივი გახშირება კიდევ უფრო ზრდის ეფექტური და კვალიფიციური არმიის მნიშვნელობას.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, შესაბამისად, აუცილებელია, რუსეთს ჰყავდეს კარგად მომზადებული ჯარი, რომელიც ერთნაირად კარგად გაართმევს თავს შეტევით და თავდაცვით ფუნქციებს, უზრუნველყოფს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"თქვენ ყველანი გონიერი ადამიანები ხართ, ხედავთ რაც ხდება დღეს მსოფლიოში. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირდება საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების შემთხვევები",- უთხრა პუტინმა ჯარისკაცებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი გეგმავს რუსეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაციასა და მათ აღჭურვას უახლესი საბრძოლო შეიარაღებით.

"კავკაზ 2012" გუშინ დაიწყო და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა