მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს
"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს

ფილმ "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი სინ­დი ლი გარ­სია ფილ­მის რე­ჟი­სორს, ნა­კუ­ლა ბეს­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის მო­ტყუ­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მსა­ხი­ო­ბი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა GAWKER-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ფილ­მის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის შემ­დეგ რე­ჟი­სორს და­უ­რე­კა და პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა.

"ვკი­თხე, რა­ტომ მო­იქ­ცა ასე. ძა­ლი­ან შევძრწუნ­დი, რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რომ ამ ფილ­მს 4 ამე­რი­კე­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ნად­გუ­რებს", - აცხა­დებს მსა­ხი­ო­ბი.

რო­გორც გარ­სია ამ­ბობს, სცე­ნარ­ში "უდაბ­ნოს მებ­რძო­ლე­ბი" (Desert Warriors) (ფილ­მის სა­მუ­შაო სა­თა­უ­რი) არა­ვი­თა­რი მი­ნიშ­ნე­ბა არ იყო რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ. მსა­ხი­ო­ბის გან­მარ­ტე­ბით, სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მუ­ჰა­მედს "მე­პატ­რო­ნე ჯორ­ჯი" (Master George) ერ­ქვა.

სინ­დი ლი გარ­სიაფილ­მის რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ ღია წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფილ­მის ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლემ, მსა­ხი­ობ­მა ანა გი­ორ­გო­ბი­ან­მაც. წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მწერ­ლი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის ნეილ გე­ი­მა­ნის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნათ­ქვა­მია, რომ მსა­ხი­ობ­მა ფილ­მის რე­ჟი­სორ ნა­კუ­ლა ბეს­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

ფილ­მი "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­მი ფარ­თო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში არ გა­სუ­ლა, მან არა­ბულ სამ­ყა­რო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია gawker.com-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" - ფილ­მი, რომ­ლის გა­მოც ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­რო აშშ-ს აუმ­ხედ­რდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს

"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს

ფილმ "ისლამის უცოდველობაში" მონაწილე კიდევ ერთი მსახიობი სინდი ლი გარსია ფილმის რეჟისორს, ნაკულა ბესლის სამსახიობო დასის მოტყუებაში ადანაშაულებს.

მსახიობი ინტერნეტ-გამოცემა GAWKER-თან საუბარში აცხადებს, რომ ფილმის გარშემო ატეხილი საპროტესტო მოძრაობის შემდეგ რეჟისორს დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.

"ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. ძალიან შევძრწუნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ამ ფილმს 4 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაფერი ძალიან მანადგურებს", - აცხადებს მსახიობი.

როგორც გარსია ამბობს, სცენარში "უდაბნოს მებრძოლები" (Desert Warriors) (ფილმის სამუშაო სათაური) არავითარი მინიშნება არ იყო რელიგიის შესახებ. მსახიობის განმარტებით, სცენარის მიხედვით, მუჰამედს "მეპატრონე ჯორჯი" (Master George) ერქვა.

სინდი ლი გარსიაფილმის რეჟისორის წინააღმდეგ ღია წერილი გამოაქვეყნა ფილმის ქართველმა მონაწილემ, მსახიობმა ანა გიორგობიანმაც. წერილში, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის ნეილ გეიმანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსახიობმა ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გასულა, მან არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები და მსხვერპლი გამოიწვია.

მომზადებულია gawker.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება