მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"
"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

NDI-ს კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი დიდი ხა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს. NDI ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, მაგ­რამ, ეტყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ფე­ნო­მე­ნია, რომ მისი "გა­ქარ­თუ­ლე­ბაც" მო­ვა­ხერ­ხეთ. NDI-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კი­თხვე­ბი უკვე ოფი­ცი­ა­ლურ ვა­შინგტონს, ამე­რი­კელ ექ­სპერ­ტებ­სა და თა­ვად NDI-ს ყო­ფილ თუ ამ­ჟა­მინ­დელ თა­ნამ­შრომ­ლებ­საც აქვთ. გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს "პაბ­ლიქ სტრა­ტე­გის" ხელ­მძღვა­ნელ გრე­გო­რი მინ­ჯეკ­თან, რო­მე­ლიც 90-იან წლებ­ში NDI-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1992 წელს ჩა­მო­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში NDI-ს ოფი­სი პოსტსაბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მხო­ლოდ მოს­კოვ­ში იყო. ოფისს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუფ­საც. არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი NDI-სთვის.

დღე­ვან­დე­ლი NDI-ს ქარ­თუ­ლი ოფი­სის საქ­მი­ა­ნო­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ. ჩვენ შო­რის კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამის გამო წარ­მო­იშ­ვა. ის, რა­საც NDI აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბას. ის, რი­თაც დღეს ქარ­თუ­ლი NDI და­კა­ვე­ბუ­ლია, მისი საქ­მე არ არის.

- აბა რა არის NDI-ს საქ­მე?

- როცა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი საფ­რან­გეთ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გე­ბად აცხა­დებს, რომ არა­ლე­გალ­მა ემიგ­რან­ტებ­მა არ უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, ცხა­დია, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა გა­თელ­ვა. NDI-ს მო­ვა­ლე­ო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აუხ­სნას, რომ ის სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს სხვა ქვეყ­ნებ­ში. აი, ეს არის სი­ნამ­დვი­ლე­ში NDI-ს მო­ვა­ლე­ო­ბა. ის კი ხელს უწყობს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­სა და შეც­დო­მებს. სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (სხვა საქ­მეა, რა ხა­რის­ხის არის) თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ თა­ვად პარ­ტი­ებს. დღე­ვან­დე­ლი NDI დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- დიდი ხა­ნია სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ვაკ­ვირ­დე­ბი. ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რის სა­მო­ქა­ლა­ქო პროგ­რა­მებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამ­ჯე­რად ამ პრო­ცესს ავ­ღა­ნეთ­ში ვკუ­რი­რებ, "პაბ­ლიქ სტრა­ტე­გის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ჩემ­თვის, რო­გორც გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის, ის მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში NDI მუ­შა­ობს, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. მათი დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი და კვლე­ვის მე­თო­დე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბის წე­სებს. კი­თხვე­ბი არას­წო­რად არის შედ­გე­ნი­ლი. აშ­კა­რაა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი, რაც კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტში?

- მა­გა­ლი­თად, იმას, რომ NDI-ს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სიით იყ­რი­ან კენ­ჭს. აგ­ვის­ტო­ში შევ­ხვდი NDI-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და და­ვუს­ვი რამ­დე­ნი­მე კი­თხვა, მათ შო­რის, რას უპი­რე­ბენ დი­ას­პო­რებს? ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, NDI-ს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ არ აინ­ტე­რე­სებს დი­ას­პო­რე­ბი! სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 25% ემიგ­რა­ცი­ა­შია და ეს არ აინ­ტე­რე­სებს? ეს და­ნა­შა­უ­ლია, ბა­ტო­ნე­ბო! იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 25% ემიგ­რა­ცი­ა­შია და რო­მე­ლი­მე ინ­სტი­ტუტს ეს არ აინ­ტე­რე­სებს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს მათ არ­სე­ბო­ბას, ნიშ­ნავს, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. და­სა­მა­ლი რა არის, პირ­და­პირ გე­ტყვით, - ქარ­თვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ NDIDI-სთვის, ხოლო NDI-ს ამე­რი­კე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის (მა­გა­ლი­თად, წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­ში მე-4 ნო­მე­რია თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა, NDI-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი კი GRRC-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი იყო და ამ­ჯე­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­ში 37-ე ნო­მე­რია. სწო­რედ NDI უკ­ვეთს კვლე­ვებს GRRC-ს, კავ­კა­სი­ის კვლე­ვის რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრს - ავტ.). სა­ში­ნე­ლე­ბა ის არის, რომ ეს NDI-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს, სა­ხელს უტეხს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

NDI-ს კვლევებთან დაკავშირებული კითხვები დიდი ხანია საზოგადოებას აწუხებს. NDI ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგრამ, ეტყობა, საქართველო ისეთი ფენომენია, რომ მისი "გაქართულებაც" მოვახერხეთ. NDI-ს საქართველოში საქმიანობაზე კითხვები უკვე ოფიციალურ ვაშინგტონს, ამერიკელ ექსპერტებსა და თავად NDI-ს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებსაც აქვთ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "პაბლიქ სტრატეგის" ხელმძღვანელ გრეგორი მინჯეკთან, რომელიც 90-იან წლებში NDI-ს წარმომადგენელი და დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო საქართველოში.

- საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვედი. იმ პერიოდში NDI-ს ოფისი პოსტსაბჭოთა კავშირის მასშტაბით მხოლოდ მოსკოვში იყო. ოფისს მე ვხელმძღვანელობდი და, შესაბამისად, დამკვირვებელთა ჯგუფსაც. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვმუშაობდი NDI-სთვის.

დღევანდელი NDI-ს ქართული ოფისის საქმიანობით გაკვირვებული ვარ. ჩვენ შორის კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა. ის, რასაც NDI აკეთებს საქართველოში, არ ემსახურება დემოკრატიის მშენებლობას. ის, რითაც დღეს ქართული NDI დაკავებულია, მისი საქმე არ არის.

- აბა რა არის NDI-ს საქმე?

- როცა საქართველოს ელჩი საფრანგეთში მთელი მსოფლიოს გასაგებად აცხადებს, რომ არალეგალმა ემიგრანტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ცხადია, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა გათელვა. NDI-ს მოვალეობაა, საქართველოს მთავრობას აუხსნას, რომ ის საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევს სხვა ქვეყნებში. აი, ეს არის სინამდვილეში NDI-ს მოვალეობა. ის კი ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებს. სოციოლოგიური კვლევების ჩატარება (სხვა საქმეა, რა ხარისხის არის) თავისუფლად შეუძლიათ თავად პარტიებს. დღევანდელი NDI დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

- რას გულისხმობთ?

- დიდი ხანია საარჩევნო გარემოს ვაკვირდები. ვხელმძღვანელობ საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერის სამოქალაქო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად ამ პროცესს ავღანეთში ვკურირებ, "პაბლიქ სტრატეგის" ხელმძღვანელი ვარ და ჩემთვის, როგორც გამოცდილი სპეციალისტისთვის, ის მეთოდები, რომლებითაც საქართველოში NDI მუშაობს, სრულიად გაუგებარია. მათი დასმული კითხვები და კვლევის მეთოდები არ შეესაბამება ორგანიზაციის მუშაობის წესებს. კითხვები არასწორად არის შედგენილი. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც კანონით ისჯება.

- რას გულისხმობთ ინტერესთა კონფლიქტში?

- მაგალითად, იმას, რომ NDI-ს და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები მმართველი პარტიის სიით იყრიან კენჭს. აგვისტოში შევხვდი NDI-ს ხელმძღვანელობას და დავუსვი რამდენიმე კითხვა, მათ შორის, რას უპირებენ დიასპორებს? ჩემდა გასაკვირად, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიპასუხა, რომ არ აინტერესებს დიასპორები! საქართველოს მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და ეს არ აინტერესებს? ეს დანაშაულია, ბატონებო! იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და რომელიმე ინსტიტუტს ეს არ აინტერესებს და უგულებელყოფს მათ არსებობას, ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. დასამალი რა არის, პირდაპირ გეტყვით, - ქართველები მუშაობენ NDIDI-სთვის, ხოლო NDI-ს ამერიკელი თანამშრომლები - სააკაშვილისთვის (მაგალითად, წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მე-4 ნომერია თინათინ ბოკუჩავა, NDI-ს ყოფილი თანამშრომელი, ლევან თარხნიშვილი კი GRRC-ის ყოფილი დირექტორი იყო და ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" სიაში 37-ე ნომერია. სწორედ NDI უკვეთს კვლევებს GRRC-ს, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრს - ავტ.). საშინელება ის არის, რომ ეს NDI-ს დისკრედიტაციას ახდენს, სახელს უტეხს საერთაშორისო დონეზე.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა