Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს
ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს

იტა­ლი­ის ექს-პრე­მი­ე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა Mondadori-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ბერ­ლუს­კო­ნი შიშ­ვე­ლი ქეით მიდლტო­ნის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მხარს უჭერს. სკან­და­ლუ­რი ექს-პრე­მი­ე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახლ Mondadori-ს მფლო­ბე­ლია. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის ფრან­გუ­ლი ტაბ­ლი­ო­დი Closer, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი ქე­ი­თის ფო­ტო­ე­ბი, ასე­ვე იტა­ლი­უ­რი ჟურ­ნა­ლი Chi, რო­მელ­მაც დღეს პრინც უი­ლი­ა­მი­სა და ქეით მიდლტო­ნის საფრ­ნა­გეთ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი 50 სკან­და­ლუ­რი ფოტო გა­ავ­რცე­ლა. ფო­ტო­ებს ჟურ­ნალ­მა 26 გვერ­დი მი­უ­ძღვნა.

გუ­შინ სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა ჟურ­ნალს La Republica-ს, რო­მელ­მაც მიდლტო­ნის სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა დაგ­მო, სა­გან­გე­ბო წე­რი­ლი მის­წე­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ახა­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მომ­ხრეა.

"მუ­შა­ო­ბის დროს სრუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ციპს ვი­ცავთ, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც საქ­მე სა­ხელ­მწი­ფო­თა პირ­ველ პი­რებს შე­ე­ხე­ბა", - წერს წე­რილ­ში ბერ­ლუს­კო­ნი.

Closer-ისა და Chi რე­დაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუბ­ლი­კა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს არა სა­მე­ფო ოჯა­ხის რე­პუ­ტა­ცი­ის ხელ­ყო­ფას, არა­მედ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გა­შუ­ქე­ბას.

"პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი ღია ტე­რა­სა­ზე ირუ­ჯე­ბოდ­ნენ, - ამ­ბობს Chi-ს რე­დაქ­ტო­რი ალ­ფონ­სო სე­ნო­რი, - ამის გამო, მათი ფო­ტო­ე­ბის პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვას არ ნიშ­ნავს".

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი ამ პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს. პრინცმა უი­ლი­ამ­მა და ქეით მიდლტონ­მა Closer-ის წი­ნა­აღ­მდეგ პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლო­ში უკვე შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი და იმ ფო­ტოგ­რა­ფის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა მო­ი­თხო­ვეს, რო­მელ­მაც ისი­ნი პრო­ვან­სში დას­ვე­ნე­ბის დროს გა­და­ი­ღო.

შიშ­ვე­ლი ქეით მიდლტო­ნი და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი საფ­რან­გეთ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს

ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს

იტალიის ექს-პრემიერის ქალიშვილი და გამომცემლობა Mondadori-ის ხელმძღვანელი მარინა ბერლუსკონი შიშველი ქეით მიდლტონის ფოტოების გამოქვეყნებას მხარს უჭერს. სკანდალური ექს-პრემიერის ქალიშვილი საგამომცემლო სახლ Mondadori-ს მფლობელია. სწორედ მას ეკუთვნის ფრანგული ტაბლიოდი Closer, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა წელს ზემოთ შიშველი ქეითის ფოტოები, ასევე იტალიური ჟურნალი Chi, რომელმაც დღეს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საფრნაგეთში დასვენების დროს გადაღებული 50 სკანდალური ფოტო გაავრცელა. ფოტოებს ჟურნალმა 26 გვერდი მიუძღვნა.

გუშინ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ჟურნალს La Republica-ს, რომელმაც მიდლტონის სკანდალური ფოტოების გამოქვეყნება დაგმო, საგანგებო წერილი მისწერა და განაცხადა, რომ ის ახალი ფოტოების გამოქვეყნების მომხრეა.

"მუშაობის დროს სრული საგამომცემლო თავისუფლების პრინციპს ვიცავთ, მაშინაც კი, როდესაც საქმე სახელმწიფოთა პირველ პირებს შეეხება", - წერს წერილში ბერლუსკონი.

Closer-ისა და Chi რედაქტორებმა განაცხადეს, რომ პუბლიკაცია მიზნად ისახავს არა სამეფო ოჯახის რეპუტაციის ხელყოფას, არამედ მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას.

"პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ღია ტერასაზე ირუჯებოდნენ, - ამბობს Chi-ს რედაქტორი ალფონსო სენორი, - ამის გამო, მათი ფოტოების პრესაში გამოქვეყნება პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ნიშნავს".

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ამ პოზიციას არ იზიარებს. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა Closer-ის წინააღმდეგ პარიზის სასამართლოში უკვე შეიტანეს სარჩელი და იმ ფოტოგრაფის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, რომელმაც ისინი პროვანსში დასვენების დროს გადაიღო.

შიშველი ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი საფრანგეთში დასვენების დროს

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა