კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა
"ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა

"ქარ­თუ ბან­კის" ქსელ­ში ჩარ­თულ ბან­კო­მა­ტებ­ში უცხო­უ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­რა­თე­ბის გა­ნაღ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ი­თი­შა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბან­კი­დან აც­ნო­ბეს, შე­ზღუდ­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­სტრუქ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა და "ქარ­თუს" მიერ გა­მოშ­ვე­ბულ პლას­ტი­კურ ბა­რა­თებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.

"2012 წლის 29 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კებს გა­ეგ­ზავ­ნა წე­რი­ლი 15 სექ­ტემ­ბრი­დან ბან­კე­ბის ბან­კო­მა­ტებ­ში უცხო­უ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­დახ­დო ბა­რა­თე­ბით ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ბა­რა­თის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წა­კი­თხვი­სა და შე­ნახ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ. ბან­კი "ქარ­თუს" საპ­რო­ცე­სინ­გო ცენ­ტრის სა­ბა­რა­თო ბიზ­ნე­სის მუ­შა­ო­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ის ACI Worldwide Ltd-ის პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, რომ­ლის მოქ­მე­დი ვერ­სია საპ­რო­ცე­სინ­გო ცენ­ტრის ქსელ­ში ჩარ­თულ ბან­კო­მა­ტებ­სა და ტერ­მი­ნა­ლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ბა­რა­თე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის (კლი­ენ­ტის სა­ხე­ლის და გვა­რის) რე­გის­ტრა­ცი­ას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბან­კის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბის პრო­ცე­სინ­გის პლატ­ფორ­მა - BASE 24 - არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღალ­და­ცუ­ლი და მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­დახ­დო სის­ტე­მე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და რისკ-მე­ნე­ჯმენ­ტის ყვე­ლა მო­თხოვ­ნის სრუ­ლი დაც­ვით. ბან­კი "ქარ­თუს" საპ­რო­ცე­სინ­გო ცენ­ტრი ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს ერთჯე­რა­დი, დი­ნა­მი­უ­რი პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ იგი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ნაკ­ლე­ბადმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პრო­ცე­სინ­გის­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვა­სა და მით უფრო - შე­ნახ­ვას. ამ­დე­ნად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სს ბან­კი "ქარ­თუ" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 15 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ე­თი­შა ბან­კის ქსელ­ში ჩარ­თულ ბან­კო­მა­ტებ­ში უცხო­უ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­რა­თე­ბის გა­ნაღ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა ბან­კი "ქარ­თუს" მიერ გა­მოშ­ვე­ბულ პლას­ტი­კურ ბა­რა­თებ­ზე)", - ნათ­ქვა­მია ბან­კი "ქარ­თუს" გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბან­კი სა­ერ­თა­შო­რი­სო "ვიზა" და "მას­ტერ­ქარდ" ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლებს დრო­ე­ბი­თი შე­ფერ­ხე­ბი­სა და შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის ბო­დიშს უხ­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა

"ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა

"ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, შეზღუდვა ეროვნული ბანკის ინსტრუქციას უკავშირდება და "ქართუს" მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე არ ვრცელდება.

"2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებს გაეგზავნა წერილი 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ. ბანკი "ქართუს" საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ACI Worldwide Ltd-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის მოქმედი ვერსია საპროცესინგო ცენტრის ქსელში ჩართულ ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებული უცხოური ბარათების საიდენტიფიკაციო მონაცემების (კლიენტის სახელის და გვარის) რეგისტრაციას არ ითვალისწინებს.

ბანკის მიერ გამოყენებული ბარათების პროცესინგის პლატფორმა - BASE 24 - არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მაღალდაცული და მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტების შესაბამისად და რისკ-მენეჯმენტის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. ბანკი "ქართუს" საპროცესინგო ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ინტერნეტული ტრანზაქციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავის მომხმარებელს ერთჯერადი, დინამიური პაროლის გამოყენებას სთავაზობს.

ბუნებრივია, რომ იგი არ ითვალისწინებს ნაკლებადმნიშვნელოვანი, პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვასა და მით უფრო - შენახვას. ამდენად, ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სს ბანკი "ქართუ" იძულებული გახდა, 15 სექტემბრიდან გაეთიშა ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბანკი "ქართუს" მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე)", - ნათქვამია ბანკი "ქართუს" განცხადებაში.

ბანკი საერთაშორისო "ვიზა" და "მასტერქარდ" ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა