Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს
ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნა ლიკა ლა­ბა­ძე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს დიდი შე­მარ­თე­ბით და ახა­ლი იდე­ე­ბით იწყებს. გარ­და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ქალ­თა სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრი და იმავდრო­უ­ლად აპი­რებს, სიმ­ღე­რას სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­დოს ხელი. გარ­და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­სა, ლი­კას მა­მა­კა­ცებ­ზე და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ვე­სა­უბ­რეთ, მარ­თა­ლია, ადრე ასა­კით უმ­ცრო­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ დღეს თა­ვი­სი ასა­კის მა­მა­კაც­თან საქ­მის და­ჭე­რაც კი ცოტა უჩ­ვე­უ­ლოდ ეჩ­ვე­ნე­ბა.

- ლიკა, რო­გორ ხარ? მოკ­ლედ გვი­თხა­რი, რო­გორ გა­ა­ტა­რე ცხე­ლი სე­ზო­ნი?

- კარ­გად ვარ, ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე შვე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ამი­ტომ ჯერ კი­დევ ვის­ვე­ნებ (იღი­მე­ბა). რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხულს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეგ­ვიპ­ტის საგ­ზუ­რით და­მა­სა­ჩუქ­რეს, სა­დაც მშვე­ნი­ე­რი ათი დღე გა­ვა­ტა­რე. ამის შემ­დეგ არ­სა­დაც რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­ინც ჩავ­თვლი­დი, რომ კარ­გად და­ვის­ვე­ნე, თუმ­ცა შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლის შემ­დეგ დე­დას­თან ერ­თად პა­რიზ­ში წა­ვე­დი და კულ­ტუ­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბა მო­ვი­წყვეთ, მო­ვი­ა­რე ყვე­ლა მუ­ზე­უ­მი და ყვე­ლა ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, რის ნახ­ვა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი. პა­რი­ზის შემ­დეგ ბა­თუმ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე და მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ზა­ფხუ­ლი ამ კუ­რორტზე გა­ვა­ტა­რე. წელს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ვის­ვე­ნე. როცა ვცეკ­ვავ­დი, ასე­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ო­და, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამის­თვის ზა­ფხულ­შიც კი ვარ­ჯი­ში მიხ­დე­ბო­და, ამ­ჯე­რად კი ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვის­ვე­ნე, გო­ნებ­რი­ვა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც.

- კარ­გად დას­ვე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ძა­ლე­ბით შე­უდ­გე­ბი ახალ სა­მუ­შაო სე­ზონს...

- კი, თან ბევ­რი ახა­ლი გეგ­მა და იდეა მაქვს. მინ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო ცეკ­ვის სტუ­დია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, პრინ­ციპ­ში, ეს სტუ­დია კი არა, უფრო ქალ­თა კლუ­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბა შე­იქ­მნე­ბა იმის­თვის, რომ ზრდას­რულ­მა ქალ­მა თავი იგ­რძნოს კომ­ფორ­ტუ­ლად და მძი­მე გრა­ფი­კის შემ­დეგ ჩვენ­თან გა­ნიტ­ვირ­თოს. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ისევ "პირ­ველ არხზე" ახა­ლი გა­და­ცე­მა და­ვი­წყო, ჯერ ზუს­ტად არ ვიცი, ამი­ტომ ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე ვი­წყებ სიმ­ღე­რას, დიდი ხა­ნია მინ­და, ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დო ხელი, მაგ­რამ დრო არას­დროს მყოფ­ნი­და, ახლა გა­დავ­წყვი­ტე მო­ვემ­ზა­დო სა­თა­ნა­დოდ, ვი­ა­რო ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან და თუ კარ­გად გა­ვარ­თვი ამ ყვე­ლა­ფერს თავი, მერე უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დებ ხელს სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რას.

- რო­დე­საც პა­რიზ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დი, მინ­დო­და მე­კი­თხა, რა­ტომ შე­არ­ჩიე მეგ­ზუ­რად დედა, პა­რი­ზი უფრო რო­მან­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, მას ხომ სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქს უწო­დე­ბენ...

- ჩემ­თვის ამ ეტაპ­ზე პა­რი­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი არ ყო­ფი­ლა, მინ­დო­და, ეს ქა­ლა­ქი სხვა კუ­თხით, თა­ვი­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ამის­თვის კი დე­დას­თან ერ­თად წას­ვლა იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იყო, რად­გან მა­საც ჩემ­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. ვი­ცო­დი, მას­თან ერ­თად არ შე­მექ­მნე­ბო­და არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი. ვი­ცო­დი, რომ დას­ვე­ნე­ბა­ში კარ­გად ამი­ბამ­და მხარს და ასეც მოხ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დას­ვე­ნე­ბუ­ლი კი არა, დაღ­ლი­ლი ჩა­მო­ვე­დი, რად­გან დი­ლის რვა სა­ათ­ზე რომ გავ­დი­ო­დით სას­ტუმ­რო­დან, გვი­ან ღამე შევ­დი­ო­დით. რო­დე­საც სად­მე მი­ვემ­გზავ­რე­ბი, მიყ­ვარს გეგ­მე­ბის წი­ნას­წარ და­წყო­ბა, წას­ვლამ­დე ზუს­ტად მქონ­და გა­წე­რი­ლი, რო­მელ დღეს რა უნდა მე­ნა­ხა, ამა თუ იმ მუ­ზე­უმ­ში რა იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თან რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მქონ­და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი. მოკ­ლედ, კარ­გად გა­მიზ­ნუ­ლი გეგ­მით წა­ვე­დი, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა, გი­დო­ბა­საც კარ­გად გა­ვარ­თვა თავი (იცი­ნის).

- რო­გორც მივ­ხვდი, დე­დას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს ხარ, პი­რად თე­მებ­ზე თუ ესა­უბ­რე­ბი, რჩე­ვებს თუ გაძ­ლევს?

- სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს ჩემს გრძნო­ბებ­სა და პი­რა­დულ­ზე ვინ­მეს­თან ლა­პა­რა­კი. დე­დამ ყო­ველ­თვის იცის, რა ხდე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ. ვცდი­ლობ, ჩემ­თვის შე­ვი­ნა­ხო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ამ სა­კითხს იმი­ტომ ჰქვია პი­რა­დი, რომ ის არის შენი.

- დედა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს თუ გი­ფა­სებს?

- კი, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ყო­ველ­თვის ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, უყ­ვარს იმ­ის აღ­ნიშ­ვნა, ვინ რო­გო­რი ყვა­ვი­ლი ან სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა. ხში­რად რჩე­ვა­საც მაძ­ლევს, თუმ­ცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ბო­ლომ­დე მენ­დო­ბა და არას­დროს ცდი­ლობს, ჩემს საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ოს. სულ იმას ამ­ბობს, რა­ღაც რომ აგიკ­რძა­ლო და და­გი­შა­ლო, შე­იძ­ლე­ბა, უფრო ცუდი რამ ჩა­ი­დი­ნოო, ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან შთა­მა­გო­ნა, რომ მენ­დო­ბა და იცის, სი­სუ­ლე­ლეს არ გა­ვა­კე­თებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისეთ პი­როვ­ნე­ბას­თან არ და­მი­ჭე­რია საქ­მე, ვისი წი­ნა­აღ­მდე­გიც დედა იქ­ნე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ კვი­რა ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით მა­ნე­ბივ­რებ­და, თან მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი. მერე გა­ირ­კვა, რომ ის პი­როვ­ნე­ბა თვი­თონ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი თა­ი­გუ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში და თა­ვი­სი დი­რექ­ტი­ვე­ბით აკე­თე­ბი­ნებ­და ძა­ლი­ან ფე­რად, ლა­მაზ და იშ­ვი­ა­თი ყვა­ვი­ლე­ბით შექ­მნილ თა­ი­გუ­ლებს, ეს ჩემ­თვის ნიშ­ნავს იმ ადა­მი­ა­ნის სიღ­რმეს და შე­მოქ­მე­დე­ბით ხედ­ვას, რო­მელ­საც უნდა გა­სი­ა­მოვ­ნოს.

- ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან - არა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა გა­ტა­ცე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ ახლა მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის გა­ტა­ცე­ბა იყო და რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი არ მწვე­ვია, სწო­რედ ამი­ტომ არ მი­პო­ვია ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი.

- ანუ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფილ­ხარ?…

- რო­გორ არა, ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ვხვდე­ბი, რომ ის არ ყო­ფი­ლა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის დღეს ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და.

- რო­გო­რი ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არ ვიბ­ნე­ვი, მაგ­რამ როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, სხვა რა­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მი­ჭირს. წლებ­მა და გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ თუ მინ­და მი­ვაღ­წიო წარ­მა­ტე­ბას, ჯობს, გრძნო­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიყო, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი თავ­გზას მიბ­ნევს, ბევ­რად უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია მა­შინ, როცა მარ­ტო ვარ.

- რო­გო­რი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი, რომ შენი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს?

- მა­მა­კა­ცუ­რი, სე­რი­ო­ზუ­ლი, ჰქონ­დეს თა­ვი­სი საქ­მე, რათა იყოს სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის მერე კი თავი უნდა მაგ­რძნო­ბი­ნოს ნამ­დვილ ქა­ლად, მე არ უნდა დამ­ჭირ­დეს მისი ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა.

- ოდეს­მე შენ­ზე უმ­ცრო­სი ასა­კის მა­მა­კა­ცი შე­გიყ­ვარ­დე­ბა?

- არა. ახლა ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია მსგავ­სი რამ, ადრე მყავ­და ჩემ­ზე პა­ტა­რა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლე იყო, ახლა იმა­ზეც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ასა­კის ბი­ჭთა­ნაც ვერ ავა­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა. მირ­ჩევ­ნია, ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი იყოს.

- რამ­დე­ნად დამთმო­ბი ხარ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას. არ მიყ­ვარს ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა და სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ჩხუ­ბი, მაგ­რამ თუ საქ­მე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ეხე­ბა, მა­შინ არ დავ­თმობ, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვერ გა­და­ა­ბი­ჯებ.

- რის გამო შე­იძ­ლე­ბა გა­წყვი­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და გა­და­უს­ვა ხაზი ყვე­ლა­ფერს?

- ღა­ლა­ტი, ეს უპა­ტი­ე­ბე­ლია ჩემ­თვის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ადა­მი­ა­ნი იყოს ჩემ გვერ­დით და სხვის­კენ გა­ი­ხე­დოს. ღა­ლატ­ში ჩემ­თვის გვერ­დზე ცუ­დად გა­ხედ­ვაც კი მო­ი­აზ­რე­ბა. ლა­მაზ­მა გო­გომ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ყუ­რა­დღე­ბაც კი მი­იქ­ცი­ოს და ჩემ გვერ­დით მყოფ მა­მა­კაცს ნამ­დვი­ლად არ და­ვუშ­ლი მისი სი­ლა­მა­ზის აღ­ნიშ­ვნას, ეს არ მი­გუ­ლის­ხმია გვერ­დზე გა­ხედ­ვა­ში, აქ უფრო სხვა რა­მე­ზეა სა­უ­ბა­რი, ალ­ბათ მი­მიხ­ვდით?!.

- ლიკა, ფლირტს რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა ფლირ­ტით იწყე­ბა და ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პე­რი­ო­დია. ხში­რად ამ­ბო­ბენ, ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო, ახლა კი შე­იც­ვა­ლაო, ეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ფლირ­ტის დროს შენც და ის ადა­მი­ა­ნიც ერ­თმა­ნეთ­ში მხო­ლოდ და­დე­ბითს ხე­დავთ, მერე კი ურ­თი­ერ­თო­ბის სიღ­რმეს­თან ერ­თად იკ­ვე­თე­ბა უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც. ამი­ტო­მა­ცაა ფლირ­ტი ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პე­რი­ო­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს შეც­ნო­ბის პრო­ცე­სი უფრო მომ­წონს.

- თუ მა­მა­კა­ცი შენი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მოხ­ვდე­ბა, შე­გიძ­ლია იყო ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და გა­მო­ხა­ტო შენი სიმ­პა­თია?

- არა, ურ­თი­ერ­თო­ბას პირ­ვე­ლი არას­დროს ვი­წყებ, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს მო­ვე­წო­ნე და მეც ვგრძნობ, რომ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს პი­როვ­ნე­ბა, არ დავ­მა­ლავ ჩემს გრძნო­ბას, პირ­და­პირ კი არ ვე­ტყვი, მომ­წონ­ხარ-მეთ­ქი, მოქ­მე­დე­ბით და გახ­სნი­ლო­ბით მი­ვახ­ვედ­რებ ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ძა­ლი­ან ბევ­რი გოგო არ უმ­ხელს ხოლ­მე გრძნო­ბებს ბიჭს, მი­აჩ­ნი­ათ, რომ თა­ვი­დან მა­ინც არ უნდა იცო­დეს მა­მა­კაც­მა ქა­ლის გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ, თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა და ხრი­კე­ბი აქვთ ამ სა­კი­თხი­სად­მი, მე კი არ ვფიქ­რობ ასე. ჩემი აზ­რით, რაც უფრო ლაღი და გახ­სნი­ლი ხარ, უფრო კარ­გად ეწყო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

- გყო­ლია ისე­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რომ­ლის ყუ­რა­დღე­ბი­თაც შე­წუ­ხე­ბულ­ხარ?

- კი. ბევ­რს ჰგო­ნია, თუ ტე­ლე­ფონს გა­უ­თი­შავ, არ უპა­სუ­ხებ ან ეტყვი, რომ არ გცა­ლია, ეს გა­მოწ­ვე­ვაა, არა­და, ასე სუ­ლაც არ არის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, დიდ­ხანს მიწ­ვა­ლია თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის ჩა­მო­შო­რე­ბა­ზე, ასეთ დროს ძა­ლი­ან ხის­ტი და უხე­ში ვხდე­ბი და ვცდი­ლობ, პრობ­ლე­მა თვი­თონ მო­ვაგ­ვა­რო, არ მიყ­ვარს ვინ­მეს ჩა­რე­ვა ასეთ სა­კი­თხებ­ში.

- იმედ­გაც­რუ­ე­ბა თუ გქო­ნია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- (ფიქ­რობს) არა, ვერ ვი­ტყვი ამას.

- ხში­რად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ასე­ვე ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებ­თან და­ა­წყვი­ლე­ბენ ხოლ­მე ჭო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, პი­რა­დად შენ რა გა­გი­გია სა­კუ­თარ თავ­ზე?

- სა­მო­რი­ზე უკვე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რად­გან ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და იმის ძი­ე­ბა, ვი­ყა­ვით თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ტკი­ცებ­დით და დღემ­დე ასეა - ვართ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე მსმე­ნია, მაგ­რამ ახლა ვერ ვიხ­სე­ნებ.

- იმ ჭო­რის შე­სა­ხებ მინ­და გკი­თხო, რო­მე­ლიც ბოლო დროს გავ­რცელ­და. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს გა­თხო­ვი­ლი იყა­ვი და ოჯა­ხი და­გენგრა...

- (იცი­ნის) არა, სრუ­ლი სიც­რუ­ეა. სა­ერ­თოდ, ზა­ფხუ­ლო­ბით წო­ნა­ში ვი­მა­ტებ. ერთ ზა­ფხულს მეჯ­ვა­რე ვი­ყა­ვი, ქორ­წი­ლის შემ­დეგ კი ასე­თი რამ მი­თხრეს, ერთ ბიჭს მო­ე­წო­ნე და შენ შე­სა­ხებ რომ იკი­თხა, ასე უთხრეს, ეგ გა­თხო­ვი­ლია და ორი შვი­ლი ჰყავ­სო (იცი­ნის). შე­იძ­ლე­ბა, ეს ჭო­რიც სწო­რედ ამ ამ­ბი­დან მო­დის.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: სა­მო­რი­სა და ლი­კას ფი­ნა­ლუ­რი ცეკ­ვა შო­უ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს

ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს

ტელეწამყვანი და ყოფილი ბალერინა ლიკა ლაბაძე ახალ სატელევიზიო სეზონს დიდი შემართებით და ახალი იდეებით იწყებს. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გადაწყვეტილი აქვს ჩამოაყალიბოს ქალთა სარელაქსაციო ცენტრი და იმავდროულად აპირებს, სიმღერას სერიოზულად მოჰკიდოს ხელი. გარდა სამომავლო გეგმებისა, ლიკას მამაკაცებზე და მათთან ურთიერთობაზეც ვესაუბრეთ, მართალია, ადრე ასაკით უმცროსი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ დღეს თავისი ასაკის მამაკაცთან საქმის დაჭერაც კი ცოტა უჩვეულოდ ეჩვენება.

- ლიკა, როგორ ხარ? მოკლედ გვითხარი, როგორ გაატარე ცხელი სეზონი?

- კარგად ვარ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შვებულება მაქვს, ამიტომ ჯერ კიდევ ვისვენებ (იღიმება). რაც შეეხება ზაფხულს, მოგეხსენებათ, ეგვიპტის საგზურით დამასაჩუქრეს, სადაც მშვენიერი ათი დღე გავატარე. ამის შემდეგ არსადაც რომ არ წავსულიყავი, მაინც ჩავთვლიდი, რომ კარგად დავისვენე, თუმცა შვებულებაში გასვლის შემდეგ დედასთან ერთად პარიზში წავედი და კულტურული დასვენება მოვიწყვეთ, მოვიარე ყველა მუზეუმი და ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რის ნახვაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. პარიზის შემდეგ ბათუმში გადავინაცვლე და მთელი დარჩენილი ზაფხული ამ კურორტზე გავატარე. წელს ცხოვრებაში ყველაზე კარგად დავისვენე. როცა ვცეკვავდი, ასეთი გრძელვადიანი დასვენების საშუალება არ მეძლეოდა, მუდმივად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი და ამისთვის ზაფხულშიც კი ვარჯიში მიხდებოდა, ამჯერად კი ყველანაირად დავისვენე, გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

- კარგად დასვენებული ახალი ძალებით შეუდგები ახალ სამუშაო სეზონს...

- კი, თან ბევრი ახალი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა ჩამოვაყალიბო ცეკვის სტუდია ნებისმიერი ასაკის მოყვარულებისთვის, პრინციპში, ეს სტუდია კი არა, უფრო ქალთა კლუბი იქნება, სადაც ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ ზრდასრულმა ქალმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მძიმე გრაფიკის შემდეგ ჩვენთან განიტვირთოს. გარდა ამისა, შეიძლება ისევ "პირველ არხზე" ახალი გადაცემა დავიწყო, ჯერ ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ამასთანავე ვიწყებ სიმღერას, დიდი ხანია მინდა, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდო ხელი, მაგრამ დრო არასდროს მყოფნიდა, ახლა გადავწყვიტე მოვემზადო სათანადოდ, ვიარო ვოკალის პედაგოგთან და თუ კარგად გავართვი ამ ყველაფერს თავი, მერე უკვე სერიოზულად მოვკიდებ ხელს სასიმღერო კარიერას.

- როდესაც პარიზში მოგზაურობაზე საუბრობდი, მინდოდა მეკითხა, რატომ შეარჩიე მეგზურად დედა, პარიზი უფრო რომანტიკას უკავშირდება, მას ხომ სიყვარულის ქალაქს უწოდებენ...

- ჩემთვის ამ ეტაპზე პარიზი სიყვარულის ქალაქი არ ყოფილა, მინდოდა, ეს ქალაქი სხვა კუთხით, თავისი ღირსშესანიშნაობებით დამეთვალიერებინა, ამისთვის კი დედასთან ერთად წასვლა იდეალური ვარიანტი იყო, რადგან მასაც ჩემნაირი ინტერესები აქვს. ვიცოდი, მასთან ერთად არ შემექმნებოდა არანაირი დისკომფორტი. ვიცოდი, რომ დასვენებაში კარგად ამიბამდა მხარს და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, დასვენებული კი არა, დაღლილი ჩამოვედი, რადგან დილის რვა საათზე რომ გავდიოდით სასტუმროდან, გვიან ღამე შევდიოდით. როდესაც სადმე მივემგზავრები, მიყვარს გეგმების წინასწარ დაწყობა, წასვლამდე ზუსტად მქონდა გაწერილი, რომელ დღეს რა უნდა მენახა, ამა თუ იმ მუზეუმში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, თან რაიონების მიხედვით მქონდა განაწილებული სანახაობები. მოკლედ, კარგად გამიზნული გეგმით წავედი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება, გიდობასაც კარგად გავართვა თავი (იცინის).

- როგორც მივხვდი, დედასთან საკმაოდ ახლოს ხარ, პირად თემებზე თუ ესაუბრები, რჩევებს თუ გაძლევს?

- საერთოდ, არ მიყვარს ჩემს გრძნობებსა და პირადულზე ვინმესთან ლაპარაკი. დედამ ყოველთვის იცის, რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. ვცდილობ, ჩემთვის შევინახო პირადი ცხოვრება, ამ საკითხს იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ის არის შენი.

- დედა თაყვანისმცემლებს თუ გიფასებს?

- კი, თაყვანისმცემლებს ყოველ­თვის ერთად განვიხილავთ, უყვარს იმ­ის აღნიშვნა, ვინ როგორი ყვავილი ან საჩუქარი მომიტანა. ხშირად რჩევასაც მაძლევს, თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლომდე მენდობა და არასდროს ცდილობს, ჩემს საქმეში ჩაერიოს. სულ იმას ამბობს, რაღაც რომ აგიკრძალო და დაგიშალო, შეიძლება, უფრო ცუდი რამ ჩაიდინოო, ამიტომ ბავშვობიდან შთამაგონა, რომ მენდობა და იცის, სისულელეს არ გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, ისეთ პიროვნებასთან არ დამიჭერია საქმე, ვისი წინააღმდეგიც დედა იქნებოდა. სხვათა შორის, მყავდა თაყვანისმცემელი, რომელიც ყოველ კვირა ულამაზესი ყვავილებით მანებივრებდა, თან მე ძალიან მიყვარს ყვავილები. მერე გაირკვა, რომ ის პიროვნება თვითონ აქტიურად იყო ჩართული თაიგულის მომზადებაში და თავისი დირექტივებით აკეთებინებდა ძალიან ფერად, ლამაზ და იშვიათი ყვავილებით შექმნილ თაიგულებს, ეს ჩემთვის ნიშნავს იმ ადამიანის სიღრმეს და შემოქმედებით ხედვას, რომელსაც უნდა გასიამოვნოს.

- ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?

- დღევანდელი გადმოსახედიდან - არა. თავიდან მეგონა, რომ ყველა გატაცება სიყვარული იყო, მაგრამ ახლა მგონია, რომ ყველაფერი ის გატაცება იყო და რეალური სიყვარული არ მწვევია, სწორედ ამიტომ არ მიპოვია ჩემი მეორე ნახევარი.

- ანუ, შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?…

- როგორ არა, ვყოფილვარ. უბრალოდ, ვხვდები, რომ ის არ ყოფილა ნამდვილი სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დღეს ჩემ გვერდით იქნებოდა.

- როგორი ხარ შეყვარებული?

- არ ვიბნევი, მაგრამ როცა შეყვარებული ვარ, სხვა რამეზე კონცენტრირება მიჭირს. წლებმა და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ მინდა მივაღწიო წარმატებას, ჯობს, გრძნობებისგან თავისუფალი ვიყო, რადგან სიყვარული თავგზას მიბნევს, ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია მაშინ, როცა მარტო ვარ.

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენი ყურადღება მიიქციოს?

- მამაკაცური, სერიოზული, ჰქონდეს თავისი საქმე, რათა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ამ ყველაფრის მერე კი თავი უნდა მაგრძნობინოს ნამდვილ ქალად, მე არ უნდა დამჭირდეს მისი ფეხზე დაყენება.

- ოდესმე შენზე უმცროსი ასაკის მამაკაცი შეგიყვარდება?

- არა. ახლა ვეღარ წარმომიდგენია მსგავსი რამ, ადრე მყავდა ჩემზე პატარა შეყვარებული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, ახლა იმაზეც დავფიქრებულვარ, რომ შეიძლება ჩემი ასაკის ბიჭთანაც ვერ ავაწყო ურთიერთობა. მირჩევნია, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყოს.

- რამდენად დამთმობი ხარ ურთიერთობაში?

- გააჩნია სიტუაციას. არ მიყვარს ელემენტარულ რაღაცებზე გამოკიდება და სისულელეებზე ჩხუბი, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ პრობლემას ეხება, მაშინ არ დავთმობ, რადგან ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები, ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ გადააბიჯებ.

- რის გამო შეიძლება გაწყვიტო ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და გადაუსვა ხაზი ყველაფერს?

- ღალატი, ეს უპატიებელია ჩემთვის. წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს ჩემ გვერდით და სხვისკენ გაიხედოს. ღალატში ჩემთვის გვერდზე ცუდად გახედვაც კი მოიაზრება. ლამაზმა გოგომ შეიძლება ჩემი ყურადღებაც კი მიიქციოს და ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს ნამდვილად არ დავუშლი მისი სილამაზის აღნიშვნას, ეს არ მიგულისხმია გვერდზე გახედვაში, აქ უფრო სხვა რამეზეა საუბარი, ალბათ მიმიხვდით?!.

- ლიკა, ფლირტს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

- ყველა ურთიერთობა ფლირტით იწყება და ალბათ ეს ყველაზე ლამაზი პერიოდია. ხშირად ამბობენ, ურთიერთობის დასაწყისში ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი შეიცვალაო, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ფლირტის დროს შენც და ის ადამიანიც ერთმანეთში მხოლოდ დადებითს ხედავთ, მერე კი ურთიერთობის სიღრმესთან ერთად იკვეთება უარყოფითი მხარეებიც. ამიტომაცაა ფლირტი ყველაზე დადებითი და უმტკივნეულო პერიოდი. სიმართლე გითხრათ, ეს შეცნობის პროცესი უფრო მომწონს.

- თუ მამაკაცი შენი ინტერესის სფეროში მოხვდება, შეგიძლია იყო ურთიერთობის დაწყების ინიციატორი და გამოხატო შენი სიმპათია?

- არა, ურთიერთობას პირველი არასდროს ვიწყებ, მაგრამ თუ ადამიანს მოვეწონე და მეც ვგრძნობ, რომ მაინტერესებს ეს პიროვნება, არ დავმალავ ჩემს გრძნობას, პირდაპირ კი არ ვეტყვი, მომწონხარ-მეთქი, მოქმედებით და გახსნილობით მივახვედრებ ჩემს დამოკიდებულებას. ძალიან ბევრი გოგო არ უმხელს ხოლმე გრძნობებს ბიჭს, მიაჩნიათ, რომ თავიდან მაინც არ უნდა იცოდეს მამაკაცმა ქალის გრძნობების შესახებ, თავისებური მიდგომა და ხრიკები აქვთ ამ საკითხისადმი, მე კი არ ვფიქრობ ასე. ჩემი აზრით, რაც უფრო ლაღი და გახსნილი ხარ, უფრო კარგად ეწყობა ურთიერთობა.

- გყოლია ისეთი თაყვანისმცემელი, რომლის ყურადღებითაც შეწუხებულხარ?

- კი. ბევრს ჰგონია, თუ ტელეფონს გაუთიშავ, არ უპასუხებ ან ეტყვი, რომ არ გცალია, ეს გამოწვევაა, არადა, ასე სულაც არ არის. ყოფილა შემთხვევა, დიდხანს მიწვალია თაყვანისმცემლის ჩამოშორებაზე, ასეთ დროს ძალიან ხისტი და უხეში ვხდები და ვცდილობ, პრობლემა თვითონ მოვაგვარო, არ მიყვარს ვინმეს ჩარევა ასეთ საკითხებში.

- იმედგაცრუება თუ გქონია პირად ცხოვრებაში?

- (ფიქრობს) არა, ვერ ვიტყვი ამას.

- ხშირად ცნობილ ადამიანებს ასევე ცნობილ პიროვნებებთან დააწყვილებენ ხოლმე ჭორების მეშვეობით, პირადად შენ რა გაგიგია საკუთარ თავზე?

- სამორიზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რადგან ორი თვის განმავლობაში მიდიოდა იმის ძიება, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით და დღემდე ასეა - ვართ ძალიან კარგი მეგობრები. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სისულელე მსმენია, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ.

- იმ ჭორის შესახებ მინდა გკითხო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა. ამბობენ, თითქოს გათხოვილი იყავი და ოჯახი დაგენგრა...

- (იცინის) არა, სრული სიცრუეა. საერთოდ, ზაფხულობით წონაში ვიმატებ. ერთ ზაფხულს მეჯვარე ვიყავი, ქორწილის შემდეგ კი ასეთი რამ მითხრეს, ერთ ბიჭს მოეწონე და შენ შესახებ რომ იკითხა, ასე უთხრეს, ეგ გათხოვილია და ორი შვილი ჰყავსო (იცინის). შეიძლება, ეს ჭორიც სწორედ ამ ამბიდან მოდის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: სამორისა და ლიკას ფინალური ცეკვა შოუში ”ცეკვავენ ვარსკვლავები”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება